areanapoli-ს ინფორმაციით, „ნაპოლის” ხელმძღვანელობასა და ესპანეთის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, 53 წლის ლუის ენრიკეს შორის ურთიერთობა არ შეწყვეტილა.
პორტალი ეყრდნობა სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის ალფრედო პედულას ინფორმაციას, რომელმაც თავის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
მეორე მხრივ, იმავე ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ლუის ენრიკე ყოყმანობს და ამ ყოყმანის მიზეზი არც ხელფასია და არც ესპანელის სურვილი მაინცდამაინც პრემიერლიგაში გადავიდეს.
„ლუის ენრიკეს „ნაპოლიში” მუშაობის იდეა მოეწონა, მაგრამ ის დააბრკოლა კატეგორიულმა მოთხოვნებმა („ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა”) და არა პრემიერლიგაში მუშაობის სურვილმა.
მას პრემიერლიგა მოსწონს, თუმცა სხვადასხვა ქვეყნების ჩემპიონატებს შორის მკვეთრ საზღვარს არ ავლებს. მას მხოლოდ რეალურად კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნის პროექტი სჭირდება”, — დაწერა პედულამ.
ესპანეთის ნაკრების გარდა ლუის ენრიკე წვრთნიდა „რომას”, „სელტასა” და „ბარსელონას”, რომელსაც 2014-15 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
areanapoli წერს, რომ სადღეისოდ „ნაპოლის” მწვრთნელობის ყველაზე რეალური კანდიდატი „ფიორენტინას” თავკაცი ვინჩენცო იტალიანოა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
