ჭდე: მერაბ შარიქაძე

Home მერაბ შარიქაძე
შავი ლომი ევროპის სუპერთასზე
ჩანაწერი

შავი ლომი ევროპის სუპერთასზე

„რაგბი ევროპამ“ საკლუბო ტურნირი დააანონსა, სახელწოდებით „რაგბი ევროპის სუპერთასი“. შეჯიბრებაში 6 ფრენჩაიზი და ორი რუსული კლუბი მონაწილეობას მიიღებს. 8 მონაწილე ორ ჯგუფად გაიყოფა – დასავლეთ და აღმოსავლეთ დივიზიონებად და ამ უკანასკნელში  ისრაელის „თელ ავივ ჰიპთან“, კრასნოიარსკის „ენისეისა“ და „ლოკომოტივ-პენზასთან“ ერთად მონაწილეობას ახლახან შექმნილი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომიც“ მიიღებს. ჯგუფური ეტაპი ორ წრედ გაიმართება, სტარტს...

ბორჯღალოსნები ბეწვის ხიდზე
ჩანაწერი

ბორჯღალოსნები ბეწვის ხიდზე

რასაკვირველია, ესპანეთს უფრი მაღალი კლასის სარაგბო ნაკრები ჰყავს, ვიდრე პორტუგალიას. ამიტომაც იყო, რომ ყველა ელოდა ბორჯღალოსნები მხრიდან დასკვნით 20 წუთში მომატებას და „ლომებისთვის“ კუთვნილი ადგილის მიჩენას, მაგრამ კინაღამ პირიქით მოხდა. „რაგბი ევროპის“ მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები მადრიდის „სენტრალ უნივერსიტარიოს“ გაზონზე მასპინძელთა ეროვნულ გუნდს ერკინებოდა და ფავორიტადაც მიიჩნეოდა მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ევროპის მოქმედი...

ვინ გავა მარიფილდზე?
ჩანაწერი

ვინ გავა მარიფილდზე?

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 23-კაციან რაზმში ერთი დებიუტანტია – „ბორდოს“ 28 წლის მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელსაც მარცხენა ბურჯადაც შეუძლია თამაში. ის სასტარტო შემადგენლობაშია და მიხეილ ნარიაშვილს შეუწყვილდება, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძეა, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ბორჯღალოსნების კვართით არ უთამაშია. მეორე ხაზში ნოდარ...

ღირსებისთვის
ჩანაწერი

ღირსებისთვის

ერთი მატჩიც და დასრულდება საქართველოს მორაგბეთა ნაკრების იაპონური თავგადასავალი. ფიჯის ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხის შედეგად ბორჯღალოსნებს სატურნირო მიზნები აღარც დარჩათ. თუმცა, თეორიული ვარიანტები ჯერაც არსებობს. თუ ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს, შიზუოკას „ეკოპაზე“ ავსტრალიელებს დაამარცხებს, 2023 წელს, საფრანგეთის მსოფლიო თასსზე საკვალიფიკაციო ციკლის გვერდის ავლით მოხვდება. მაგრამ ბორჯღალოსნების მიერ „ვოლაბების“ ძლევის ალბათობა იმდენად მიზერულია და ისე უტოპიურად გამოიყურება,...

დავუშვათ მიწაზე მფრინავი ფიჯი!
ჩანაწერი

დავუშვათ მიწაზე მფრინავი ფიჯი!

… და გადამწყვეტი დღეც მოახლოვდა. 3 ოქტომბერს, საქართველო – ფიჯი შედგება. ეს იქნება ამ გუნდების მესამე მატჩი ამომავალი მზის ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიოს მეცხრე თასზე. გადავავლოთ თვალი განვლილ გზას: ფიჯელებმა ტურნირის სასტარტო მატჩში ავსტრალიის ნაკრებს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მაგრამ 21:39 დამარცხდნენ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ უდიდესი სირცხვილი ჭამეს, როცა მათზე ობიექტურად სუსტ ურუგვაისთან 27:30 წააგეს. ამ...