ჯეიმი კარაგერმა ჯონ ტერისთან ლაპარაკში ფერნანდო ტორესის „ლივერპულიდან” „ჩელსიში” გადასვლის ამბავი გაიხსენა და თქვა, მაშინ, ჩვენ, ლივერპულელებმა, ძალიან კარგად ვიცოდით, რომ გატყუებდით, ტორესი 50 მილიონი ნამდვილად აღარ ღირდა და რომ მოტყუვდით, გაოცებისგან პირი დავაღეთო. „ენფილდის” ლეგენდამ დასძინა, რომ 2011 წელს „ელ ნინო” უკვე თავისი თავის ჩრდილიღა იყო. ფერნანდო ტორესი „ლივერპულში” „ატლეტიკოდან” 2007 წელს გადავიდა და...
ჭდე: ლივერპული
პრემიერლიგა 35-დღეში
ინგლისში აქტიურად ვრცელდება სხვადახვა ვარიანტი საფეხბურთო ცხოვრების გაგრძრლებასთან დაკავშირებით. ყველაზე სარწმუნო ვერსიას კი ბრიტანული Telegraph-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, პრემიერლიგა ივნისის დასაწყისში უნდა განახლდეს და სულ რაღაც 35 დღეში დასრულდეს. მატჩების რაოდენობა არ შემცირდება, უბრალოდ გუნდები ყოველ სამ დღეში ერთხელ ითამაშებენ, ანუ კვირაში ორ მატჩს ჩაატარებენ, თანაც დახურულ კარს მიღმა. არსებობს ვერსია, რომ შეხვედრები ნეიტრალურ მოედნებზე...
საფეხბურთო ქარვასლა კი მუშაობს
ზინედინ ზიდანი ამ ზაფხულს სადიო მანეს ყიდვას შეეცდება. და „ლივერპულის” საპასუხო გეგმა არ მოგწონთ? მაშინ, მერსისაიდელები „პარი სენ ჟერმენიდან” კილიან მბაპეს გადაბირებაზე იმუშავებენ. ცნობილია, რომ „რეალის” თავკაცი 28 წლის სენეგალელის დიდი თაყვანისმცემელია, რაც „ენფილდზე” იციან და მის სარფიან წინადადებას ელიან. მანემ „ლივერპულთან” ბოლო კონტრაქტი წელიწადნახევრის წინ გააფორმა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ის „ლივერპულში” 2023 წლამდე უნდა...
ფანი ბუნების მოვლენებთან ბრძოლაში
უცნაური ამბავია: ასეთი საფეხბურთო კვირა გვქონდა და ლაპარაკი ერთი ჩვეულებრივი რამით დაიწყო. სინათლე! სინათლე ჩვენს ფანჯრებში. ფანჯრებში კი ტელევიზორს ვგულისხმობ, რადგან ღირსეული ანტენით შეჭურვილი ტელევიზორი დღეს ნამდვილი ფანჯარაა ევროპაში, გამორჩევით კი საფეხბურთო ფანისათვის. რა, რა და ტელევიზორი მთავარი რამ არის. არიან „დვიჟოკიანი“ ქომაგები, „დვიჟოკიანი“ დაწესებულებები. არიან ქომაგები, რომლებიც კლუბებში ან კიდევ ტელეკომპანიებსა და გაზეთების რედაქციებში...
კორონამ ლეგენდას შეუტია
„ლივერპულის” ლეგენდას, კენი დალგლიშს, რომელიც 1979 წლის შემოდგომაზე თბილისშიც არის ნამყოფი და იმ დაუვიწყარ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, როდესაც „დინამომ” მრისხანე მეტოქეს (ჩემპიონთა თასის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულს) 3:0 მოუგო, კორონავირუსი დაუდგინეს. ოჯახის წევრების ცნობით „ენფილდის” ვარსკვლავს სიმპტომები საერთოდ არ ჰქონია და ტესტი რომ არ გაეკეთებინა, ვერც კი მიხვდებოდა, რომ ავადაა. მათ აგრეთვე თქვეს, რომ...
