მარიო გიოტცე „დორტმუნდს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაშორდა. ამ კვალიფიკაციის ფეხბურთელის უფასოდ აყვანის მსურველი, ბუნებრივია, ბევრი იყო და მათ შორის ფავორიტად „მილანი“ ითვლებოდა.იტალიურმა კლუბმა მოლაპარაკებაც კი წამოიწყო, მაგრამ მალევე უარი თქვა – ფეხბურთელის აგენტმა ხელფასად წლიური 8 მილიონი ევრო მოითხოვა.
საყოველთაო კრიზისის პირობებში თანხა საკმაოდ შთამბეჭდავია, გიოტცე კი უბრალოდ კარგი ფეხბურთელია და არა ვარსკვლავი.
ჯერ გერმანელს სხვა მსურველი არ გამოსჩენია, თუმცა მედიას ჭორების საბაბი იურგენ კლოპის კომენტარმა მისცა:
„კარგად ვიცნობ გიოტცეს შესაძლებლობებს. მას არ უნდა მოსთხოვო მთების გადადგმა და მთელი გუნდის საკუთარი მხრებით თრევა. თუ მიეცემა შანსი, რომ ზედიზედ რამდენიმე მატჩი უბრალოდ სიამოვნებისთვის ითამაშოს, ჩვენ ისევ ვნახავთ ძველ მარიოს“.
ვითომ „ლივერპული“?
არადა, კლოპის ხათრით, გიოტცეც კი შეიმცირებს სახელფასო მადას.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
