ჭდე: ლუკა დონჩიჩი

Home ლუკა დონჩიჩი
მონდიალი ჩემპიონის გარეშე დარჩა
ჩანაწერი

მონდიალი ჩემპიონის გარეშე დარჩა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი კი დაამთავრა, მაგრამ, ცხადია, მონდიალი გრძელდება. უკვე ცნობილია ყველა მეოთხედფინალისტი და საკმაოდ საინტერესო წყვილებიც დაჯდა. I ჯგუფში ბოლო ტურის წინ ოთხივე გუნდს 7 ქულა ჰქონდა და ფლეი ოფში მოგებულები გადიოდნენ. ეს მისია საკუთარ თავზე იტალიამ და სერბეთმა აიღეს. აპენინელებმა პუერტო რიკოს 73:57 მოუგეს, ხოლო ბალკანელებმა დომინიკანების რესპუბლიკასთან 112:79 იმძლავრეს. J ჯგუფში...

დონჩიჩმა ვენესუელა დაგვანახა
ჩანაწერი

დონჩიჩმა ვენესუელა დაგვანახა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სლოვენიასთან ცუდი მატჩი ჩაატარა და 67:88 დამარცხდა. ილიას ზუროსის გუნდი თავიდანვე 12 ქულით ჩამორჩა, მაგრამ თამაში გამოასწორა და მეოთხედი 17:16 მოიგო. თანაბარი თამაში მიდიოდა მეორე მეოთხედის შუაწელამდეც, მაგრამ ბოლოს მეტოქე 12-ქულით დაწინაურდა და ტაიმიც ასეთი სხვაობით წავაგეთ – 33:45. შესვენების შემდეგ სლოვენიამ უპირატესობა მხოლოდ ქულით გაზარდა, მაგრამ საკუთარი თამაში ბოლო...

ლუკამ დახურა
ჩანაწერი

ლუკამ დახურა

60 ქულა, 21 მოხსნა და 10 პასი – ასეთია ლუკა დონჩიჩის მონაგარი მატჩში, სადაც „დალას მავერიქსმა“ შინ „ნიუ იორკ ნიკსს“ 126:121 მოუგო. სლოვენიელმა ფანტასტიკურად ითამაშა – 31-იდან 21 ორქულიანი ჩაადო, პერიმეტრიდან 6-ჯერ შეუტია და მიზანს ორმა უწია, ხოლო 22 საჯარიმოდან 16 ზუსტად ესროლა. NBA-ს ისტორიაში, დონჩიჩი პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც ერთ შეხვედრაში 60+ ქულა, 20+...

NBA-ში ევროპელები გაბატონდნენ
ჩანაწერი

NBA-ში ევროპელები გაბატონდნენ

სტატისტიკურმა გამოცემა FiveThirtyEight ჩაატარა კვლევა, რომელი კალათბურთელები იქნებიან NBA-ს კლუბების ყველაზე დიდი აქტივი უახლოესი 7 წლის განმავლობაში. კვლევა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა CARMELO-ს მეშვეობით ჩატარდა, რაც ყოველგვარ ემოციას გამორიცხავს და წმინდა წყლის მათემატიკას ეფუძნება. პროგრამა უამრავ დეტალს ითვალისწინებს. მათ შორის იმასაც, რომ კალათბურთელი 27 წლამდე პროგრესირებს, მერე კი უკეთეს შემთხვევაში, ინარჩუნებს ამ დონეს. შედეგები ამერიკელთათვის ნაკლებად...

ამერიკამ პრაიმ-ტაიმი შეირგო
ჩანაწერი

ამერიკამ პრაიმ-ტაიმი შეირგო

ტოკიოს ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის ფინალი იაპონიის დროით უჩვეულოდ ადრე – 11.30 საათზე დაიწყო. ორგანიზატორებმა შეხვედრა ამერიკული ტელეაუდიტორიის პრაიმ-ტაიმს დაამთხვიეს. ინტერესი კი უდიდესი იყო. ამერიკელებს არა მხოლოდ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, იქვე, ტოკიოში ჯგუფურ ეტაპზე მარცხისთვისაც ჰქონდათ რევანში ასაღები. რევანში შედგა! ერთადერთი, რაც ფრანგებმა მოახერხეს, ინტრიგის ბოლომდე შენარჩუნება იყო. ისინი ბურთის ხშირად (18) დაკარგვამ და...

