იურგენ კლოპი, გაისად, შეიძლება შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს — ეგვიპტის ნაკრებს მო სალაჰი ოლიმპიადაზე სჭირდება, ოლიმპიადა კი, არ არის გამორიცხული, 2021 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს. ამას კიდევ რა უშავს, აფრიკის თასი, რომელიც კამერუნში გაიმართება, უკვე გადატანილია. ეს შეჯიბრება 2021 წლის იანვარსა და თებერვალში ჩასვეს, რასაც მერსისაიდელთა თავკაცმა კატასტროფა უწოდა. წარმოიდგინეთ, რომ „წითლებს” ერთდროულად შეიძლება დააკლდეთ...
ჭდე: ლივერპული
ძრავასავით კაცი…
იურგენ კლოპი რომ ქარიზმატული კაცია და არც იუმორი დაეწუნება, ცნობილი ამბავია. აი, ამას წინათ, კორონავირუსის შესახებ ჰკითხეს, მან კი მიუგო: „ბეისბოლის კეპი მახურავს და წვერგაუპარსავი ვარ, მე რას მეკითხებით, ვისაც მაგისი გაეგება, იმათ ჰკითხეთ.“ ახლა კი, ამ ეპიდემიის გამო პრემიერლიგის გათამაშება შეწყვეტილია და გერმანელიც „ენფილდს“ ინტერვიუსთვის ეწვია. ინტერვიუც ისეთი იყო, თავისუფალი ჩარჩოებისგან. რამდენიმე ციტატა: …...
ალან შირერის ბლოგი
სეზონის არ-დამთავრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი სხვა გზა აღარ იქნება. მანამდე კი საჭიროა საკითხი განვიხილოთ ყოველი კუთხით, უნდა გადავხედოთ ყველა შესაძლო სცენარს, თუნდაც ისეთს, რომელიც შემდეგი სეზონის დაწყების გვარიანად გადაწევას გულისხმობს. დღეს არსებობს უამრავი აზრი, ვარაუდი. და გასაგებია, რომ ამწუთას გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია წინა პლანზე, მაგრამ თუ (და ეს ძალიან დიდი „თუ”-ა) სეზონს ვერ...
პრემიერლიგას განულებაც ემუქრება
სამკვირიანი შეჩერება კი გადაწყვიტეს, მაგრამ დიდი შანსია პრემიერლიგის შეფებს სეზონის დასრულებულად გამოცხადება მოუწიოთ. ყოველ შემთხვევაში ზეწოლა დიდია და ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების დინამიკაც ამას უწყობს ხელს. ინგლისის უმაღლესი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმშვენიერესი ლიგის 20 მეწილე ვერდიქტის გამოსატანად ორიოდ დღეში შეიკრიბება. რას შეიძლება ველოდოთ? სულ მცირე ორ კლუბს გაუხარდება თუკი სეზონი გაუქმდება და „ლივერპული” 1990 წლის...
ახალი ჩემპიონთა ლიგა?
უეფა მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანია Relevent Sports-თნ, რაც მიზნად ისახავს ახალი საზაფხულო ტურნირის გამართვას, რომლის ფორმატიც, ფაქტობრივად ჩემპიონთა ლიგის იდენტური იქნება. მასში უძლიერესი ევროპული კლუბები ჩაერთვებიან, საკვალიფიკაციო და ჯგუფურ ეტაპებს გაივლიან და მერე უძლიერესს ფლეი-ოფში გაარკვევენ. ხელშეკრულება რვაწლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს და უკვე 2021 წელს პირველად გაიმართება. პირველ ეტაპზე ტურნირს აშშ-ი უმასპინძლებს, მერე კი აზიაში გადაინაცვლებს. ამ...
ტრადიცია, ღირსება და ძალა
„ზაარბრუკენმა“ საფეხბურთო სამყაროს თავი კიდევ ერთხელ შეახსენა. გერმანიის თასის 1/4 ფინალში, ამ მეოთხელიგელმა გუნდმა, „დიუსელდორფი“ პენალტების სერიაში (7:6) დაამარცხა და პირველი კლუბი გახდა, რომელიც ასეთი დაბალი ლიგიდან ნახევარფინალში გავიდა. და რა გაუკეთებია ამ გუნდს აქამდე ისეთი, ფეხბურთის ქომაგის ყურადღება რომ მიიპყროს? მაგალითისთვის, შორეულ 1951 წელს უნდა მივაკითხოთ, როდესაც ეს გუნდი, საერთაშორისო რანგის შეხვედრაში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“...
სტარიჯი ყომარში გამოიჭირეს
ათი წლის წინ ათი ინგლისელი ქომაგისთვის რომ გეკითხათ, ქვეყანაში ამომავალ ვარსკვლავად ვის მიიჩნევთო, სულ მცირე შვიდი, დენიელ სტარიჯიო, გიპასუხებდათ. მართლაც, ყველაფერი კარგად დაიწყო: „ჩელსიში“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თავი ევრო თუ მსოფლიო ჩემპიონატიდანაც დაგვამახსოვრა და მერე, „ლივერპულს“ ტრანსფერისთვი 15 მილიონი გირვანქის გადახდა მოანდომებინა... მერე იყო ტრავმები, რამდენიმე განათხოვრება და სათადარიგო ფორვარდის სტატუსი. წინა ზაფხულის მერე ლიგის...
ლივერპულს გულზე მოეშვა
ოცნება დაუმარცხებელი სეზონის შესახებ დაიმსხვრა. ახლა იურგენ კლოპი აცხადებს, რომ მისი გუნდი არ გატყდება და დასახულ მიზნებს ახალი ძალით შეუტევვს. თუკი ვინმემ „ლივერპულის” „უოტფორდთან” 0:3 წაგებით გაიხარა, „არსენალის” ფანები არიან. მიზეზი: პრემიერლიგაში, დაუმარცხებელი ჩემპიონები მხოლოდ არსენ ვენგერის „მეთოფეები” (2003-04) იყვნენ და ასეთად რჩებიან. თან, წაგებაც არის და წაგებაც: 0:3 გუნდთან, რომელიც გავარდნის საშიშროების წინაშე დგას,...
თუ დასცალდა ლივერპულს…
ჩინეთის ქალაქ უხანში აფეთქებული ვირუსული ინფექცია ორ თვეში 56 ქვეყანას მოედო და 3 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კორონავირუსმა სპორტსაც შეუტია და ამ მიზეზით რიგ ქვეყნებში არაერთი ღონისძიება გადაიდო ან ჩაიშალა. ევროპაში, ვირუსის ყველაზე ბევრი შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება რის გამოც სერია ა-ს რამდენიმე მატჩი გადაიდო, ხოლო ევროპა ლიგის განმეორებითი დაპირისპირება „ინტერსა“ და „ლუდოგორეცს“ შორის უეფას...
კლოპი და 11 ტური
„ვესტ ჰემის“ ნაწვალები გამარჯვების შემდეგ „ლივერპული“ ორი დიდი გუნდის ორ მიღწევას გაუთანაბრდა და მომდევნო მატჩში წარმატება უკვე სარეკორდო იქნება. მაშ ასე: „ლივერპულმა“ ლონდონელ ჩაქუჩებთან მოგებით პრემიერლიგის 27 ტურის შემდეგ 79-ე ქულა მიიღო და ამ მაჩვენებლით ალექს ფერგიუსონის დროინდელ მანჩესტერის შედეგს გაუთანაბრდა. 1998-1999 წლების სეზონში სერ ალექსის გუნდი სწორედ 79 ქულით გახდა გახდა ინგლისის ჩემპიონი და...








