ბრიტანელი მილიარდერი სერ ჯიმ რეტკლიფი ადასტურებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ყიდვა უნდა. რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ცნობას იმის თაობაზე, რომ იმავე კლუბის შეძენა სურს ილონ მასკსაც და მან ამის შესახებ ტვიტერში დაწერა კიდეც, ეს ექსცენტრული ბიზნესმენის ხუმრობა გამოდგა, რაც თავად აღიარა. ერთი ხნის მერე მასკმა დატვიტა, სპორტულ კლუბებს არ ვყიდულობო. რეტკლიფი მრავალფუნქციური ქიმიური ინდუსტრიის კორპორაციის Ineos-ის...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
მასკი იუნაიტედს ყიდულობსო?
ილონ მასკმა ახალი სენსაცია მოაწყო: განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედს” ვყიდულობო. 51 წლის ბიზნესმენმა ეს ამბავი მსოფლიოს ტვიტერით აუწყა. დღეს „იუნაიტედის” მეპატრონე გახლავთ გლეიზერების ოჯახი, რომელიც „ტამპა ბეი ბაკანიერსსაც” ფლობს. მანკუნიანელებს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი ჰყავთ, მაგრამ ბოლო წლებში გუნდს მოედანზე ხელი მოეცარა. მას პრემიერლიგაში 2013 წლის მერე არ გაუმარჯვია. ფანები გლეიზერების წინააღმდეგ რეგულარულად აწყობენ გამოსვლებს. როგორც...
მანჩესტერ იუნაიტედი — ფეხბურთელების სასაფლაო
გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედს” ფეხბურთელების სასაფლაო შეარქვა. მანჩესტერელთა ლეგენდა ამბობს, რომ მისმა ყოფილმა კლუბმა ბოლო ათ წელიწადში ორად ორი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა. ყოფილმა მარჯვენა მცველმა და მისმა კოლეგამ, ძველმა ლივერპულელმა ჯეიმი კარაგერმა ორშაბათ საღამოს გადაცემაში მანკუნიანელები გვარიანად გააკრიტიკეს. გადაცემას წინ „ბრენტფორდთან” შაბათის სამარცხვინო მარცხი 0:4 უძღოდა. ნევილმა „იუნაიტედს” განსაკუთრებით 2013 წლის შემდგომი სელექცია დაუწუნა. მისი...
ისევ კრიშტიანუ, კაცო?
ფლორენტინო პერესმა წერტილი დაუსვა ჭორებს, თითქოს კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის შემთხვევაში „რეალში” გადავა. მოგეხსენებათ, 37 წლის პორტუგალიელი „ოლდ ტრეფორდიდან” თავის დაღწევას ცდილობს. მიზეზი ის არის, რომ „იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგაში არ თამაშობს, კრიშტიანუს კი კარიერის ბოლო წლებში დიდი შეჯიბრების გარეშე ერთი სეზონის გაცდენაც არ უნდა. ამბობენ, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის ყიდვა უნდათ „ჩელსის”, „ატლეტიკოსა”...
მოაშორეთ ეს კაცი!
„მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს კრიშტიანუ რონალდუს ქცევა მობეზრდათ. გამოიკვეთა მოთამაშეთა ჯგუფი, რომელთაც უჯობთ პორტუგალიელი წავიდეს, ვიდრე მასა და კლუბს შორის ჯიჯღინი გაგრძელდეს. კლუბის მავანმა თანამშრომელმა ჟურნალისტებს ასეთი ამბავი გამოუტანა: „ის, რაც ხდება მის თანაგუნდელებს უკვე აღიზიანებთ. რასაკვირველია რონალდუს ფეხბურთელებს შორის თავისი წრეც ჰყავს, მაგრამ დანარჩენები ბრაზდებიან”, — თქვა წყარომ. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში” „იუვენტუსიდან”...
