მადრიდის „ატლეტიკომ” შესაძლოა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადამდგარ ლუის ენრიკეს შესთავაზოს სამსახური. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 2023 წელს ესპანეთის დედაქალაქის კლუბს არგენტინელი მწვრთნელი დიეგო სიმეონე დატოვებს. მოგეხსენებათ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლუის ენრიკესთან კონტრაქტი მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკოსთან წაგების შემდეგ შეწყვიტა. „ბარსელონას” ყოფილი თავკაცი ახლა ფეხბურთისგან დასვენებას აპირებს და ამბობს, რომ საქმეს ზაფხულიდან დაუბრუნდება. ამასობაში,...
ჭდე: ლუის ენრიკე
ესპანეთში ლუისი ლუისმა შეცვალა
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თანამდებობა დატოვა. მასთან ერთად დაითხოვეს სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი — ეს ინფორმაცია ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. „ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ ეროვნული ნაკრებისთვის ახალი პროექტი უნდა დაიწყოს, რომელიც გუნდის წინსვლას უზრუნველყოფს. ლუის ენრიკესა და მის შტაბს წარმატებას ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში. ამ მწვრთნელმა ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის,...
ოი, შეყვარებულისათვის…
„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელს ფერან ტორესს ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის, ლუის ენრიკეს (მისი გვარია მარტინეს გარსია) ქალიშვილი სირა მარტინესი ჰყვარებია. „ელ მუნდოს“ ინფორმაციით, ახალგაზრდები ტოლები არიან — 21 წლისანი. მოგეხსენებათ, ფერან ტორესის გადაბირებას „ბარსელონა“ ცდილობს და ტრანსფერის გაჩარხვასაც არაფერი აკლია. სირა მარტინესი კი სწორედ ბარსელონაში ცხოვრობს, რაც ფორვარდისთვის დამატებითი სტიმულია. ფერან ტორესი „ბარსას“ ახალი მწვრთნელისთვის, ჩავისთვის მეორე...
როჯერსი სულშერს ელის
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოლე გუნარ სულშერის შემცვლელზე მუშაობა დაიწყო. მანკუნიელთა ხელმძღვანელობისთვის, „ლივერპულთან“ და „სიტისთან“ მარცხი უპატიებელია, რის გამოც ნორვეგიელს სიტუაციის გამოსწორების შანსი აღარ ექნება. ამ მომენტისთვის, უცნობია სულშერს როდის გაათავისუფლებენ, ეს შესაძლოა სეზონის ბოლოსკენაც კი მოხდეს. მწვრთნელი და მისი გუნდი კი 10-დღიანი შვებულებიდან საწვრთნელ ბაზას დღეს დაუბრუნდნენ. „მანჩესტერის“ ბოსები „აიაქსის“ ერიკ ტენ ჰაგის და ესპანეთის ნაკრების...
ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიდის
ალვარო მორატას მიერ თამაშის მიწურულს გატანილმა გოლმა ესპანეთს შვედეთთან გადამწყვეტ შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა (1:0), რის შედეგადაც „ლა როხამ“ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. სევილიის „ესტადიო ლა კარტუხაზე“ B ჯგუფის ზედა ორი ადგილი ასე განაწილდა: პირველზე 19 ქულით ესპანეთი გავიდა, მეორეზე კი 15 ქულით შვედეთი. შვედებს ყატარში მოსახვედრად ფლეი-ოფში გამარჯვება მოუწვევთ. შეხვედრა ნერვიულად მიმდინარებდა და...
სიტყვა ფრე არ გავიგონო!
ვინაიდან საქართველოს ნაკრების შვედეთთან გამარჯვების სიხარული ჯერ არ გაგვნელებია, ერთხელაც გადავხედოთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების B ჯგუფს, სადაც შვედებს საქმე გაურთულდათ და კვირას სევილიაში ესპანეთის დამარცხება სჭირდებათ. თუ ვერ მოიგებენ, პირველ ადგილზე ესპანეთი გავა და „ყატარი 2022“-ის ავტომატურ საგზურს მოიპოვებს, სკანდინავიელებს კი დამატებითი წვალება მოუწევთ. ფრე ესპანელებისაა. იმ დღეს, როდესაც საქართველომ შვედეთს აჯობა (2:0), „ლა...
კვირას სევილიაში ჯოჯოხეთს ველით
პაბლო სარაბიას მიერ პირველი ტაიმის 26-ე წუთზე გატანილმა პენალტმა ესპანეთის ნაკრებს ათენის ოლიმპიურ სტადიონზე სამი ქულა მოუტანა. ლუის ენრიკეს გუნდმა საბერძნეთს 1:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. შესარჩევი შეჯიბრების ბოლო ტურში ესპანელები სევილიაში შვედებს უმასპინძლებენ. გამარჯვებული პირდაპირ მოხვდება „ყატარი 2022“-ზე. „ლა როხას“ ფრეც ყოფნის. არადა, აქამდე B ჯგუფის ცხრილს შვედები...
საქართველოს აბელი შეუტევს
„ბრაგას“ 21 წლის თავდამსხმელი აბელ რუისი ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებში გამოიძახა. პორტუგალიური „ა ბოლა“ წერს, რომ ეს „ლა როხას“ შემადგენლობაში ყველაზე დიდი სიურპრიზია. ესპანელებს შემდეგი სამი მატჩი უწევთ შვედეთის ნაკრებთან სტოკჰოლმში, საქართველოს ნაკრებთან ბადახოსში და კოსოვოსთან პრიშტინაში. ესპანეთი საქართველოს 5 სექტემბერს მასპინძლობს. სამივე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩია. აბელ რუისს დიდ ნაკრებში ერთი შეხვედრა...
ლუის ენრიკე: ოლმომ არანორმალურად ითამაშა
ევრო 2020-ის ნახევარფინალში იტალიასთან პენალტებით დამარცხების შემდეგ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე იმედგაცრუებას ვერ მალავდა, მაგრამ ცდილობდა მომხდარი ამბის დადებითი მხარეები დაენახა. „ამ ჩემპიონატით უნდა ვიამაყოთ, — თქვა მან, — ნაკრებმა თავისი ფეხბურთი ითამაშა. რასაკვირველია, გამარჯვება სასიამოვნოა, დამარცხება კი ცუდი, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა სიამაყე არ მოჰგვარა. მეც ვამაყობ ჩემი...
ლუის ენრიკე: მისტვინონ, ჩემთვის სულერთია
ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებებმა მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” 0:0 ითამაშეს. მატჩის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის ენრიკემ თქვა, რომ ფრის მიუხედავად ის თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია. მწვრთნელმა აგრეთვე თქვა, რომ 18 წლის ნახევარმცველი პედრი „ბარსელონაში” ჩატარებული დამქანცველი სეზონის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ მზად არის. პედრი წარმოშობით კანარის კუნძულებიდან, კერძოდ ტენერიფედანაა, მაგრამ 2019 წლიდან „ბარსაშია”. ლუის ენრიკემ...









