„მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელმა ხოსეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ დაახლოებით თვენახევარი ვერ დაიხმარს კევინ დე ბრუინს. ერთ-ერთ წამყვან ნახევარცველს უსათუოდ მოუწევს „ლივერპულთან“ და „ტოტენჰემთან“ მატჩებისას უქმობა და დიდი შანსია, ვერც „არსენალთან“ დაპირისპირებისას ვიხილოთ. „დღეს დილით ექიმმა დიაგნოზი დასვა. კევინს თეძოს უკანა ზედაპირის ტრავმა აქვს. დიდი დანაკლისია თუ არა? რა თქმა უნდა. უპრობლემო არავინაა, მაგრამ ამის მიუხედავად წინ...
ჭდე: მანჩესტერ სიტი
სანამ აგუერო თვითიზოლაციაშია
ინგლისური „სანი” წერს, რომ მისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი „ბარსელონას” სურვილის შესახებ, შეიძინოს სერხიო აგუერო. 32 წლის არგენტინელს, ზაფხულში, „მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტის ვადა ეწურება და შეუძლია ყოველგვარი სატრანსფერო საფასურის გარეშე გადავიდეს მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში. ამ ამბავმა, თურმე „ბარსა” დააინტერესა. კატალონიურ კლუბს იდეა მოუვიდა — მადრიდის „ატლეტიკოს” ყოფილი თავდამსხმელი ესპანეთის ლა ლიგაში დააბრუნოს. ცხადია, ძლიერი ფორვარდის დამატების...
სიტი ფინალშია და… ლივერპულს ეზომება
„მანჩესტერ სიტისა” და ლიგის, იმავე „კარაბაოს” თასის რომანი გრძელდება. 25 აპრილს, „უემბლიზე”, „ქალაქელები” შეეცდებიან ბოლო რვა სეზონში მეექვსედ მოიპოვონ ეს ტროფი. მას მერე, რაც „სიტის” სათავეში პეპ გვარდიოლა ჩაუდგა, მარტო პირველი სეზონი გაცდა, 2018 წლიდან მოყოლებული კი გუნდი ყოველ წელიწადს იგებს ლიგის თასს — 2017-18, 2018-19, 2019-20. ახლა „ქალაქელები” ისევ ფინალში არიან და თუ გაიმარჯვებენ,...
დე ბრუინი ხელფასზე ვაჭრობს
კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში” 2015 წელს „ვოლფსბურგიდან” გადავიდა და „ეტიჰედზე” მსოფლიო კლასის ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. ახლა მას შესაძლებლობა ეძლევა „ქალაქელებთან” ფაქტობრივად „საპენსიო” ხელშეკრულება გააფორმოს, მაგრამ არ ჩქარობს. 29 წლის ბელგიელისა და „სიტის” ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლამდეა, კლუბის ბოსებს კი უნდათ, რომ დე ბრუინი მათთან 2025 წლამდე დარჩეს. ცხადია, კონტრაქტის ვადის ასეთ გახანგრძლივებას ხელფასის მნიშვნელოვანი გაზრდაც...
პეპბურთი სტემფორდ ბრიჯზე
სულ რაღაც 35 წუთში გაჩნდა ეჭვი, რომ „ჩელსი” პრემიერლიგაში საჩივარს შეიტანდა, კორონავირუსის მიზეზით „მანჩესტერ სიტისთან” ჩემი თამაშიც რატომ არ გადადეთო. „ევერტონს” ხომ გადაუდეს… არადა, „ევერტონი” წუწუნებდა, ჯობდა გვეთამაშაო. ახლა, უკეთესი იქნება თუ გაჩუმდება და რაც მოხდა იმას შეირგებს. მოკლედ, „ევერტონი” გადარჩა, რომ არ შეხვდა პეპ გვარდიოლას გუნდს მაშინ, როდესაც მას ექვსი წამყვანი ფეხბურთელი ავად ჰყავს...
კორონამ პრემიერლიგაში თამაში გადადო
დღეს „ევერტონისა” და „მანჩესტერ სიტის” თამაში არ ჩატარდება. მიზეზი: პეპ გვარდიოლას ნახევარი გუნდი covid 19-ით ჰყავს ავად. როგორც გაირკვა, კაილი უოქერისა და გაბრიელ ჟესუსის დაავადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვირუსი სულ მცირე კიდევ სამ ფეხბურთელს და კლუბის ორ თანამშრომელს გადაედო. „სიტის” შეფები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი მათ კლუბში ლონდონში გავრცელდა, სადაც გასულ კვირაში, „კარაბაოს თასზე”, „არსენალთან” სათამაშოდ...
რა ბედი შეიძლება ეწიოს კრიშტიანუს?
ესპანური გაზეთის „მარკას” ინგლისური ვერსიის რედაქტორმა, ჯეფ ჯილინგემმა კრიშტიანუ რონალდუს მომავლის შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა, რომელიც საინტერესოდ მივიჩნიეთ და მის შინაარსს ქვემოთ გაგაცნობთ. ჯილინგემი წერს, რომ ბოლო დროს ბევრი იწერება ლეო მესის კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტების შესახებ. წერენ, მაგალითად, რომ ვინაიდან 2021 წლის 30 ივნისს მას „ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადა ეწურება, „ბლაუგრანას” ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ...
რაჰიმი, ნამდვილი ჯენტლმენი
ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა რაჰიმ სტერლინგმა თანამემამულეთა საშობაო განწყობას სხივი შემატა — მან ორ უსახლკარო ქალს საჭმელი უყიდა. 26 წლის ფეხბურთელმა ქალები მაშინ დაინახა, როდესაც სწრაფი კვების რესტორან „ჩიქენ დელაითში” ბურგერის და ქათმის ფრთების საყიდლად შედიოდა. მან 40 გირვანქის საჭმელი იყიდა და უსახლკაროებს მისცა. ეს ამბავი ლონდონიდან 32 კილომეტრში, ქალაქ სლაფში მოხდა. მავანი...
ყლაპა
„არსენალის” 25 წლის ისლანდიელმა მეკარემ ალექს რუნარსონმა „მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ „კარაბაოს თასის” მეოთხედფინალურ შეხვედრაში, უხეში შეცდომა დაუშვა. მიმდინარეობდა 54-ე წუთი და ანგარიში იყო 1:1, როდესაც მან რაღაცნაირად მოახერხა და რიად მაჰრეზის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი თავის კარში შეაგდო. „სიტიმ” „მეთოფეებს” 4:1 მოუგო. „არსენალს” საშინელი სეზონი აქვს. მიკელ არტეტას გუნდმა ეს შეხვედრაც ცუდად დაიწყო — მანჩესტერელმა...
სულშერისთვის საუკეთესო თამაში
„მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ მისი გუნდის მიერ, ცოტა არ იყოს ერთფეროვან მანჩესტერულ დერბიში, ნაჩვენები ფეხბურთი იყო საუკეთესო — ასე, „სიტისთან”, რაც მე მწვრთნელი ვარ, არ გვითამაშიაო. შეხვედრა დასრულდა 0:0. სულშერის ნათქვამი ერთი შეხედვით უცნაურია, რადგან გასულ სეზონში მისმა გუნდმა „ხმაურიანი მეზობლები” სამჯერ(!) დაამარცხა. ნორვეგიელი გახდა მეორე მწვრთნელი, რომელმაც პეპ გვარდიოლას ერთ...




