საბერძნეთის პოლიცია, რომელმაც ჰარი მაგუაირი კუნძულ მიკონოსზე დააკავა, ამბობს, რომ ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავს ისე ეპყრობოდა როგორც ერთ ჩვეულებრივ ბრიტანელს. „იუნაიტედის” კაპიტანმა კი თქვა, დაკავების დროს სამოქალაქო ფორმიანები ისე მომცვივდნენ, მეგონა ყაჩაღები მიტაცებდნენო. BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში მაგუაირმა ისევ გაიმეორა, რომ ჩხუბი, რომლის გამოც ის დააკავეს, იმიტომ ატყდა, რომ ორმა ალბანელმა მის დას ნარკოტიკი...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
ჰარი-შარი
… ამბავი იმით დაიწყო, რომ მისი და დეიზი დაჭრეს. ჰარი მაგუაირი ბერძნულ კუნძულ მიკენოსზე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, ევროპა ლიგის ნახევარფინალში მომავალ სევილიასთან წაგების შემდეგ გადაფრინდა. მაგუაირი მეგობრებთან ერთად ბარში ილხენდა, ბევრ ფულს ხარჯავდა ძვირფას სასმელსა და საჭმელში. მხოლოდ კიბორჩხალებში 1 200 გირვანქა გაისროლა. „ჰარი უმოწყალოდ სვამდა, თითქოს რაღაცაზე გაბრაზებული იყო. ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და...
ყოფილი მანჩესტერელი ლუკაკუ ფინალშია!
ევროლიგის მეორე ნახევარფინალში „ინტერმა” „შახტარს” 5:0 მოუგო და ახლა, ფინალში, „სევილიას” შეხვდება. ფინალი 21 აგვისტოს არის დანიშნული. მილანელთაგან უკრაინული გუნდის კარში ორი გოლი ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. მანვე შეასრულა ერთი საგოლე გადაცემა, თუმცა დღეს გვინდა ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, რაც 27 წლის თავდამსხმელმა, მატჩის შემდეგ, თავის ყოფილ კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედზე” თქვა, რადგან „ინტერისა” და „შახტარის” მატჩზე...
გუნდი, რომელიც ნახევარფინალში მარცხდება
„მანჩესტერ იუნაიტედმა” კვლავ ნახევარფინალი წააგო. ამჟამად, ევროლიგაში, „სევილიასთან” – 1:2. ეს თამაში კიოლნში გაიმართა. სეზონის პირველი ნახევარფინალი, რომელშიც ოლე გუნარ სულშერის გუნდი დამარცხდა, ინგლისის ლიგის თასზე, თანაქალაქელ „სიტისთან” იყო (1:3; 1:0); მეორე — ასოციაციის თასზე, „ჩელსისთან”, 1:3. „სევილიასთან” შეხვედრაში ანგარიში მანჩესტერელებმა გახსნეს: ბრუნო ფერნანდეშმა მე-9 წუთზე პენალტი შეაგდო, მაგრამ 26-ე წუთზე სუსომ გაქვითა, 78-ზე კი...
მანჩესტერი დემბელეს მიადგა
მას შემდეგ რაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ „დორტმუნდიდან“ ჯეიდონ სანჩოს გადაბირების შანსები მინიმუმამდე შეუმცირდა, ალტერნატიული გზის ძებნას შეუდგა, რამაც ისევ ბარსელონამდე მიიყვანა. ევროპული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, „წითელი ეშმაკები“ ისევ განიხილავენ უსმან დემბელეს ვარიანტს. არის საუბარი იმაზეც, რომ ბრიტანული მხარე არაოფიციალურად უკვე შეუთანხმდა „ბარსელონას“, რომ დემბელე იჯარით აიყვანოს, გამოსყიდვის პერსპექტივით. თუმც, ჯერჯერობით, კლუბის წარმომადგენლებს თავად 23 წლის ფეხბურთელთან...
