საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სლოვენიასთან ცუდი მატჩი ჩაატარა და 67:88 დამარცხდა.ილიას ზუროსის გუნდი თავიდანვე 12 ქულით ჩამორჩა, მაგრამ თამაში გამოასწორა და მეოთხედი 17:16 მოიგო. თანაბარი თამაში მიდიოდა მეორე მეოთხედის შუაწელამდეც, მაგრამ ბოლოს მეტოქე 12-ქულით დაწინაურდა და ტაიმიც ასეთი სხვაობით წავაგეთ – 33:45.
შესვენების შემდეგ სლოვენიამ უპირატესობა მხოლოდ ქულით გაზარდა, მაგრამ საკუთარი თამაში ბოლო პერიოდში იგრძნო და მატჩის ბედიც საფინალო სასტვენამდე გადაწყდა.
ზუროსის გუნდს ბევრი შეცდომა ჰქონდა, თითქმის ყველა კომპონენტი წავაგეთ, მაგრამ ყველაზე ცუდი იყო სროლის პროცენტული მაჩვენებელი. ამის დასტურია, რომ 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ სანდრო მამუკელაშვილი (21 ქულა, 7 მოხსნა) და კახა ჯინჭარაძე (12 ქულა) გადასცდნენ.
ლუკა დონჩიჩმა ისტორიული სამმაგი დუბლის ზღვარზე გაირა – 34 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა ჰქონდა. გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში სამმაგი დუბლი ჯერ არავის დაუფიქსირებია.
მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მაინც დარჩა. საქმე ის არის, რომ დღეს კაპო ვერდემ 81:75 მოუგო ვენესუელას, რომელსაც ბოლო ტურში ვეთამაშებით და 16 ქულით არ უნდა წავაგოთ. პარალელურად კი, და კაპო ვერდემ სლოვენიას არ უნდა მოუგოს. ეს ცხადია, უფრო ილუზიაა. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
