ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი

Home მანჩესტერ იუნაიტედი
ვან გაალმა ჟოზეს უყურა და მოსწყინდა
ჩანაწერი

ვან გაალმა ჟოზეს უყურა და მოსწყინდა

66 წლის ლუის ვან გაალმა ფეხბურთს, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედი” ჟოზე მოურინიუს ხელში თამაშობს, მოსაწყენი უწოდა. “წითელი ეშმაკების” ყოფილმა თავკაცმა თქვა, რომ პეპ გვარდიოლასეული “მანჩესტერ სიტი” გაცილებით სანახაობრივია. მანჩესტერის ორი გუნდის შედარება მათ შორის კვირას გამართული შეხვედრის გამოძახილია. “სიტიმ” “იუნაიტედს” 2:1 მოუგო და პრემიერლიგის ცხრილში 11 ქულით გაუსწრო. ჰოლანდიელმა, რომელიც “ოლდ ტრეფორდზე” ორი წლის წინ მუშაობდა,...

მოუს ბოთლები მოუქნიეს
ჩანაწერი

მოუს ბოთლები მოუქნიეს

მანჩესტერულ დერბიში “სიტიმ” “იუნაიტედს” 2:1 მოუგო — ეს ყველამ ვნახეთ. აი, რა არ გვინახავს და ის ოცკაციანი ჩხუბი, რომელიც გასახდელებში და გასახდელებთან, ერთი სიტყვით ტრიბუნებს ქვეშ “იუნაიტედის” მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ წამოიწყო და რომლის შედეგადაც თავად მოხვდა თავში წყლისა და რძის ბოთლები. ჩხუბი იმიტომ ატყდა, რომ მოურინიუ “სიტის” ოთახში შევარდა, მუსიკას მეტისმეტად ხმამაღლა უკრავთ და საერთოდაც,...

პასუხი ხმაურიან ნაბიჭვარს
ჩანაწერი

პასუხი ხმაურიან ნაბიჭვარს

დღეს, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე, „ოლდ ტრეფორდზე“, მანჩესტერული დერბია: „იუნაიტედი“ „სიტის“ წინააღმდეგ. სტუმრები პირველ ადგილზე არიან, მასპინძლები — მეორეზე. „იუნაიტედს“ სხვა გზა არ აქვს, ეს თამაში უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში „წითელ ეშმაკებს“ თანაქალაქელები მართლაც ჯოჯოხეთური სხვაობით, 11 ქულით გაუსწრებენ. ყველაფერთან ერთად, ეს გახლავთ ბედისა თუ მედიის მიერ ერთმანეთს გადამტერებული მწვრთნელების, ჟოზე მოურინიუსა...

გრიზმანის თეოლოგია
ჩანაწერი

გრიზმანის თეოლოგია

საინტერესო კაცი ჩანს ანტუან გრიზმანის ძმა თეო. დაწერს “ტვიტერზე” რაღაცას, გამოიწვევს ალიაქოთს და მიჩუმდება. ამასწინათ “ატლეტიკოს” მწვრთნელი, დიეგო სიმეონე გაკენწლა, ახლა კი მანჩესტერის “ოლდ ტრეფორდის” ფოტო “დატვიტა” და ქვეშ “მლოცველის ხელუკები” მიახატა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თეომ ეს პოსტი რამდენიმე წუთში წაშალა და ზედაც თავისი ექაუნთი საერთოდ მიახურა. თეოს ტვიტი სოციალურ ქსელებში მაინც გავრცელდა,...

“ჩელსის” ჯაშუშური ოპერაცია
ჩანაწერი

“ჩელსის” ჯაშუშური ოპერაცია

30 წლის ნიგერიელმა ნახევარმცველმა, ჯონ ობი მიკელმა რომელიც ახლა უკვე ჩინეთის კლუბ “ტიანჯინ ტედაში” თამაშობს, გაიხსენა, როგორ ჩაატარა ლონდონის “ჩელსის” მეპატრონემ, რომან აბრამოვიჩმა, ფაქტობრივად სამხედრო ოპერაცია მის “სტემფორდ ბრიჯზე” გადასაყვანად. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ნიგერიელის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ებრძოდნენ. ბრძოლამ მთელ წელიწადს გასტანა და ბოლოს, ის-ის იყო ფეხბურთელს მანჩესტერელებთან კონტრაქტისთვის ხელი...