ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი

Home მანჩესტერ იუნაიტედი
ჩანაწერი

სულშერმა თქვა სიტყვა სისულელე

ოლე გუნარ სულშერს პირველად წამოსცდა წინამორბედის ჟოზე მოურინიუს კრიტიკა: ტაქტიკას, რომელიც მას „მანჩესტერ იუნაიტედში” მემკვიდრეობით ერგო, სულელური უწოდა. ნორვეგიელმა, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” დროებით მიიყვანეს, გუნდს ზედიზედ ექვსი თამაში მოაგებინა. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი 18 დეკემბრის შემდეგ დაიწყო, მას მერე, რაც მოურინიუ „იუნაიტედის” თავკაცის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინგლისურმა პრესამ ყურადღება მიაქცია, რომ სულშერი აქამდე ფრთხილად იყო, ცდილობდა...

ჩანაწერი

ოლე, ჰოპ!

ოლე გუნარ სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს ნამდვილი პრესინგი მოუწყო — რა საჭიროა ახალი მწვრთნელის გარეთ ძებნა, თუკი გუნდს ისედაც ექვსიდან ექვსი თამაშის მომგები კაცი ხელმძღვანელობს? თან, „იუნაიტედის” დროებითმა თავკაცმა ბოლო შეხვედრა არც მეტი არც ნაკლები „ტოტენჰემ ჰოთსპურს” მოუგო, გუნდს, რომელსაც ხელმძღვანელობს მაურისიო პოჩეტინიო — მწვრთნელი, რომელიც მის ერთ-ერთ მთავარ შემცვლელად მოიაზრებოდა. მოიაზრებოდა?...

ჩანაწერი

ვინ შარდავს „ოლდ ტრეფორდის” კაბინეტებში?

„მანჩესტერ იუნაიტედის” თანამშრომლები, რომელთაც ოფისები ლეგენდარულ სტადიონ „ოლდ ტრეფორდზე” აქვთ, შეწუხდნენ — თავზე შარდი ეწვეთებათ. გამოსავალი? მათ პოლიეთილენის რულონები შეიძინეს და თამაშის დღეებში მაგიდებს აფარებენ. საიდან გაჩნდა განვითარებული ქვეყნის მდიდარი კლუბის ცნობილი სტადიონის კაბინეტებში შარდი? საიდან და, მატჩების დღეებში სტუმარ გულშემატკივართათვის გამოყოფილი ტირიბუნის ახლომახლო ტუალეტები დატვირთვას ვეღარ უძლებს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სათასო შეხვედრების დროს, რადგან...

ჩანაწერი

პოჩეტინიო იმსახურებს, რომ მე შემცვალოს!

„მანჩესტერ იუნაიტედის” დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაცი მაურისიო პოჩეტინიო შეაქო. ნორვეგიელის აზრით, არგენტინელი მისი თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში „ოლდ ტრეფორდზე” მუშაობას იმსახურებს. შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედი” კვირას, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე „უემბლიზე” სწორედ „სფურზს” სტუმრობს. ყველასთვის ცნობილია, რომ სულშერი მანჩესტერელთა თავკაცად სეზონის ბოლომდე დანიშნეს და მის სავარაუდო შემცვლელად ყველაზე ინტენსიურად სწორედ...

ჩანაწერი

მანჩესტერში აღარავინ იპრანჭებოდა

პოლ პოგბამ მორიგი შოუ მოაწყო — მსოფლიოს ჩემპიონმა „ბორნმუთის” კარში ორი გოლი შეაგდო, რაც გულშემატკივარმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მწვრთნელისთვის, ჟოზე მოურინიუსთვის მორიგი ალიყურის ჭმევად მიიღო. ახლა 25 წლის ნახევარმცველს უკვე 4 გოლი აქვს გატანილი. მას მერე, რაც პორტუგალიელი „ოლდ ტრეფორდიდან” გაუშვეს და გუნდი ოლე გუნარ სულშერს ჩააბარეს, პოგბა სხვა კაცად წარმოჩნდა. „ბორნმუთთან” 4:1 გამარჯვების შემდეგ...

