18 თებერვალს, საღამოს 10 საათზე ესპანეთის პატარა ქალაქ ტორელავეგაში დაიწყება სარაგბო მატჩი, რომელიც ბევრ რამეს გადაწყვეტს. „რაგბი ევროპის“ 2023 წლის ჩემპიონატის ა პულის დასკვნით ტურში ესპანეთის ნაკრები ბორჯღალოსნებს უმასპინძლებს და ამ რკენაში გაირკვევა კვარტეტის გამრჯვებულისა და მეორეადგილოსნის ვინაობა. ეს კი, თავის მხრივ, ერთ-ერთი ნახევარფინალური წყვილის მასპინძლის ვინაობას გამოავლენს. საქართველო პულის ლიდერია, ლევან მაისაშვილის რაზმმა გერმანიაც...
ჭდე: მერაბ შარიქაძე
დავით ნინიაშვილი – წლის მორაგბე!
ქართული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ – საქართველოს რაგბის კავშირმა 2022 წელი შეაჯამა. ცხადია, გასული წელი აბსოლუტურად ყველა მაჩვენებლით ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში და ასეთ სიმაღლეებზე ჩვენი რაგბი მით უფრო არც საბჭოეთის პერიოდში ასულა: ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ისტორიაში პირველად დაამარცხა ტიერ 1-ის გუნდი – ზაფხულში იტალიას მოუგო, ხოლო შემოდგომაზე უელსიც ზედ მიაყოლა! გარდა ამისა,...
ძრწოდეთ, ბობოლებო! ბორჯღალოსნები მოდიან!
ეს იყო საოცრებათა საღამო უელსის დედაქალაქ კარდიფში! პლანეტის ერთ-ერთ უპრესტიჟულეს სარაგბო არენა „პრინსიპალიტიზე“ მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა, ტიერ 1-ის წარმომადგენელმა და ერთი კვირის წინ იგივე ალაგას არგენტინელთა მძლეველმა უელსის ნაკრებმა საქართველოს ბორჯღალოსნებს უმასპინძლა და მართალია, პირველი ტაიმი დამაჯერებლად მოიგო (12:3), შეხვედრის მეორე ნახევარში კი ისეთი ამბები დატრიალდა, ქართული რაგბის ისტორიაში დიდი ოქროს ასოებით რომ ჩაიწერება!...
ანთიმოზი ჩვენთან დარჩა!
მართალი იყო მერაბ შარიქაძე, როცა მატჩისწინა ინტერვიუში თქვა, რომ რუმინეთს ბოლო წლებში საუკეთესო ნაკრები ჰყავსო. მართლაც კარგი გუნდი ჰყოლიათ, მაგრა ჩვენმა ბორჯღალოსნებმა მაინც აჯობეს და ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასი დაიტოვეს. საქართველომ ბუქარესტის მშვენიერ სარაგბო სტადიონზე რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებს 26:23 აჯობა და „ევროპის რაგბის“ 2022 წლის ჩემპიონატის მსვლელობისას სატურნირო ცხრილს სათავეში პირველად ჩაუდგა. მართალია, სავარაუდოდ ქართველთა...
იუბილე – ბუქარესტში
12 მარტს ბუქარესტში, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თავის ისტორიაში 250-ე მატჩს გამართავს. როგორც მოგეხსენებათ, ეს იუბილე ბორჯღალოსნებს თბილისში, „დინამო არენაზე“ რუსეთის ნაკრებთან შეხვედრისას უნდა აღენიშნათ, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო ჯერ მატჩი გადაიდო, მერე რუსეთის ნაკრები ტურნირიდან მოიხსნა, საბოლოოდ კი რუსეთის რაგბის ფედერაცია „მსოფლიო რაგბიდან“ გაირიცხა. 20 მარტს კი ბორჯღალოსნები „დინამო არენაზე“ მაინც...
შავი ლომი ისრაელში
18 დეკემბერს, 22 საათზე პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავილომი“ „ევროპის რაგბის“ სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე თავის მეხუთე მატჩს გამართავს. დღესდღეობით სიტუაცია შემდეგია: პირველ ადგილზე რუსული „ენისეი-სტმ“ არის, რომელმაც 15 დეკემბერს თბილისის „ავჭალაზე“ „თელ-ავივ ჰითს“ დრამატულ ბრძოლაში 34:31 მოუგო და 16 ქულა დააგროვა, რაც ერთი ქულით მეტია, ვიდრე ქართულმა გუნდმა 4 მატჩში დააგროვა. ებრაულმა ფრენჩაიზმა კი ბონუსი მიიღო...
მოდი ვნახოთ ენისეი
„ევროპის რაგბის“ სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ტურის დრო დადგა, მაგრამ ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ მეექვსე ტურში თავის მხოლოდ მეოთხე მატჩს ატარებს. თუმცა, ქართველი მორაგბეების შაბათის მეტოქე კრასნოიარსკის „ენისეი“ ზუსტად იგივე მდგომარეობაშია – მასაც ორი მატჩი აქვს გადადებული და თბილისში მხოლოდ მეოთხე თამაშს ჩაატარებს. ამავდროულად, საქართველო უკვე მერამდენედ მოევლინა ევროპულ რაგბს ზამთრის ერთგვარ თავშესაფრად – თუკი...
33
ლევან მაისაშვილმა გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა – ეს ის ხალხია, რომელიც საშემოდგომო ტესტებისთვის მოემზადება. ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელის რჩეულთა შორის 19 ფორვარდი და ხაზის 14 მოთამაშეა – სულ 33 კაცი. საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ნოემბრის ტესტებისთვის: პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, 66 კეპი, 5 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი („შავი ლომი“, 6, 0), გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ-92“, 23,...
სოჭში, სლავა მეტრეველზე…
შაბათს სოჭში დიდი რაგბია – „შავი ლომი“ რუსეთის ჩემპიონ „ენისეის“ დაუპირისპირდება. როგორც ცნობილია, კრასნოიარსკში წელიწადის ამ პერიოდში უკვე საკმაოდ ცივა და ევროპული რაგბის მამებმა იქ თამაში აკრძალეს. სხვათა შორის, სოჭის სტადიონს ოფიციალურად ეწოდება სლავა მეტრეველის სახელობის „იუგ-სპორტი“. ქართული ფეხბურთის ლეგენდა ხომ სოჭში იყო დაბადებული. რაც შეეხება მომავალ დაპირისპირებას, „ევროპის რაგბის“ სუპერთასის მორიგ ტურს რუსული კლუბი...
შავი ლომი იწყებს!
შაბათს, 17:00-ზე ქართული რაგბის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყება. „ავჭალაზე“ პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ თავის პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე ისრაელში საგანგებოდ „რაგბი ევროპის“ სუპერთასისთვის ანალოგიურად შექმნილი ფრენჩაიზი „თელ ავივ ჰითი“ იქნება. ხსენებულ გუნდს ძირითადად სამხრეთაფრიკელი, ინგლისელი და კუნძულელი მოთამაშეები შეადგენენ, თან მათ შორის არაერთია ისეთი, ვისაც მსოფლიოს ტოპ-ლიგებში თამაშის გამოცდილება...