მანე – ბიჭი ოქროს გულით
სადიო მანე პირველი სიდიდის ვარსკვლავია მსოფლიო ფეხბურთში და უპირობო ლიდერი სენეგალის ნაკრებში. ექსპერტები პრემიერლიგის წლის საუკეთესოს ტიტულსაც უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ვარსკვლავური იმიჯის შექმნას სულაც არ ცდილობს. „რად მინდა ათი „ფერარი“ ან ბრილიანტებიანი საათების კოლექცია?! რა სიკეთეს მომიტანს ეს ნივთები მე ან ჩემს ახლობლებს?!” – კითხულობს მანე. ამ რიტორიკულ კითხვებზე პასუხი მისსავე ბავშვობაში იმალება. მანე პატარა სენეგალურ...
როგორ შეიძლება ლივერპული ჩემპიონი არ გახდეს?!
უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ამბობს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, „ლივერპული” ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონი გახდება. ჩეფერინს სწამს, რომ მერსისაიდელები ტიტულს იმსახურებენ. მართლაც, ჩემპიონატის შეწყვეტის მომენტისთვის, „ლივერპული” უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის” 25 ქულით უსწრებდა და გამარჯვების ოფიციალურად გაფორმებამდე ორად ორი მოგებაღა რჩებოდა. მოგეხსენებათ, შემდეგ პანდემიამ პრემიერლიგის ჩემპიონატი შეაჩერა, თუმცა ერთიცაა — კლუბების თავმჯდომარეებს იმედი აქვთ,...
მინდა ვიყო ლეგენდა
„ლივერპულის“ ნიდერლანდელმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა, ჟურნალისტებს კლუბში მისი მთავარი მიზნის შესახებ უამბო. „მსურს „ლივერპულის“ ლეგენდა გავხდე. მსურს კიდევ ბევრი ტიტული მოვიგო. ახლა შესანიშნავი გუნდი გვყავს. ყველაფერი გვაქვს, იმისათვის, რომ გამარჯვებები გავაგრძელოთ. მწვრთნელი, რომლისაც გვჯერა, უნივერსალური შემადგენლობა, თამაშის სტილი, რომელსაც მხოლოდ გამარჯვება მოაქვს, სტადიონი და გულშემატკივრები, რომლებსაც დიდი როლი ეკისრებათ კლუბის ცხოვრებაში. დიახ, მსურს ერთ-ერთი...
ლივერპულმა ლივერპული გააღიზიანა
ინგლისის „ლივერპულის“ ბოსებმა მეტისმეტად უგუნური ნაბიჯი გადადგეს. მათ იძულებით შვებულებაში გაუშვეს კლუბის თანამშრომელთა ნაწილი. საუბარია ძირითადად მომსახურე და ტექნიკურ პერსონალზე, თუმც ეს ხალხი სრულ ხელფასს შვებულებისასაც მიიღებს. მაშ რაშია საქმე? ბრიტანეთში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც იძულებით შვებულებაში გაშვებულ პირებს ხელფასის 80 პროცენტს სახელმწიფო უხდის, თუ ეს თანხა 2500 გირვანქას არ აღემატება. სწორედ ამ კატეგორიაში გადის...
ლივერპული, ენფილდ როუდი. რობი ფაულერს
არიან ფეხბურთელები, უსაზღვროდ რომ უყვართ თამაში. არიან ფეხბურთელები, რომლებისთვისაც თამაში უბრალოდ პროფესიაა. ასევე, არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რახან მოედანზე გამოვიდნენ, უნდა მოიგონ და მათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, როგორ მიაღწევენ გამარჯვებას. მაგალითად, ხუან ესნაიდერს შეუძლია ადამიანს ტყუპი წიხლი ჩაჰკრას, რადგან ხედავს, რომ წაგებულია. მას ასევე შეუძლია ლოყაზე ხელი მოუთათუნოს და დასცინოს მამისტოლა კაცს, რომელმაც...









