ზლატან იბრაჰიმოვიჩმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ბოლო სერიოზული ტრავმის მოშუშების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს” თავი უხელფასოდ შესთავაზა. ვარსკვლავმა „ოლდ ტრეფორდზე” გატარებულ პირველ სეზონში 28 გოლი შეაგდო, მაგრამ 2017 წლის აპრილში, ევროლიგის მეოთხედფინალში, „ანდერლეხტთან” მძიმედ დაშავდა და ყველაფერი მაშინ შეიცვალა. მართალია იბრაჰიმოვიჩი წლის ბოლოს, ნოემბერში გამოჯანმრთელდა და „იუნაიტედის” შემადგენლობაში შვიდი თამაშიც ჩაატარა, მაგრამ მარტში გუდა-ნაბადი აიკრა და...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
მანჩესტერელი და ლივერპულელი ქურდების საყურადღებოდ
ბოლოხანს პრემიერლიგის ვარსკვლავები თავიანთი მდიდრული სახლ-კარისთვის დაცვას ქირაობენ და გუშაგ ძაღლებს ყიდულობენ, რაშიც ათასობით გირვანქა იხარჯება. დაცვა მათ საცხოვრებლებს მთელი ღამის განმავლობაში დარაჯობს. ერთმა ფეხბურთელმა თავისი ეზოს პირას პატარა სახლიც კი ჩადგა იქ დაბანაკებულმა ხალხმა მისი და ოჯახის უსაფრთხოებაზე 24 საათი რომ იზრუნოს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არიან ისეთებიც, რომლებმაც ადამიანთა მომსახურებას გერმანული ნაგაზებისა და როტვეილერების...
სანჩესი ამერიკაში შეუშვეს
ალექსის სანჩესმა ვიზის პრობლემები მოაგვარა და აშშ-ში „მანჩესტერ იუნაიტედის” სეზონისწინა შეკრებაზე გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ 29 წლის ჩილელს აშშ-ის საკონსულო ქვეყანაში შესვლის ნებას არ აძლევდა. მიზეზი: „ბარსელონაში” თამაშის წლებში მან ესპანეთის საგადასახადო კანონი დაარღვია და პრობლემებიც ამას მოჰყვა. სანჩესი რეალური სირთულის წინაშე იდგა. სერულიად შესაძლებელი იყო მას „იუნაიტედის” ხუთივე ამხანაგური შეხვედრა გამოეტოვებინა. მართალია, ფორვარდი ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე...
სანჩესს ვიზა არ ჩაურტყეს
ალექსის სანჩესი ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე მარტო ვარჯიშობს, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედი” კალოფორნიაშია, ის კი აშშ-ში არ შეუშვეს, ვიზა არ მისცეს. ამ ინფორმაციაში მთავარი საკითხი ის არის, თუ რატომ არ შეუშვეს სანჩესი ამერიკაში. ეს ამბავი მისი „ბარსელონაში” თამაშის პერიოდთან და ესპანეთის სამეფოსთვის გადასახადების დამალვასთან გახლავთ დაკავშირებული. ჩილელ ფორვარდს საციხოდ ჰქონდა საქმე — 16 თვიანი პატიმრობა ელოდა, მაგრამ...
კაცი გამოშტერდა!
„მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი, 61 წლის მარტინ პეინი მოგზაური კაცია. ამ ზაფხულს ის კოლუმბიის ჯუნგლებში ატარებს და წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც შუა ტყეში ხუან მატას გადაეყარა. იმ ოთხი თვის განმავლობაში, რაც კოლუმბიაშია, ასეთი შოკი პეინს არ ჰქონია. როდესაც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დაინახა მან თვალებს არ დაუჯერა, შემდეგ კი გამოეხმაურა და… მართალი აღმოჩნდა. თურმე არ ეჩვენებოდა....
მანჩესტერი გადაუხდის!
თუ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდება, რომელუ ლუკაკუ ექვსნიშნა ბონუსს მიიღებს… „მანჩესტერ იუნაიტედისგან”. ბელგიელ ვარსკვლავს, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” „ევერტონიდან” 75 მილიონ გირვანქად გადავიდა მანჩესტერელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ბევრი სახეირო პუნქტი აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი ზემოთ გაგაცანით. 25 წლის ფორვარდს სტარტი მშვენიერი ჰქონდა — პირველ შეხვედრაში პანამას ორი გოლი გაუტანა. „ჩელსის” ყოფილ მოთამაშეს გასულ სეზონში ერთი დიდი პრემია...
სერ ალექსი შინ არის
აგვისტოში ახალი სეზონი იწყება და ლეგენდარულ სერ ალექს ფერგიუსონს სურს მას „ოლდ ტრეფორდის” ტრიბუნაზე შეეგებოს — ინსულტიდან ერთი თვეც არ არის გასული, ის კი უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან. 76 წლის ფერგის ახლა მოყვარული ოჯახის გარემოში ყოფნა და ზრუნვა ჭირდება. ფერგიუსონებთან დაკავშირებულმა წყარომ „სანს” უთხრა: „ყველამ იცის, სერ ალექსი მებრძოლი ბუნების ადამიანია და ის სიცოცხლისთვის გამართულ ბრძოლაში...
ბეილში ფულის გადაყრა როგორ შეიძლება?
ჟოზე მოურინიუს ცოცხალი თავით არ უნდა მისთვის სატრანსფეროდ გამოყოფილი 200 მილიონი გირვანქის ნაწილი უელსელი გარეთ ბეილის ყიდვაში გადაყაროს, არადა „მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-თავმჯდომარე ედ ვუდვორდი ხელებს იფშვნეტს, მიაჩნია, რომ ამ ზაფხულს ბეილი კლუბის მთავარი შენაძენი უნდა გახდეს. ასეთ სიტუაციაში „განსაკუთრებულმა” გამოსავალი მოიფიქრა: კეთილი, თუკი მისტერ ვუდვორდს მაინცდამაინც ბეილი უნდა, იყიდოს, ოღონდ სხვა ფულით, ბაზრის თანხას კი...
სამსაათიანი დუმილი
გარეთ ბეილმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზღაპრული გოლი გაიტანა — ალბათ, შეჯიბრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთეო, „რეალის” მწვრთნელ ზინედინ ზიდანს კი მისთვის მატჩის დამთავრების შემდეგ მთელი სამი საათის განმავლობაში არაფერი უთქვამს, ხმა არ გაუცია. ეს ამბავი ინგლისურმა პრესამ გამოჩხრიკა საიდანღაც და შეამოწმა კიდეც, პირადად ბეილს ჰკითხა. უელსელმა მოკლედ უპასუხა: დიახ! — ასე იყოო. ახლა, მოსალოდნელია, რომ ბეილის...
სერიული გამარჯვებული
ანტონიო კონტემ „ჩელსის” შეფებს შეუთვალა: ჩემი გაშვებით თქვენ სერიულ გამარჯვებულს დაკარგავთ! კვირას იტალიელის ხელმძღვანელობით „ლურჯებმა” ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგეს. მათ ედენ აზარის მიერ 22-ე წუთზე გატანილი პენალტით „მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხეს. ზუსტად ერთი წლის წინ კონტეს „ჩელსი” ინგლისის ჩემპიონიც იყო. არადა უკვე თვეებია ლაპარაკობენ, რომ დამთავრდება თუ არა სეზონი ანტონიო კონტეს „სტემფორდ ბრიჯიდან” გაუშვებენ. იტალიის...









