ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი

Home მანჩესტერ იუნაიტედი
უსიამოვნო სანახაობა და უპატივცემულობა
ჩანაწერი

უსიამოვნო სანახაობა და უპატივცემულობა

„მანჩესტერ იუნაიტედმა” კრიშტიანუ რონალდუს უსაყვედურა, რომ ის, რაც მან „რაიო ვალეკანოსთან” ამხანაგური შეხვედრის დროს გააკეთა, ახალგაზრდებისთვის ცუდი მაგალითია — პირველი ტაიმის მერე შეცვლილმა პორტუგალიელმა თამაშის ბოლომდე არ დაიცადა და სტადიონი დატოვა. არადა, ერიკ ტენ ჰაგმა ბევრჯერ თქვა, რომ ახალი „იუნაიტედის” ქვაკუთხედი ფეხბურთელების ერთსულოვნება უნდა იყოს. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა სტადიონი საფინალო სასტვენამდე ათი წუთით ადრე...

კრიშტიანუმ ლოყები დაიხოკა
ჩანაწერი

კრიშტიანუმ ლოყები დაიხოკა

კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნება ასეთი გამოვიდა: ის შესვენებისას შეცვალეს, ხოლო მის ნაცვლად შესულმა 20 წლის კოტ დ’ივუარელმა ადამ დიალომ სამ წუთში გოლი გაიტანა. „იუნაიტედისა” და „რაიო ვალეკანოს” ამხანაგური თამაში 1:1 დამთავრდა. 37 წლის ვარსკვლავი მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა სხვა კლუბში გადასულიყო, მანკუნიანელთა წვრთნებს კი ოჯახური პრობლემების მომიზეზებით აცდენდა. საბოლოოდ, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს დაბრუნება...

პორტუგალიელი მეშვიდე ნომერი
ჩანაწერი

პორტუგალიელი მეშვიდე ნომერი

ოსლოში, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ატლეტიკოს” შეხვედრაში გადამწყვეტი სიტყვა მეშვიდე ნომრით მოთამაშე პორტუგალიელმა თქვა, ოღონდ ეს ის პორტუგალიელი არ იყო თქვენ რომ იფიქრეთ. ეს გახლდათ მადრიდელი ჟოაო ფელიქსი, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს გუნდს ამხანაგური თამაშის მეორე ტაიმში გოლი გაუტანა და სეზონისწინა პერიოდის პირველი მარცხი აწვნევინა — 1:0. რაც შეეხება რონალდუს, ის მთელი ზაფხული ცდილობდა სხვაგან გადასვლას, „ოჯახური...

ფერგიუსონის დაბრუნება
ჩანაწერი

ფერგიუსონის დაბრუნება

სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედში” მმართველობის წევრად დაბრუნდა. კლუბმა გადაწყვიტა 80 წლის ლეგენდარული მწვრთნელი ოფიციალურ თანამდებობაზე აეყვანა. იდეა აღმასრულებელ შეფ რიჩარდ არნოლდს ეკუთვნის, რომელმაც შექმნა ანალიტიკური ცენტრი, რომლის რჩევებსაც კლუბის დირექტორატი გაითვალისწინებს. „დეილი მეილი” წერს, რომ ცენტრში ფერგიუსონის გარდა იქნებიან გუნდის ყოფილი კაპიტანი ბრაიან რობსონი, ოდინდელი აღმასრულებელი შეფი დევიდ გილი, მოქმედი დირექტორი ჯონ მარტო და...

რონალდუ ჩიხშია
ჩანაწერი

რონალდუ ჩიხშია

„სანის” ექსკლუზიური ინფორმაციით კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედს” მისი რეალური ფასის განსაზღვრა სთხოვა. თურმე არსებობს კლუბი (სავარაუდოდ, პრემიერლიგიდან), რომელიც მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს მასთან გადასვლას სთავაზობს და არც ჯიბეზე ხელის გაკვრისგან იხევს უკან. რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე „ოლდ ტრეფორდის” შეფებთან რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ილაპარაკა, მაგრამ შეფები უარზე დადგნენ. მენდეშმა „იუნაიტედს” რონალდუს სანაცვლოდ კარგი ფულის...

