„მანჩესტერ იუნაიტედში“ მწვრთნელის შეცვლაზე დაფირდნენ. მიზეზი ბოლოდროინდელი არასახარბიელო შედეგებია. თუ Manchester Evening News-ს დავუჯერებთ, „წითელმა ეშმაკებმა“ რადარზე „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ ყოფილი თავკაცი მაურისიო პოჩეტინო მონიშნეს. საქმე ის არის, რომ თავად არგენტინელსაც სურს მანჩესტერელთა გაწვრთნა და ამაზე 2019 წლის დეკემბერშიც საუბრობდა. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა ახლანდელ მწვრთნელს, ოლე გუნარ სოლშიარს გუშინდელი ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე მხარს ბოლომდე...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
გიგზი მთელი ღამე დაკითხვაზე ჰყავდათ
„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა რაიან გიგზი დააკავეს. მიზეზი: მას ბრალად მეგობარი ქალის, კეიტ გრივილის ცემა ედება. უელსის ნაკრების მწვრთნელის 1,7 მილიონ გირვანქად შეფასებულ სახლს პოლიცია კვირას საღამოს, 10 საათის შემდეგ მიუხდა, როდესაც მათთან, განყოფილებაში „შეწუხების თაობაზე ზარები შევიდა”. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ქალი ნაცემი იყო და 46 წლის გიგზი დაკითხეს. დიდი მანჩესტერის პოლიციის პრეს-ატაშემ...
პოგბას თავი ეზიზღება
პოლ პოგბამ ყველას გასაკვირად ბრალი აღიარა — როგორც თავად თქვა, მისმა „სულელურმა შეცდომამ” „მანჩესტერ იუნაიტედს” „არსენალთან” 0:1 წააგებინა. მანჩესტერელთა ნახევარმცველმა, რომელიც კლუბმა „იუვენტუსისგან” 2016 წელს 105 მილიონ ევროდ დაიბრუნა, შეხვედრის 69-ე წუთზე ექტორ ბელერინი წააქცია, ხოლო პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პენალტი გაიტანა. ეს გახლდათ სულშერის მე-100 თამაში „იუნაიტედის” მწვრთნელის რანგში, რომელიც ნორვეგიელს ბუნებრივია ჩაშხამდა. მეორე მხრივ, „არსენალისთვის”...
პოგბა რეალზე ოცნებობს
პოლ პოგბა არ მალავს, რომ „რეალში” თამაშზე ოცნებობს, რადგან „რეალი” მისი ოცნების გუნდია. ამასთან ერთად ფრანგი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში” თავს შესანიშნავად გრძნობს. ეწყინებათ თუ არა მანჩესტერელ ფანებს მისი ეს განცხადება, ამაზე მსოფლიოს ჩემპიონს ალბათ ბევრი არ უფიქრია. მოგეხსენებათ, ევროპაში სატრანსფერო ბაზარი ამ კვირის დასაწყისში დაიხურა. 27 წლის ფეხბურთელმა თავის საკლუბო ბედ-იღბალზე საფრანგეთის ნაკრების ბანაკში...
მანჩესტერი პოჩეტინოს მიუბრუნდა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელები ოლე გუნარ სულშერს გაშვებას უპირებენ და ახალ დამრიგებელს ეძებენ. ცხადია, ეს გადაწყვეტილება „ტოტენჰემთან“ 1:6 მარცხის შემდეგ იქნა მიღებული. ნორვეგიელი მწვრთნელის შემცვლელად კი, „ტოტენჰემის“ ყოფილი თავკაცი მაურისიო პოჩეტინო განიხილება. არგენტინელი სპეციალისტის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა მანჩესტერელებს ადრეც სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ბოლოდროინდელი წარუმატებლობის შემდეგ კი, მოლაპარაკებები განაახლეს. პოჩეტინო რომ აქამდე უმუშევარია, ეგ ცალკე თემაა....