ფულს ითხოვენ და თან როგორს
„მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელმაც გუშინ, ევროლიგის მეოთხედფინალური შეხვედრის დამატებით დროში, ბრუნო ფერნანდეშის პენალტით „კოპენჰაგენს” 1:0 მოუგო, ჯეიდონ სანჩოს ყიდვის იმედი არ დაუკარგავს. მეორე მხრივ, ინგლისური კლუბი უკმაყოფილოა იმ თანხით, რომელსაც სანჩო ხელფასად ითხოვს. მანჩესტერელებს არც ის მოსწონთ, რომ „დორტმუნდმა” მათთან პირდაპირი მოლაპარაკება არ ისურვა და სატრანსფერო თანხაზე ვაჭრობისთვის აგენტი დანიშნა. „იუნაიტედს” სურს, რომ ბუნდესლიგის მეორეადგილოსანს ერთბაშად 70...
რაღა ძვირი იყიდოს, მანჩესტერმა?
23 წლის ინგლისელმა მეკარემ დინ ჰენდერსონმა ოლე გუნარ სულშერს გადაჭრით უთხრა, ან ძირითადში მათამაშე ან გამყიდეო. ჰენდერსონი „მანჩესტერ იუნაიტედს” კარგა ხანია იჯარით ჰყავს გასხვისებული და მან, ბოლო ორი სეზონი, „შეფილდ იუნაიტედში” შესანიშნავად ჩაატარა. ჰენდერსონს „ოლდ ტრეფორდზე” დაბრუნება და ესპანელი დავიდ დე ხეას თადარიგში ჯდომა არ უნდა. მის სასარგებლოდ მუშაობს დე ხეას უხეში შეცდომებიც. აქა-იქ უკვე...
მანჩესტერ იუნაიტედში ახალი 7 ნომერი მიდის
ვითარება შეიცვალა: „მანჩესტერ იუნაიტედი” ჯეიდონ სანჩოს ყიდვასთან ახლოს არის. თანხა სარეკორდოა – 110 მილიონი გირვანქა (122,254 მილიონი ევრო). და რაც ყველაზე საინტერესოა, „იუნაიტედის” შეფებს „დორტმუნდის” მიერ დათქმული ბოლო ვადის, ორშაბათის დადგომისა არ ეშინიათ, რადგან გერმანელები თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე დაიყოლიეს. კერძოდ, „ოლდ ტრეფორდიდან” „სიგნალ იდუნა პარკზე” თავიდან 70 მილიონი გირვანქა გადაირიცხება — როგორც ინგლისური პრესა წერს,...
დორტმუნდს და მანჩესტერს შორის მემფისია
მემფის დეპაიმ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს „მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ ჯეიდონ სანჩოს ყიდვის საქმეში. 26 წლის დეპაი „მანჩესტერ იუნაიტედში” 2015-17 წლებში თამაშობდა, მას შემდეგ კი „ლიონშია”. ჰოლანდიელს ინგლისში ხელი მოეცარა. ლუის ვან გაალის ხელმძღვანელობით ვერც პირადად ივარგა და ვერც გუნდმა, საფრანგეთში კი ხელ-ფეხი გაეხსნა. და აი, ამ დღეებში დაირხა ხმა, რომ თავდამსხმელის შეძენა „დორტმუნდს” სურს და...
კლოპმა სერ ალექსი ღამის ოთხის ნახევარზე გააღვიძა
სერ ალექს ფერგიუსონმა იურგენ კლოპს ღამის ოთხის ნახევარზე გაღვიძება აპატია. არადა, გერმანელს 78 წლის ლეგენდარული, ნაინსულტარი ბერიკაცისთვის დაურეკავს და უთქვამს „ლივერპული” ჩემპიონი გახდაო. მიზეზი ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედს” ედგა სათავეში და იმ ათწლეულების განმავლობაში, როდესაც მერსისაიდელები ჩემპიონები ვერ ხდებოდნენ, პრემიერლიგაში ბატონობდა. ინგლისურ საფეხბურთო ფოლკლორში მოარულ ფრაზად დარჩა „გარდიანთან” ინტერვიუში სერ ალექსის...