ჩანაწერი

რუნი „ოლდ ტრეფორდზე” გაჩხრიკეს

ეს ცნობა, რომელიც უშუალოდ ფეხბურთის თამაშს არ ეხება, ალბათ უფრო დასაფიქრებელია. ფოტოზე ხედავთ რაც ხდება: „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა და ყველა დროის საუკეთესეო ბომბარდირი უეინ რუნი „ოლდ ტრეფორდზე” მივიდა თავისი მეგობრისა და თანაგუნდელის ოლე გუნარ სულშერის მხარდასაჭერად — სულშერი ჟოზე მოურინიუს ნაცვლად „იუნაიტედის” დროებით მწვრთნელად დანიშნეს — და მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერში რუნის სტიუარდი კი არა,...

ჩანაწერი

თავზარდამცემი იუნაიტედი

„მანჩესტერ იუნაიტედის” დროებით მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს უნდა, რომ მისმა გუნდმა მეტოქეებს შიშის ზარი დასცეს. ნორვეგიელი თავისი წინამორბედის ჟოზე მოურინიუს ეგრეთწოდებულ „უარყოფით ტაქტიკას” მუდმივი შეტევით უპირებს შეცვლას. სულშერმა განაცხადა: „მანჩესტერ იუნაიტედში” კედლებიც კი გაჟღენთილია შემტევი ფილოსოფიით. ეს ამ კლუბის მსოფლმხედველობა და ისტორიაა. ჩვენ სწორედ ასე გვსურს თამაში. გუნდის შეკრებაზე ამის შესახებ ვილაპარაკეთ. როდესაც ერთ გოლს გავიტანთ,...

ჩანაწერი

კულისებში ფერგი ზის

„სანმა” ექსკლუზივი მოიპოვა: „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი ოლე გუნარ სულშერის კონსულტანტად დადგება და თავის ყოფილ თავდამსხმელს გუნდის ძველ სიმაღლეებზე აყვანაში დაეხმარებაო. გაზეთის ცნობით ის, რომ ჟოზე მოურინიუს შემდეგ მანჩესტერელთა დროებით თავკაცად სწორედ სულშერი დანიშნეს, სერ ალექსთან კონსულტაციების შედეგია. ცხადია, ეს ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ნაინსულტარი ლეგენდა, რომელიც შემდეგ ორშაბათს, 31 დეკემბერს, 77...

ჩანაწერი

ფენი და ბებერი ფეისბუქი

„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს საჭიროების შემთხვევაში გასახდელში ფეხბურთელებისთვის ყვირილი სჩვეოდა და მის ამ ღრიალს ფენს უძახდნენ — თმას აშრობს და ყალყზე აყენებსო. დღეს, მანჩესტერელთა ახალი ოღონდ დროებითი თავკაცი ოლე გუნარ სულშერი (ვისაც გნებავთ სოლსკიაერი) ამბობს, რომ სულაც არ არის გამორიცხული მანაც ააბღავლოს თავისი ფენი. სულშერს, რომელსაც ფერგის ფენის მხურვალება საკუთარ თავზე ბევრჯერ...

ჩანაწერი

ალექსის სანჩესმა ნიძლავი მოიგო

ალექსის სანჩესმა თანაგუნდელებს WhatsApp-ით მესიჯი დაუგზავნა, ჟოზე მოურინიუზე ნიძლავი მოვიგეო. ჩილელი, რომლის ხელფასი კვირაში 505 000 გირვანქაა და რომელსაც მოურინიუს იმედგაცრუებას ეძახიან, რადგან კლუბმა ის პორტუგალიელის დაჟინებით იყიდა, მან კი ვერ გაამართლა, ახლა მარკუს როხოსგან მოგებულ 20 000-ს ითხოვს. სანჩესის მესიჯში წერია: „ხომ გეუბნებოდით!! მთავარი მოთმინებაა. როხო, შენ კი ჩემი 20 000 გმართებს”. ინგლისური მედიის აზრით,...