ნახატები ტრიბუნიდან გარბოდნენ
„ოლდ ტრეფორდზე” „მანჩესტერ იუნაიტედის” ნანგრევები ვიხილეთ. ინგლისში წერენ, რომ ასე საზიზღრად გუნდს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ანუ, მას მერე, რაც სერ ალექს ფერგიუსონი გადადგა და საქმეები დაღმა წავიდა, არ უთამაშია. მანჩესტერელთა დაცვის შეცდომები კლიპად უნდა აკინძო და ბენი ჰილის საუნდტრეკი დაადოო. იყო ასეთი მოსაზრებაც: დღეს „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს გუნება მხოლოდ მესის და რონალდუს წყვილად ყიდვამ...
სფურზმა მანჩესტერს მოუჯოკრა
გარეთ ბეილის შესახებ ბოლო დღეებში იმდენს წერენ, რომ ეტყობა უელსელის თავს მართლა რაღაც ხდება. ბოლო ცნობა ასეთია: „ტოტენჰემ ჰოთსპური” თავის ყოფილ ფეხბურთელში 20 მილიონ გირვანქას იხდის და მასთან ერთწლიანი იჯარის გაფორმებას აღარაფერი უკლია. არადა, გუშინ დაბეჯითებით წერდნენ, რომ ბეილთან დაკავშირებით „რეალს” ყველაზე აქტიურად „მანჩესტერ იუნაიტედი” ელაპარაკებოდა. ამბობდნენ, თითქოსდა ოლე გუნარ სულშერს მობეზრდა ჯეიდონ სანჩოს თაობაზე...
ბეილს მანჩესტერ იუნაიტედი უხმობს
„მანჩესტერ იუნაიტედს” ჯეიდონ სანჩოს გადაბირებაზე ამაო წვალება მობეზრდა და ალტერნატიული ვარიანტი გამოძებნა: ხანმოკლე პერიოდით გარეთ ბეილს შესთავაზა „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლა. „იუნაიტედს” „რეალის” უელსელი ვეტერანის იჯარით აყვანა ერთი სეზონით სურს. ამასთან, ინგლისური კლუბი მადრიდელებს ამშვიდებს და გაისად ზაფხულზე ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გაგრძელებაზე ჰპირდება დალაპარაკებას. ბეილი 31 წლისაა. მას კონტრაქტის თანახმად „რელთან” კიდევ ორი წელიწადი აკავშირებს....
პოგბა ვარჯიშზე მივიდა
პოლ პოგბამ კორონავირუსი დაამარცხა და დღეს, პარასკევს, „მანჩესტერ იუნაიტედის” საწვრთნელ ბაზაზე მივიდა. ფრანგ ნახევარმცველსა და მის მეუღლეს ზულაის covid 19 აგვისტოს ბოლოს, საფრანგეთის ნაკრების შეკრების წინ აღმოუჩინეს. ცოლ-ქმარმა პოგბებმა ავადმყოფობის პერიოდი შინ, თვითიზოლაციაში გაატარეს და ინსტაგრამზე ვაჟთან, ლაბილ შაკურთან გადაღებულ ფოტოებს დებდნენ. ახლა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი სეზონისთვის უკვე გამალებულ მზადებას იწყებს, მსოფლიოს ჩემპიონს კვლავ...
ტრამპს პოპულარობის შეეშინდა
„მანჩესტერ იუნაიტედში” მეისონ გრინვუდს რამდენიმე დღის განმავლობაში მარტო ვარჯიში დაუწესეს. ასეთი იყო პირველი დღე, როდესაც 18 წლის თავდამსხმელი ნაკრების ბანაკში თავს გადახდენილი სკანდალური ამბის შემდეგ ქერინგტონის ბაზაზე დაბრუნდა. მეტიც, გრინვუდს უთხრეს, რომ სავარჯიშოდ მას მერე უნდა იაროს, რაც ოლე გუნარ სულშერი და გუნდი ბაზას დატოვებენ. შეგახსენებთ, რომ გრინვუდი და მისი მეგობარი „მანჩესტერ სიტიდან” ფილ ფოდენი...