ჯობს ტენ ჰაგს 3 მილიონი მისცენ, ვიდრე 90 დაკარგონ
ჩანაწერი

ჯობს ტენ ჰაგს 3 მილიონი მისცენ, ვიდრე 90 დაკარგონ

თუ ერიკ ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილს დააკავებინებს, პრემიალურ 3 მილიონ გირვანქას მიიღებს. ერთი შეხედვით დიდი ბონუსია, არა? არადა, ეს თანხა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც „იუნაიტედი” დაკარგავს, თუკი ევროპის მთავარ საკლუბო შეჯიბრებაში ზედიზედ მეორედ ვერ მიიღებს მონაწილეობას. კლუბი 90-მილიონიანი „შავი ხვრელის” საშიშროების წინაშე დგას. ტენ ჰაგის წლიური ხელფასი გახლავთ 9 მილიონი გირვანქა,...

უხერხული პაუზის შემდეგ ტენ ჰაგმა გაიღიმა
ჩანაწერი

უხერხული პაუზის შემდეგ ტენ ჰაგმა გაიღიმა

„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელებს გამოკვეთილი ხასიათი არასდროს აკლდათო, წერს „დეილი მეილი”. ინგლისური გაზეთის აზრით, ალექს ფერგიუსონის ხელში გლადიატორთა სულისკვეთება შეინიშნებოდა, ლუი ვან გაალი ექსცენტრული კაცი იყო, ხოლო ჟოზე მოურინიუ ბოროტი შოუმენის როლს ასრულებდა. დევიდ მოიესი და ოლე გუნარ სულშერი უფრო თვინიერი ადამიანები იყვნენ, მაგრამ ბრიტანულ პრესას მათი მჭახე ციტატები არ აკლდა. დაახლოებით ასე იყო რალფ რანგნიკიც,...

მანჩესტერ იუნაიტედმა მესამე იყიდა
ჩანაწერი

მანჩესტერ იუნაიტედმა მესამე იყიდა

„მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი თავის ყოფილ გუნდს „აიაქსს” მიადგა. ინგლისურმა კლუბმა დაადასტურა, რომ ამსტერდამელთა არგენტინელი მცველის ლისანდრო მარტინესის სანაცვლოდ 55 მილიონ გირვანქას იხდის. მარტინესის ყიდვა „არსენალსაც” უნდოდა, მაგრამ „იუნაიტედი” საქმის გაჩარხვაში უფრო ყოჩაღი გამოდგა. ცენტრალური მცველი 24 წლისაა. მან ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით „აიაქსში” სამი წელიწადი ითამაშა. „არსენალმა” ვაჭრობა 34 მილიონი გირვანქიდან დაიწყო,...

კრიშტიანუ საყურადღებო შორტებში
ჩანაწერი

კრიშტიანუ საყურადღებო შორტებში

კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა უნდა. ვარჯიშებზე არ გამოცხადებულა, ოჯახური მდგომარეობა მოიმიზეზა. სამაგიეროდ, პორტუგალიელმა ინსტაგრამზე ფოტო დაპოსტა, რომელზეც ის დარბაზში, ტრენაჟორზეა აღბეჭდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, თუმცა მთავარი ის არის, რომ მას ამ ფოტოზე „იუნაიტედის” შორტი აცვია. „მანჩესტერ იუნაიტედი” აზიაშია, სეზონისწინა ტურნეზე, რონალდუ კი გუნდთან ერთად არ...

ბარსელონაში იუნაიტედის ხალხი ჩავიდა
ჩანაწერი

ბარსელონაში იუნაიტედის ხალხი ჩავიდა

„მანჩესტერ იუნაიტედის” მაღალჩინოსნები ბარსელონაში ჩაფრინდნენ, სადაც ფრენკი დე იონგის გადაბირებას შეეცდებიან. ვინმეს შეიძლება დეჟავიუ მოეძალოს, არადა ყველაფერი რეალურია. ცოტა ხნის წინ ეს წინადადება  მართლაც ტრიალებდა მსოფლიო მას-მედიაში, ოღონდ ერთი განსხვავებით, მასში „მანჩესტერ იუნაიტედის” ნაცვლად „ჩელსი” ეწერა. კატალონიის დედაქალაქს ამჯერად რიჩარდ არნოლდი და ჯონ მარტოუ ეწვივნენ. პირველი „იუნაიტედის” აღმასრულებელი შეფია, ხოლო მეორე საფეხბურთო დირექტორი. ბრიტანული მედია...