ფილ ფოდენი რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ტურისტად იყო ჩასული, ინგლისის ნაკრებს გულშემატკივრობდა, მაგრამ დიდი შანსია 2022 წელს, ყატარში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყოს. ფოდენი, რომელიც „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია, ეგრეთწოდებული შემქმნელი ნახევარმცველი გახლავთ, ამ ამპლუის გამორჩეული ფიგურა კი გარეთ საუთგეიტს მონდიალზე აშკარად აკლდა. ინგლისური პრესა წერს, რომ მომავალში ნაკრების პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება სწორედ ეს 18 წლის ამომავალი ვარსკვლავი...
ჭდე: მანჩესტერ სიტი
ტეილორ სვიფტის გატკეპნილ გაზონზე
მო სალაჰმა „ლივერპულის” მაისურით თამაში ზუსტად იქიდან გააგრძელა, სადაც შეწყვიტა — მოედანზე შევიდა და 52 წამში გოლი გაიტანა. ეგვიპტელი, რომელმაც გასულ სეზონში 44 გოლი შეაგდო, არდადეგების შემდეგ ვარჯიშს წინა პარასკევს შეუდგა. შეხვედრა, რომელზეც მოგახსენებთ ნიუ ჯერსიში გაიმართა. ერთმანეთს „ლივერპული” და „მანჩესტერ სიტი” ეთამაშნენ. აღსანიშნავია, რომ მატჩის წინ მონაწილენი MetLife Stadium-ის გაზონზე დარდობდნენ — შაბათსა და...
სანემ გაიგო და გაუგო
როგორ ახერხებენ გულში ბოღმის ჩადების ნაცვლად კეთილგანწყობის შენარჩუნებას? 22 წლის გერმანელი ფეხბურთელის ლეროი სანეს ამბავს მოგახსენებთ, რომლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არ-წაყვანა სამშობლოში ბუნდესმანშაფტის მწვრთნელის იოაჰიმ ლიოვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნიათ. ყოველ შემთხვევაში, როდესაც გაირკვა, რომ ლიოვი სანეს ტოვებდა, გერმანიაში დიდი კამათი ატყდა. და აი, უჩვეულო ამბავი: ლეროი სანე თავად ამბობს, რომ მას ესმის, თუ რატომ...
გვარდიოლა ჩივილით იწყებს
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი ის შეჯიბრებაა, რომელიც ზაფხულობით ტარდება და წამყვანი ევროპული კლუბებისთვის რეალურად სეზონისთვის მომზადებას, ამხანაგურ თამაშებს ნიშნავს. ამ შეჯიბრების ფარგლებში, ჩიკაგოში თავიანთი პირველი შეხვედრა გამართეს „მანჩესტერ სიტიმ” და „დორტმუნდმა”. მატჩი დამთავრდა გერმანული გუნდის გამარჯვებით 1:0. ერთადერთი გოლი მარიო გიოტცემ პენალტით გაიტანა. პენალტი 27-ე წუთზე ოლექსანდრ ზინჩენკოს მიერ კრისტიან პულიშიჩის წაქცევისთვის დაინიშნა. მატჩის დამთავრების შემდეგ...
მანჩესტერელი და ლივერპულელი ქურდების საყურადღებოდ
ბოლოხანს პრემიერლიგის ვარსკვლავები თავიანთი მდიდრული სახლ-კარისთვის დაცვას ქირაობენ და გუშაგ ძაღლებს ყიდულობენ, რაშიც ათასობით გირვანქა იხარჯება. დაცვა მათ საცხოვრებლებს მთელი ღამის განმავლობაში დარაჯობს. ერთმა ფეხბურთელმა თავისი ეზოს პირას პატარა სახლიც კი ჩადგა იქ დაბანაკებულმა ხალხმა მისი და ოჯახის უსაფრთხოებაზე 24 საათი რომ იზრუნოს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არიან ისეთებიც, რომლებმაც ადამიანთა მომსახურებას გერმანული ნაგაზებისა და როტვეილერების...
