საერთოდ, ასეთ რაღაცებს არ ამბობენ ხოლმე, მაგრამ ალექსის სანჩესმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ ჟერმენთან” შეხვედრაში მას არ ჰქონდა იმედი, რომ ის და მისი თანაგუნდელები თამაშს შემოატრიალებდნენ. არადა, „მანჩესტერ იუნაიტედი” პარიზელებს რომ დაუპირისპირდა, ოპტიმიზმით იყო აღსავსე — მათ ახალი, ჯერჯერობით დროებითი მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის ხელმძღვანელობით 11 მატჩი ჰქონდათ ჩატარებული და მათგან 10 მოგებული. შესვენებამდე...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
კარადის ბრალია
გაძევების შემდეგ პოლ პოგბა გასახდელში კარადას მუშტებს ურტყამდა, შემდეგ კი თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა — ეს ამბავი „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „პარი სენ ჟერმენის” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ მოხდა, რომელიც პოგბას გუნდმა „ოლდ ტრეფორდზე” 0:2 წააგო. და როგორც ინგლისური პრესისთვის გახდა ცნობილი, ამ დღეს დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნერ სულშერმაც პირველად ჩართო თავისი ფენი — ფენს ინგლისში...
ორ წელიწადში დიად მანჩესტერს შევქმნი
ოლე გუნარ სულშერმა ედ ვუდვორდს აღუთქვა, რომ ორ წელიწადში ის „მანჩესტერ იუნაიტედს” ძველებურად დიად გუნდად აქცევს. ინგლისური პრესა წერს, რომ მანჩესტერელთა დროებით მწვრთნელს ამ ეტაპზე დიდი შანსი აქვს სეზონის ბოლოს რეგულარულ კონტრაქტს მოაწეროს ხელი. დღევანდელი მონაცემების მიხედვით უმალ მას დანიშნავენ ლეგენდარული კლუბის მუდმივმოქმედ თავკაცად, ვიდრე „ტოტენჰემის” თავკაც მაურიციო პოჩეტინიოს, რომელზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში დაუსრულებლად...
ახ, ნეტავი ერთად იყოს ლიონი და ლესტერი
ოლე გუნარ სულშერი კვირა საღამოს საფრანგეთის ჩემპიონატში „ლიონისა” და „პარი სენ ჟერმენის” შეხვედრას დაესწრო. შეიძლება ვინმემ იკითხოს ეს ამბავი რა აღნიშვნის ღირსიაო, ამიტომ დავძენთ: ხსენებული მატჩი ინგლისში, კრძოდ ლესტერში ადგილობრივი „სიტისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” თამაშის დამთავრებიდან ოთხ საათში დაიწყო. ანუ, „იუნაიტედის” დროებითმა მწვრთნელმა ჯერ ინგლისში თავის გუნდს უხელმძღვანელა, 1:0 მოაგებინა და მერე საფრანგეთში უყურა, როგორ...
ოლე მოძებნის დნმ-ს
„მანჩესტერ იუნაიტედის” დროებითი მწვრთნელი, ოლე გუნარ სულშერი ზაფხულზე კლუბში მუდმივი კონტრაქტით რომც არ დატოვონ და მის ნაცვლად გუნდი „ტოტენჰემისგან” გადმობირებულ მაურისიო პოჩეტინიოს ჩააბარონ, ნორვეგიელს მაინც დიდი ფუნქცია ექნება შესასრულებელი — მან ტრანსფერების სტრატეგიაზე უნდა იმუშაოს ანუ იმ ფეხბურთელების ვინაობა განსაზღვროს ვისაც „იუნაიტედი” მომავალი სეზონისთვის იყიდის. სულშერმა თქვა: „მე მევალება ვიცოდე ფეხბურთელების პოტენციალი, რამდენად შეუძლიათ მათ...
რეშფორდს თავგზა ებნევა
„რეალი” არ ნებდება. მადრიდელებს 100 მილიონ გირვანქად „მანჩესტერ იუნაიტედისგან” მარკუს რეშფორდის შეძენა უნდათ. და ეტყობა „ლოს ბლანკოსში” გადასვლის ხიბლმა თავად ფეხბურთელსაც აურია თავ-გზა. ამბობენ, რომ ის „ოლდ ტრეფორდზე” დარჩენას არ ეშურება, „იუნაიტედთან” ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკებებს აჭიანურებსო. ფრანგი თანაგუნდელისგან, ანტონი მარსიალისგან განსხვავებით, რომელმაც უკვე მოაწერა ხელი „იუნაიტედთან” ახალ ხუთწლიან კონტრაქტს, რეშფორდი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ...
ერთი მაგარი წყვილია
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდში „ჩელსი” „მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს — მანჩესტერელთა დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა გასულ უქმეებზე „არსენალთან” 3:1 გამარჯვებით თავისი გუნდი მერვედფინალში გაიყვანა. „სტემფორდ ბრიჯზე” შეხვედრა 16 თებერვალს გაიმართება. ამრიგად, თუკი „მანჩესტერ სიტი” „მიდლსბროსა” და „ნიუპორტს” შორის გამარჯვებულს მოუგებს, შეჯიბრებაში პრემიერშიფის ზედა ექვსეულიდან მხოლოდ ორი გუნდი დარჩება. კიდევ, ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ...
სად მიჰყავს მატა-რებლის ლიანგადს?
„მანჩესტერ იუნაიტედმა” ხუან მატას კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელება შესთავაზა. ამით კლუბი ცდილობს ესპანელი თავისუფალი აგენტი არ გახდეს და სხვა კლუბში ისე ვერ გადავიდეს, რომ მას პენიც არ მოუტანოს. ცნობისათვის: ამბობდნენ, რომ მისი შეძენით „არსენალი” და „ბარსელონა” არიან დაინტერესებული. მატა 30 წლის არის. ის „მანჩესტერ იუნაიტედში” „ჩელსიდან” 2014 წლის იანვარში 37 მილიონ გირვანქად გადავიდა და ამ...
ვინ მოარტყა ჯესი ლინგარდს თავში ბუცი?
ჯესი ლინგარდი სიამოვნებით იგონებს, როგორ მოარტყა ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა თავში ბუცი. ლინგარდს სერ ალექსის საქციელი არ წყენია. ის მაშინ პატარა ბიჭი იყო და იცოდა, რომ დიდ მწვრთნელს მისი თამაში მოსწონდა. ერთხელ ალექს ფერგიუსონმა, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს” ინგლისის ჩემპიონის 13 ტიტული და ორი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, პატარა ლინგარდს უთხრა, რომ ის აუცილებლად გახდებოდა „ოლდ ტრეფორდის”...
ფერგი სულშერს შემადგენლობას კარნახობსო
„მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები გაოცებას ვერ მალავენ. ერთი შეხედვით ამაში მოულოდნელი რა უნდა ყოფლიყო, მაგრამ, მეორე მხრივ ვარაუდმა, რომ ოლე გუნარ სულშერს შემადგენლობას სერ ალექს ფერგიუსონი კარნახობს, მაინც მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მას მერე, რაც სულშერი „იუნაიტედის” თავკაცად დაინიშნა ლეგენდარული ალექს ფერგიუსონი ორჯერ იყო კლუბის საწვრთნელ ცენტრში. ექსპერტი იან მაკგერი კი ამბობს, რომ „მანჩესტერის” მეპატრონეებს, გლეიზერებს არ აწყობთ,...


