ჭდე: მანჩესტერ სიტი

Home მანჩესტერ სიტი
გვარდიოლამ წმენდა დააანონსა
ჩანაწერი

გვარდიოლამ წმენდა დააანონსა

ხოსეპ გვარდიოლამ ღიად განაცხადა, რომ ზაფხულში “სიტის” რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. “მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენი ფეხბურთელი გუნდში წლობით დარჩენას იმსახურებს. თუმცა, წლიდან წლამდე სიტუაცია იცვლება. ზოგი მათგანი ახერხებს ახალ მოცემულობასთან ადაპტაციას, ზოგი კი ვერა. საქმე მათ ოსტატობაში კი არა, იმის ვერაღქმაშია, რომ ხანდახან შეიძლება სათადარიგოთა სკამზე დარჩენ. ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელისთვისვე უმჯობესია, რომ გუნდიდან წავიდეს” – განაცხადა...

მესის დააკლეს
ჩანაწერი

მესის დააკლეს

„მანჩესტერ სიტი” ლეო მესის ახლა უკვე 170 მილიონი გირვანქით (196,085 მილიონი ევროთი) ნაკლებს სთავაზობს. სულ რაღაც ნახევარი წლის წინ „ქალაქელები” ხუთწლიან კონტრაქტში 600 მილიონ გირვანქას (692.066 მილიონ ევროს) იხდიდნენ. „სანი” იტყობინება, რომ პრემიერლიგის ლიდერი 34 წლის არგენტინელს ზაფხულში მათთან გადასვლას უკვე „მხოლოდ” 430 მილიონ გირვანქად სთავაზობს. მანჩესტერელთა გარდა მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის შეძენით „პარი სენ...

ჯო კოული: მესის არ აინტერესებდა
ჩანაწერი

ჯო კოული: მესის არ აინტერესებდა

„ბარსელონამ” „პარი სენ ჟერმენთან” შინ 1:4 წააგო. ინგლისელ ვეტერანსა და BT Sport-ის ექსპერტ ჯო კოულს ამ შეხვედრაში ლეო მესის გუნებ-განწყობა და თამაშისადმი დამოკიდებულება მოხვდა თვალში. ბოლო პერიოდში „ბარსელონა” ძველებურად ვეღარ თამაშობს. იკვეთება პრობლემა მოედნის ორივე ბოლოში — როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ამ კრიზისის გამოვლინება გახლდათ წუხანდელი მარცხი პარიზელებთან, რაც „ბლაუგრანასთვის”, დიდი შანსია, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან...

სულშერი: VAR-ის ოთახში ვიღაცას ეძინა
ჩანაწერი

სულშერი: VAR-ის ოთახში ვიღაცას ეძინა

ოლე გუნარ სულშერი იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ „ვესტ ბრომვიჩთან” გუშინდელი 1:1-ის მიუხედავად, „მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონობის რეალური კანდიდატია. არადა, ჯერ ერთი ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდთან ორი ქულის დაკარგვა უბრალოდ არ შეიძლებოდა და მეორეც, ცოტა ძნელია ჩემპიონობისთვის ბრძოლა, როდესაც ხუთ თამაშში ცხრა ქულას ქარს ატან. „ოლდ ტრეფორდის” ნორვეგიელმა ბოსმა თქვა: „ასე ადრე დანებება გამორიცხულია. არავინ...

გუინდოგან über alles
ჩანაწერი

გუინდოგან über alles

„მანჩესტერ სიტიში” კვლავ ილქაი გუინდოგანმა გაიბრწყინა. თურქული წარმოშობის გერმანელმა, რომელიც იანვარში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, წინა ტურში, „ენფილდზე”, „ლივერპულს” ხომ გაუტანა ორი გოლი და წუხელ, „ტოტენჰემ ჰოთსპურთანაც” ორი შეაგდო. მიაქციეთ ყურადღება: „ქალაქელებმა” მიჯრით მოუგეს „ლივერპულსა” და „სფურზს”. პეპ გვარდიოლას გუნდი ჩინებულ ფორმაშია. „სიტიმ” „ტოტენჰემს” 3:0 აჯობა. ორ გოლზე უკვე მოგახსენეთ, ისინი გუინდოგანმა გაიტანა (ვიდეოში ყურადღება...