პირსი დონჩიჩისგან საოცრებებს ელის
ჩანაწერი

პირსი დონჩიჩისგან საოცრებებს ელის

NBA-ს ექსვარსკლავმა პოლ პირსმა განაცხადა, რომ „დალას მავერიქსის“ სლოვენილი თინეიჯერი ლუკა დონჩიჩი სადღეისოდ ლიგის ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელია. „დონჩიჩისგან საოცრებებს ველი. ვლაპარაკობ ბიჭზე, რომელმაც ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა – წლის საუკეთესო ახალბედიდან MVP დონის მოთამაშემდე. რა თქმა უნდა, ლუკა განსაკუთრებულია და ის ლიგის ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელია“, – განაცხადა პირსმა. გეტყვით რომ, ტოპ-100 კალათბურთელის რეიტინგში, რომელიც Bleacher...

ჩანაწერი

გველის წიწილი

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ფუნქციონერის აზრით, რომლის სახელი და გვარი არ ხმაურდება, MVP-ს ტიტულის მისაღებად ლებრონ ჯეიმსის უმთავრესი კონკურენტი „დალას მავერიქსის“ სლოვენიელი მცველი ლუკა დონჩიჩი იქნება. „თუ შუბლზე პისტოლეტს მომადებთ და მეტყვით, ვინ მინდა გუნდში იმისთვის, რომ ფლეი ოფის სერია მოვიგო, გეტყვით რომ ლებრონი… თუმცა იქვე დავამატებ – ლებრონს „ის“ დალასიდან მაგრად უტევს. დონჩიჩს აქვს...

ლუკას რეკორდები
ჩანაწერი

ლუკას რეკორდები

სულ რაღაც 21 წლის არის ლუკა დონჩიჩი და უკვე ისტორიას წერს. სლოვენიელი კალათბურთელის დღევანდელი შედეგები გვაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფერს მომავალში ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელზე ვწერთ. „დალას მავერიქსის“ მცველი NBA-ს ფლეი ოფების ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, ვინაც სამმაგი დუბლი 40-ზე მეტ ქულასთან ერთად მოაგროვა. დონჩიჩმა „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ მატჩში 43 ქულა, 17 მოხსნა და 13...

ფლეი ოფი რეკორდებით
ჩანაწერი

ფლეი ოფი რეკორდებით

„იუტა ჯაზის“ მცველმა დონოვან მიჩელმა „დენვერთან“ წაგებულ შეხვედაში (125:135) 57 ქულა ჩააგდო. დონოვანი გახდა პირველი კალათბურთელი ფლეი ოფების ისტორიაში, რომელმაც წაგებულ მატჩში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო. საერთოდაც მიჩელმა ფლეი ოფებში მესამე შედეგი აჩვენა – მასზე მეტი ქულა მხოლოდ მაიკ ჯორდანსა (63) და ელჯინ ბეილორს (61) აუღიათ. ლუკა დონჩიჩმა „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ წაგებულ მატჩში (110:118) საკუთარ...

ბებერი ხარის პასებიც ხნავენ
ჩანაწერი

ბებერი ხარის პასებიც ხნავენ

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი NBA-ს 2019-20 წლის სეზონის საუკეთესო მეპასე გახდა. ჯეიმსი თამაშში საშუალოდ 10,2 შედეგიან გადაცემას აკეთებდა და ლიგის ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც ამ ნომინაციაში ორნიშნა შედეგი დააფიქსირა. ლებრონმა აჯობა „ატლანტა ჰოუკსის“ გამთამაშებელ ტრეი იანგსა (9,3) და „დალას მავერისქსის“ მცველ ლუკა დონჩიჩს (8,8). NBA-ს 4-გზის MVP ასაკით მეორე კალათბურთელია, რომელმაც ლიგა საუკეთესო მეპასედ დაასრულა....