„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი NBA-ს 2019-20 წლის სეზონის საუკეთესო მეპასე გახდა.
ჯეიმსი თამაშში საშუალოდ 10,2 შედეგიან გადაცემას აკეთებდა და ლიგის ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც ამ ნომინაციაში ორნიშნა შედეგი დააფიქსირა. ლებრონმა აჯობა „ატლანტა ჰოუკსის“ გამთამაშებელ ტრეი იანგსა (9,3) და „დალას მავერისქსის“ მცველ ლუკა დონჩიჩს (8,8).
NBA-ს 4-გზის MVP ასაკით მეორე კალათბურთელია, რომელმაც ლიგა საუკეთესო მეპასედ დაასრულა. 35 წლის ჯეიმსი მხოლოდ სტივ ნეშს „ჩამორჩება“, ვინაც იგივე ნომინაცია 2011 წელს 37 წლის ასაკში მოიგო. ლებრონმა აჯობა სტივ ნეშს, რომელიც ლიგის საუკეთესო ასისტენტი 1996 წელს 34 წლის ასაკში გახდა.
გარდა ამისა, ჯეიმსი გახდა პირველი ფორვარდი, რომელმაც ყველაზე მეტი პასი გააკეთა სეზონში. ადრე ამას მხოლოდ მცველები აკეთებდნენ.
ჯეიმსი გახდა მეექვსე კალათბურთელი, რომელმაც კარიერაში ყველაზე შედეგიანი და საუკეთესო ასისტენტის ჯილდო მიიღო. აქამდე ეს ოსკარ რობერტსონს, ჯერი ვესტს, ნეიტ არჩიბალდს, რასელ ვესტბრუკსა და ჯეიმს ჰარდენს გაეკეთებინათ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
