„ლაიფციგის“ თავდამსხმელი ტიმო ვერნერი მილანის „ინტერის“ სამიზნე გახდა. დიდი შანსია, რომ „ნერაძურის“ ზაფხულში ლაუტარო მარტინესი გამოაკლდეს, ამიტომ თავდამსხმელის ყიდვა აუცილებლად დასჭირდება. მილანელები თვლიან, რომ ვერნერი მათი გუნდისთვის მისაღები კანდიდატურაა. რატომაც არა… ვერნერი 24 წლის არის და კარიერის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინ აქვს; გოლების გატანა შეუძლია – მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში ვერნერმა 37 მატჩში 27...
ჭდე: ლივერპული
ჩავის რჩევა ბარსას
„ბარსელონას“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ჩავიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ ურჩევდა „ბარსას“ „ლივერპულისა“ და „არსენალის“ შემტევების, სადიო მანესა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძნას. „მანე და ობამეიანგი გახსნილ სივრცეში ნამდვილი მკვლელები არიან. მაგრამ „ბარსელონას“ სჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც ჩაკეტილ სივრცეებში შეუძლიათ თავის გამოჩენა. ასეთების პოვნა კი ადვილი არ არის. ამ მხრივ ეტოო იდეალური იყო. ახლა მსგავსი ლუის სუარესია. ნეიმარი? ის...
ომი ძანიოლოზე
20 წლის იტალიელ ნიკოლო ძანიოლოზე დიდი ტაციაობაა ატეხილი. ბრიტანული მედიის ცნობით, „რომას“ ფეხბურთელის გადაბირება „ლივერპულს“ სურს. ტრანსფერს ზაფხულში ელიან. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ მერსისაიდელებს ძალიან უნდათ ფეხბურთელის გადაბირება; ხოლო მეორე – „რომას“ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ძანიოლოს გაშვება ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია. თუმცა, ძანიოლოს იტალიიდან გაშვება არ სურს ტურინის „იუვენტუსს“ და „რომას“ სანაცვლოდ...
არავინ ლივერპულის გარდა
გერმანიის ეროვნული გუნდისა და „ლაიფციგის“ 24 წლის ფორვარდ ტიმო ვერნერს მსურველები ნამდვილად არ აკლია. „ჩელსიში“ ან „მანჩესტერში“ გადასვლის პერსპექტივა (შესაბამისი სახელფასო წახალისებით) ნებისმიერ ფეხბურთელს დაახვევდა თავბრუს, თუმც არა ტიმოს. ვერნერი აქამდეც აცხადებდა, რომ მისი ოცნების გუნდი „ლივერპულია“, დამატებითი მოტივაცია კი თანამემამულე იურგენ კლოპთან მუშაობის პერსპექტივა. ეს სიმპათია ორმხრივია, რაც ტიმო ვერნერმა და იურგენ კლოპმა პირადი...
როგორ დამეგობრდნენ ლივერპული და მანჩესტერი
იცით ვინ არის „ლივერპულის“ ყველაზე დიდი მტერი? თანაქალაქელი „ევერტონი“? არა – ეს „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლავთ. იგივეა საპირისპირო მხარესაც – „მანჩესტერისთვის“ თანაქალაქელი „სიტი“ არ ითვლება ყველაზე დიდ მოძულედ. მანჩესტერში „ლივერპულის“ ატანა არ აქვთ. თუმცა, 105 წლის წინ, 1915 წელს „ლივერპულმა“ და „მანჩესტერმა“ ერთმანეთში მოლაპარაკებული მატჩი გამართეს, რაც ისტორიაში შესულია როგორც The Good Friday Scandal. ომი ახლოვდებოდა....
ლივერპული შეურაცხყოფილია
ინგლისის თითქმის ჩემპიონი „ლივერპული” შეურაცხყოფილია, რადგან ქვეყნის საფეხბურთო საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ „რესტარტის” შემდეგ თამაშები „ენფილდზე” არ უნდა გაიმართოს. მიზეზი: ადგილობრივ ფანებს არ ენდობიან! მათ ქალაქში ფეხბურთი რომ დააბრუნო, სხვა ქალაქების მაცხოვრებლებისგან განსხვავებით სოციალური დისტანცირების წესებს ვერ დაიცავენო. განვმარტოთ: ინგლისში პრემიერლიგის ჩემპიონატის განახლებას ცარიელი ტრიბუნების წინაშე და… ნეიტრალურ სტადიონებზე აპირებენ. კლუბები კი საფეხბურთო ხელისუფალთ სთხოვენ,...
როცა კლოპი მთვრალია
„ლივერპულის“ მცველმა, ენდრიუ რობერტსონმა, ჟურნალისტებს უამბო, თუ როგორ იქცევა წითლების მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, როცა ნასვამია. „როცა კლოპი მთვრალია, ის ორმაგად კლოპია. ყოველთვის ამბობს, თუ რაიმეს აკეთებ, ასი პროცენტით უნდა შეასრულო, ასი პროცენტით დაიხარჯო თამაშისას, ასი პროცენტით იმუშავო ვარჯიშებზე, ასევე ასი პროცენტით გაილაღო წვეულებებზეო. თავადაც ასე იქცევა. დალევს ხოლმე და მერე სამჯერ თუ ოთხჯერ მეტად...
ქულათა იურგენული განაწილება არ ივარგებს
პრემიერლიგის კლუბებს უცბად შეეშინდათ, რომ „ლივერპული” როგორც კი ჩემპიონის ტიტულს გაინაღდებს, ყმაწვილებით განაგრძობს თამაშს და ამით კორონავირუსის მიერ ისედაც დაკნინებულ ჩემპიონატს კიდევ უფრო დააკნინებს. რატომ მოუვიდათ ეს აზრი თავში? იმიტომ, რომ იურგენ კლოპი თებერვალში, ფეხბურთის ასოციაციის თასის საპასუხო შეხვედრაში, „შრუსბერის” წინააღმდეგ სწორედ ასე მოიქცა. პრემიერლიგის ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: „ლივერპული” მდევარ „მანჩესტერ სიტის” 25 ქულით უსწრებს....
რეალი მეოთხეზე გავიდა
სანამ საფეხბურთო სამყარო მონატრებული სანახაობის მოლოდინში ხელებს იფშვნეტს, სპორტული მედია მისთვის ათას ვირტუალურ კონკურს-შეჯიბრებას იგონებს. ესპანურმა „მარკამ“ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანიც საფეხბურთო კლუბის ყველაზე ლამაზი ემბლემის გამოვლენა იყო. 3,2 მილიონი მკითხველის აზრით, მსოფლიოში ულამაზესი ლოგო მაროკოულ „რაჯა კასაბლანკას“ აქვს. 3 მილიონი ხმით მეორე ადილზე ეგვიპტური „ალ-აჰლი“ გავიდა, მესამე კი ბრაზილიური ფლუმინენსე (169 ათასი ხმა) გახლავთ....
ახალციხე 400 მილიონად
ინგლისური „ნიუკასლის“ შესაძენად არც თუ სახუმარო ბრძოლა გაჩაღდა. კლუბის დღევანდელი მფლობელი, მილიარდერი მაიკ ეშლი დიდი ხანია ეძებდა მსუყე შეთავაზებას. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ იბნ სალმანი მზადაა, ინგლისურ „ახალციხეში“ (როგორც კლუბის სახელი ითარგმნება) 345 მილიონი ევრო გადაიხადოს. მაიკ ეშლი ყაბულს იყო, მაგრამ ლიგას ჯერ არ მიუცია გარიგებაზე დასტური. ერთ-ერთი მიზეზი...









