ჭდე: მარიო გიოტცე

Home მარიო გიოტცე
გიოტცე მილანში?
ჩანაწერი

გიოტცე მილანში?

მოულოდნელი ამბავი გავრცელდა გუშინ – მარიო გიოტცე, შესაძლოა, „მილანში“ გადავიდესო. 29 წლის გერმანელი ფლეიმეიკერით „ბენფიკა“ და „მილანი“ დაინტერესებულან. უკვე ფეხბურთელსაც დაკავშირებიან. „მილანი“ უფრო აქტიურობს. თითქოს მარიოს ამჟამინდელი გუნდი, პსვ, წინააღმდეგი არ უნდა იყოს გერმანელის გაშვებისა. სატრანსფერო ფასი დაახლოებით 4-5 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ გიოტცე ნიდერლანდულ კლუბში 2020 წელს გადავიდა „დორტმუნდიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით.

გიოტცე უფასოდაც ძვირია
ჩანაწერი

გიოტცე უფასოდაც ძვირია

მარიო გიოტცე „დორტმუნდს“  თავისუფალი აგენტის სტატუსით დაშორდა. ამ კვალიფიკაციის ფეხბურთელის უფასოდ აყვანის მსურველი, ბუნებრივია, ბევრი იყო და მათ შორის ფავორიტად „მილანი“ ითვლებოდა. იტალიურმა კლუბმა მოლაპარაკებაც კი წამოიწყო, მაგრამ მალევე უარი თქვა – ფეხბურთელის აგენტმა ხელფასად წლიური 8 მილიონი ევრო მოითხოვა. საყოველთაო კრიზისის პირობებში თანხა საკმაოდ შთამბეჭდავია, გიოტცე კი უბრალოდ კარგი ფეხბურთელია და არა ვარსკვლავი. ჯერ...

გიოტცე უკვე წავიდა
ჩანაწერი

გიოტცე უკვე წავიდა

მარიო გიოტცე „დორტმუნდს“ სეზონის ბოლოს დატოვებს, თუმც ის უკვე სახლშია. გერმანული მედიის ცნობით, ფეხბურთელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შინ დაბრუნდეს და პირველი შვილის დაბადებით დატკბეს. ისე კი ბუნდესლიგის რეგლამენტის თანახმად, გუნდთან ერთად ისეც ვერ ივარჯიშებდა. მიზეზი, ცოლთან სამშობიაროში ხშირი ვიზიტები გახდა. მარიო „დორტმუნდის“ აღზრდილია. გუნდში 2008 წლიდან 2013 წლამდე თამაშობდა, საიდანაც მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. 2016 წელს...

გიოტცეს ასეთი გუნდი უნდა…
ჩანაწერი

გიოტცეს ასეთი გუნდი უნდა…

სად გააგრძელებს კარიერას 28 წლის მარიო გიოტცე? — ეს არის კითხვა, რომელსაც გერმანიაში გულშემატკივარი ხშირად სვამს. ერთი ფაქტია, სეზონი რომ დამთავრდება ის „დორტმუნდიდან” წავა, რაც მის ყოფილ მწვრთნელ იურგენ კლოპს არ უკვირს. „ლივერპულის” თავკაცმა „სქაი სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა: „ყველამ კარგად იცოდა, რომ მარიოს კონტრაქტი ილეოდა. მისი „დორტმუნდში” დატოვება რომ სდომოდათ, თადარიგი ერთი წლის წინ...

არგენტინასთან თამაში გერმანული კუთხით
ჩანაწერი

არგენტინასთან თამაში გერმანული კუთხით

გთავაზობთ გერმანული „შპორტ ბილდის” წერილს დორტმუნდში გამართული გერმანიისა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრის შესახებ. ჟურნალმა შემოიღო რუბრიკა Replay. ამ რუბრიკის მიზანი გერმანელი მკითხველისთვის შეხვედრის მთავარი მომენტების შეხსენებაა. „შპორტ ბილდი” წერს, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტების ამხანაგურ შეხვედრაში და მის ირგვლივ იყო რამდენიმე ისეთი ეპიზოდი, რომლის გამოყოფაც შეიძლება. პირველი, რასაც გერმანულმა გამოცემამ ხაზი გაუსვა მარიო გიოტცეს...

გვარდიოლა ჩივილით იწყებს
ჩანაწერი

გვარდიოლა ჩივილით იწყებს

საერთაშორისო ჩემპიონთა თასი ის შეჯიბრებაა, რომელიც ზაფხულობით ტარდება და წამყვანი ევროპული კლუბებისთვის რეალურად სეზონისთვის მომზადებას, ამხანაგურ თამაშებს ნიშნავს. ამ შეჯიბრების ფარგლებში, ჩიკაგოში თავიანთი პირველი შეხვედრა გამართეს „მანჩესტერ სიტიმ” და „დორტმუნდმა”. მატჩი დამთავრდა გერმანული გუნდის გამარჯვებით 1:0. ერთადერთი გოლი მარიო გიოტცემ პენალტით გაიტანა. პენალტი 27-ე წუთზე ოლექსანდრ ზინჩენკოს მიერ კრისტიან პულიშიჩის წაქცევისთვის დაინიშნა. მატჩის დამთავრების შემდეგ...

რა უნდათ გიოტცეს და შურლეს ნაკრებში?
ჩანაწერი

რა უნდათ გიოტცეს და შურლეს ნაკრებში?

გერმანელმა მსოფლიოს ჩემპიონმა, „იუვენტუსის” ნახევარმცველმა  სამი ხედირამ მონდიალზე წასაყვანი 23 კაცის შერჩევისა და ამ სიაში მოხვედრის სირთულეებზე ილაპარაკა. „ამოცანა მხოლოდ 23 საუკეთესო მოთამაშის შერჩევა კი არ არის, ასევე მნიშვნელოვანია ერთმანეთს მათი ხასიათები და ამპლუები შეუხამო. დღეს გერმანელებს შეგვიძლია მაღალი დონის ფეხბურთელების ფართო სია ჩამოვწეროთ, მაგრამ ამ სიიდან რამდენიმე ღირსეულს ბოლოს აუცილებლად დაწყდება გული. ოთხი წელიწადი ფეხბურთში...