კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა უნდა. ვარჯიშებზე არ გამოცხადებულა, ოჯახური მდგომარეობა მოიმიზეზა. სამაგიეროდ, პორტუგალიელმა ინსტაგრამზე ფოტო დაპოსტა, რომელზეც ის დარბაზში, ტრენაჟორზეა აღბეჭდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, თუმცა მთავარი ის არის, რომ მას ამ ფოტოზე „იუნაიტედის” შორტი აცვია.
„მანჩესტერ იუნაიტედი” აზიაშია, სეზონისწინა ტურნეზე, რონალდუ კი გუნდთან ერთად არ იმყოფება. მეორე მხრივ, მისი თავდადება ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ის ფიზიკურ მომზადებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და თავს არაფერს დააკლებს. დააწერა კიდეც ინსტაგრამში დაპოსტილ ფოტოს „მუხლჩაუხრელი შრომა”, თუმცა ამ ორი სიტყვიდან მის მომავალთან დაკავშირებით რაიმე დასკვნის გამოტანა ძნელია.
როგორც აღვნიშნეთ, ათეულობით თუ ასეულობით ათასმა გულშემატკივარმა ყურადღება რონალდუს შორტზე გაამახვილა. გამოითქვა იმედი, რომ რაკი მან დარბაზში „იუნაიტედის” ფორმა ჩაიცვა, შესაძლოა „ოლდ ტრეფორდიდან” წასვლა გადაიფიქროს კიდეც.
საინტერესოა, რომ ფოტოს გამოჩენამდე ერთი საათით ადრე მანჩესტერელთა ახალმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა მელბურნში მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მას კრიშტიანუს გუნდში დატოვება სურს. ჩვენს გეგმებში არაფერი შეცვლილაო.
„მანჩესტერ იუნაიტედი” მოსამზადებლად და ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად ავსტრალიაში ჩავიდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