She Loves You — ბიტლზის ეპოქის დაბრუნება!
ჩანაწერი

She Loves You — ბიტლზის ეპოქის დაბრუნება!

აი, ამიტომ არის „მანჩესტერ სიტი” სულით ჩემპიონი! ფორმალურად, ჯერ არა, მაგრამ… გავა ცოტა ხანი და როგორც ჩანს ფორმალურადაც გახდება. დღეს ეს გუნდი საუცხოო ფორმაშია. როგორც „დეილი მეილი” ამბობს, „სიტი” ახლა ისე თამაშობს, რომ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველა დიდ ჩემპიონს უტოლდება. და მან გადამწყვეტ, პრინციპულ მატჩში „ლივერპულს” ისე მოუგო, რომ ყველა სეზონს შორის ყველაზე უცნაურში თავის...

ფერნანდინიომ ტრაგედიაზე იღლიცინა
ჩანაწერი

ფერნანდინიომ ტრაგედიაზე იღლიცინა

„მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები გაბრაზდნენ. „მანჩესტერ სიტის” კაპიტანმა ფერნანდინიომ მიუნხენის ტრაგედიის 63-ე წლისთავზე ღლიცინი იკადრა. ფერნანდინიო პატარა ბიჭი აღარ არის, 35 წლისაა, მაგრამ ეტყობა არის საკითხები, სადაც ასაკი მთავარი არ არის. ბრაზილიელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თავისი ფოტო. მას ვარჯიშზე გატანილი გოლის ზეიმისას ხელები აქვს გაშლილი, თვითმფრინავს განასახიერებს. ფერნანდინიომ ეს არ იკმარა. მან მოგვიანებით დატვიტა თავისი ფოტოები,...

მიაყარეთ ერლინგს ათასები
ჩანაწერი

მიაყარეთ ერლინგს ათასები

„მანჩესტერ სიტი” ზაფხულში ერლინგ ჰოლანდის შეძენას აპირებს. პრემიერლიგის ლიდერი „დორტმუნდისთვის” ნორვეგიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 100 მილიონი გირვანქის ანუ დღევანდელი კურსით 113,7 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს. ეს ამბავი „მირორმა” შეიტყო, რომელიც აგრეთვე წერს, რომ „სიტის” არ სურს 2022 წლის ზაფხულამდე დაცდა, როდესაც ამოქმედდება ჰოლანდისა და „შავ-ყვითლების” ხელშეკრულების ის პუნქტი, რომლის თანახმადაც 20 წლის ფორვარდი 66 მილიონ გირვანქად...

კაცი ტელევიზორთან
ჩანაწერი

კაცი ტელევიზორთან

„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ ბრუნო ფერნანდეში ტელევიზორში თითქმის ყველა საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციას უყურებს, ხოლო კონკურენტების, „მანჩესტერ სიტისა” და „ლივერპულის” შეხვედრებს არასდროს ტოვებს. სულშერის აზრით ფერნანდეში შეძლებს ზიდოს „იუნაიტედის” თილისმის მძიმე ტვირთი. „მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლოს ინგლისის ჩემპიონი 2013 წელს იყო. მიმდინარე სეზონში გუნდი კვლავ ტიტულისკენ მიიწევს, თუმცა ორიოდ დღის წინ, პრემიერლიგის მაჩანჩალა...

აუ!
ჩანაწერი

აუ!

ძალიან სახალისოდ დაწერა „სანმა”: „ეს, რა ხდება?! ამ სეზონში პროგნოზებს თავი დაანებეთ. კაცმა არ იცის რა იქნება. შეიძლება ჩემპიონი „ვესტ ჰემი” გახდეს. მეტიც, შეიძლება „შეფილდ იუნაიტედი” ცხრილში მაღლა ავიდეს. ეს გუნდი აშკარად „დიდ გაქცევას” (სერიალია) აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ამ გამარჯვებით — ეს მათი მეორე გამარჯვება იყო — გვირაბის თხრა უკვე დაიწყეს”. მწარე აუტსაიდერმა, „შეფილდ იუნაიტედმა”...