მანჩესტერმა რასისტზე უარი თქვა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს, შეტევის გასაძლიერებლად „ბოლონიისა“ და ავსტრიის ნაკრების 33 წლის თავდამსხმელის, მარკო არნაუტოვიჩის დამატება სურდა. მანკუნიანელებმა ბოლონიელებს ავსტრიელის ტრანსფერში 8 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. „ეშმაკუნები“ თანხის გაზრდას აპირებდნენ, თუმცა ტრანსფერი სულ სხვა გარემოებამ ჩაშალა. ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ „მანჩესტერის“ ფანებმა საპროტესტო ელექტრონული წერილები გააგზავნეს კლუბის ოფისში. ზოგიერთმა პირადად...
ამის დედა
„მანჩესტერ იუნაიტედს” ადრიენ რაბიოს შეძენა უნდა და ამისათვის მოლაპარაკებებს მართავს… დედამისთან. ანუ, „იუნაიტედი” „იუვენტუსს” გაურიგდა, მხარეებმა 27 წლის ფეხბურთელის ფასი განსაზღვრეს (15 მილიონი გირვანქა) და ახლა საქმე დედასთან არის მოსაგვარებელი. როგორც „სანი” წერს, ყველაზე რთული სწორედ მადამ ვერონიკ რაბიოსთან შეთანხმებაა. მას, როგორც ყოველთვის, მთელი რიგი მოთხოვნები აქვს. ქალბატონი რაბიო ყოველთვის აქტიურად ერეოდა შვილის ცხოვრებაში, ხვდებოდა...
ერთმანეთს დაერივნენ
ოდესღაც ძლევამოსილი „მანჩესტერ იუნაიტედი” უცნაური ამბების პოლიგონად იქცა. დავიწყოთ იმით, რომ ლეგენდარული მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ, კლუბმა რამდენი თავკაციც გამოიცვალა, იმდენს მოეცარა ხელი. აგერ, გუშინაც, ერიკ ტენ ჰაგმა „ოლდ ტრეფორდზე” თავისი მოღვაწეობა „ბრაიტონთან” 1:2 წაგებით დაიწყო და მატჩის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე თქვა, საქმეების ერთ დღეში გამოსწორებას ნურავინ ელითო. ტრიბუნაზე კი მაყურებელმა იჩხუბა. თან, მანჩესტერელები ბრაიტონელებს...
რონალდუსთვის ეს შეურაცხყოფაა
ისევ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ: პორტუგალიელი ვარსკვლავის „მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენა-არ დარჩენის საკითხი კვლავ გასარკვევია. იმავდროულად, ჩემპიონატი რომ დაიწყება, მას სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა. 37 წლის თავდამსხმელისთვის ეს შეურაცხმყოფელია. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა გამოტოვა „იუნაიტედის” სეზონისწინა შეკრებები ბანგკოკსა და ავსტრალიაში, რის შემდეგაც „რაიო ვალეკანოსთან” ამხანაგური შეხვედრის ერთ ტაიმში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელის ასეთი მომზადება ჰოლანდიელი მწვრთნელისთვის ერიკ ტენ...
უსიამოვნო სანახაობა და უპატივცემულობა
„მანჩესტერ იუნაიტედმა” კრიშტიანუ რონალდუს უსაყვედურა, რომ ის, რაც მან „რაიო ვალეკანოსთან” ამხანაგური შეხვედრის დროს გააკეთა, ახალგაზრდებისთვის ცუდი მაგალითია — პირველი ტაიმის მერე შეცვლილმა პორტუგალიელმა თამაშის ბოლომდე არ დაიცადა და სტადიონი დატოვა. არადა, ერიკ ტენ ჰაგმა ბევრჯერ თქვა, რომ ახალი „იუნაიტედის” ქვაკუთხედი ფეხბურთელების ერთსულოვნება უნდა იყოს. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა სტადიონი საფინალო სასტვენამდე ათი წუთით ადრე...









