ცნობილი გახდა, თუ რომელი ფეხბურთელების ხილვა სურს პსჟ-ში, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, თუ ის პარიზელთა დამრიგებელი გახდება – წერს „ტვიტერში“ Sports Zone.
წყაროს ცნობით, ენრიკეს სურს აქტიური მონაწილეობა მიიღოს მომავალ სატრანსფერო ფანჯრისას. ესპანელ სპეციალისტს „ტოტენჰემის“ თავდამსხმელის, ჰარი კეინის შეძენა განუზრახავს. ასევე, ენრიკე წინააღმდეგი არ იქნება ნახევარმცველების, ბერნარდუ სილვას („მანჩესტერ სიტი“) და ლი კან ინის („მალიორკა“), მცველის, ლუკას ერნანდესის („ბაიერნი“) და თავდამსხმელის, მარკუს ტიურამის („გლადბახი“) ტრანსფერებისა.
ენრიკეს ასევე სურს პსჟ-ში ნახევარმცველი მარკო ვერატი და თავდამსხმელი ნეიმარი დარჩნენ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
სიახლეები12/10/2026 | 00:12საქართველო მსოფლიოში მესამეა
სარბიელი04/10/2026 | 19:45სარდალას მესამე…