მსოფლიოს ჩემპიონატმა სიტი გაამდიდრა
„მანჩესტერ სიტი” ფიფასგან 4,41 მილიონ ევროს მიიღებს. მიზეზი: მას მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ფეხბურთელი ჰყავდა, რომელთაც ყველაზე მეტი ითამაშეს. ცხადია, თანხები სხვა კლუბებსაც ჩაერიცხათ, მაგრამ ამდენი არც ერთს. ახლა კი დავაზუსტოთ, ასეთი რა „ხეირის პროგრამა” ჰქონდა ფიფას, პეპ გვარდიოლას გუნდს ისედაც სავსე ჯიბე უფრო მეტად რომ შეუვსო. პროგრამის თანახმად, მონდიალის ყოველ ტურში თითოეული ფეხბურთელის თამაშისთვის...
არსენალის სასტარტო კოშმარი
გამოცდაც ამას ჰქვია: „არსენალის” ახალ ბოსს უნაი ემერის პრემიერლიგის მომდევნო სეზონის პირველ ტურში „მანჩესტერ სიტი” შეუმოწმებს ოსტატობას, მეორე ტურში კი „ჩელსი”… ბედი არ მწყალობსო ბასკმა უნდა თქვას. „სიტი” „არსენალს” „ემირეითზე” ჩააკითხავს, „ჩელსისთან” კი „სტემფორდ ბრიჯზეა” თამაში დანიშნული. ვინ იცის 46 წლის ემერი ინგლისში კარიერის დაწყებას ეფექტურად აპირებდა, ზედიზედ მოგებული ან სულ მცირე დაუმარცხებლად ჩატარებული მატჩების...
ტურე: გვარდიოლა რასისტია!
იაია ტურემ თქვა, რომ პეპ გვარდიოლას აფრიკელ ფეხბურთელებთან ურთიერთობის პრობლემა აქვს. ეს სერიოზული ბრალდებაა, რომელიც კოტ დ’ივუარის ნაკრების ვეტერანმა „ფრანს ფუტბოლისთვის” მიცემულ ინტერვიუში წამოაყენა. „მინდა ვიყო პირველი ვინც დაამსხვრევს მითს გვარდიოლას შესახებ”, — თქვა 35 წლის ნახევარმცველმა, რომლის კონტრაქტს „მანჩესტერ სიტისთან” ვადა ამოეწურა და კატალონიელ მწვრთნელზე დამოკიდებული აღარ არის. „სიტიმდე” ტურე გვარდიოლას ხელმძღვანელობით „ბარსელონაშიც” თამაშობდა....
ვაი ვაი ტურე
— შენ, ბიძია, ოჯახი არ გყავს? — რა გააჭირეთ საქმე. ოჯახიც ჰყავს, ცოლიც ჰყავს და ბავშვების მთელი ინკუბატორი. ვერ გეტყვით სად არიან რიტმ ენდ ბლუზის მომღერლის ტანიკა ბეილის ჯანიანი მამა და უფროსი ძმები, ანკი ჰყავს თუ არა ასეთები საერთოდ, მაგრამ სადაც გინდა იყვნენ იქ, ინგლისში სხვა ურთიერთობებია. აი, იაია ტურეს კი ნამდვილად ჰყავს ცოლი და...
როცა ფული ჯიბეს გიმძიმებს
ამ ცნობაში ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც ის არის, რომ „მანჩესტერ სიტიში” მცველს, რომელსაც თავის პოზიციაზე მეოთხე კაცად მიიჩნევენ კვირაში 100 ათასი გირვანქა აქვს ხელფასი. საუბარია ჯონ სტოუნზზე, რომელსაც პეპ გვარდიოლა ამ ზაფხულზე გაყიდვას უპირებს. სტოუნზი 28 მაისს 24 წლის ხდება; „სიტიში” 2016 წლიდან თამაშობს. მას მერე, რაც ზამთარში „ქალაქელებმა” ფრანგი ემერიკ ლაპორტი შეიძინეს, დაცვის ცენტრში...









