საზღვარგარეთ გატარებული ექვსი წლის შემდეგ 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ემრე ჩანი გერმანიაში დაბრუნდა და „დორტმუნდის” საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: „ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ კლუბის, სადაც ვთამაშობდი („ლივერპული”, „იუვენტუსი”). უდიდესი გამოცდილება შევიძინე. უცხოეთში როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი გავიზარდე, დავღვინდი. იქ საუცხოო წლები გავატარე”. შემდეგ ჩანმა უფრო დაწვრილებით დაახასიათა ქვეყნები, სადაც ბურთის გორება მოუხდა. „ინგლისში...
ჭდე: ლივერპული
ლივერპულს ქვედა ლიგა უხსენეს
მეტისმეტად გადატვირთულმა საფეხბურთო ზაფხულმა ბევრ წეს-კანონშიც მოითხოვა ცვლილება. წესით, ინგლისში 2020-2021 წლების სეზონი ქვეყნის სუპერთასზე (Community Shield) მატჩმა უნდა გახსნას, თუმცა ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა გადამწყვეტი დაპირისპირებები ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაში. სუპერთასისთვის, მოგეხსენებათ, ჩემპიონმა და თასის მფლობელმა უნდა იბრძოლონ. ჩემპიონის ამბავი გასაგებია – „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგიდან მადრიდის „ატლეტიკომ“ გააგდო და სუპერთასისთვის აუცილებლად იბრძოლებს. რთულად...
კლოპი პენსიაში მიდის
იურგენ კლოპმა „ლივერპულთან“ ერთად აქამდე დაუპყრობელი მწვერვალი დალაშქრა და დიდი ალბათობით, წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულსაც ირგუნებს. ასეთ დროს ერთობ მოულოდნელი იყო 53 წლის გერმანელის მხრიდან პენსიაზე საუბარი. „საკუთარ თავს სიბერეში მწვრთნელად ნამდვილად ვერ ვხედავ. როცა მწვრთნელობა დავიწყე, 33 წლის ვიყავი და ჩემ თავს ვუთხარი: „აჰა, შინაარსიანი და დატვირთული 25 წელიც დაიწყო.“ მას შემდეგ „მაინცში“ შვიდნახევარი...
ალკანტარა ლივერპულის გზაზე
მიუნხენის „ბაიერნის“ ესპანელი ლეგიონერი ტიაგო ალკანტარა უახლოეს მომავალში „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდება. როგორც ირკვევა, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობასა და 29 წლის ფეხბურთელს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და დასკვნით სტადიაზეა. ბავარიელები ხსენებული გარიგების სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობენ. ბრიტანელებს კი თავის მხრივ, სატრანსფერო თანხის დაწევა სურთ. შეგახსენებთ, რომ ტიაგო ალკანტარასა და „ბაიერნს“ შორის მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის...
კლოპმა ჯობს ნაბახუსევს მიაწეროს
თამაშის წინ, რაჰიმ სტერლინგისთვის ალბათ დერეფნის გაკეთება და ტაშის დაკვრა უფრო ძნელი იყო, ვიდრე „მანჩესტერ სიტის” სხვა ფეხბურთელებისთვის. სტერლინგმა ხომ 2015 წელს, „ლივერპულიდან” გამოგდების შემდეგ თავის ყოფილ გუნდს ათ შეხვედრაში ერთხელაც ვერ გაუტანა. „ლივერპული” და „სიტი” ბოლოს ნოემბერში, „ენფილდ როუდზე” შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ სტერლინგი „წითლების” მოთამაშეს ჯო გომესს გაექაჩა, ხოლო ზუსტად მეორე დღეს, ნაკრების...
თავმდაბალი კლოპი და თავდასხმის მაჟორები
ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული „ლივერპული“ გახდა. 30-წლიანი ოცნების ხორცშემსხმელები ახლა არამხოლოდ ბითლზების ქალაქის გმირები არიან. მართლაც ფანტასტიურმა შემადგენლობამ მოიყარა თავი „ლივერპულში“, მაგრამ არავინ დავობს, რომ გუნდის უპირველესი ვარსკვლავი მისი გერმანელი დამრიგებელი იურგენ კლოპია. მიუხედავად ტრიუმფისა, ჰერ კლოპი კვლავაც მოკრძალებით გამოირჩევა და ეს მის ავტოსაც ეტყობა – ვარჯიშებზე და მატჩებზეც მთავარი მწვრთნელი Opel Insignia-თი დადის, რომლის ფასიც...
ეგონა, რომ დასცინებდა
ისინი ბუნდესლიგაში წლების განმავლობაში დიდი მოქიშპეები იყვნენ, ხოლო კუნძულ სილტზე მეზობლები არიან — ლაპარაკია „ბაიერნის” აღმასრულებელ შეფ, წარსულში ლეგენდარულ ფეხბურთელ კარლ ჰაინც რუმენიგესა და წარსულში „დორტმუნდის”, დღეს კი „ლივერპულის” მწვრთნელ იურგენ კლოპზე. რუმენიგე 64 წლისაა, ხოლო კლოპი 53-ის. „მე და იურგენ კლოპი სილტში ხშირად გადავეყრებოდით ხოლმე ერთმანეთს. ახლაც ცხადად მახსოვს 2012 წელი. ჩვენ ზედიზედ ორჯერ...
ანდრე დაჭრეს
„დერბი ქაუნთის” ფეხბურთელი ანდრე უიზდომი ნათესავთან მიდიოდა, მაგრამ საავადმყოფოში მოხვდა. ის დაჭრეს და გაძარცვეს. როგორც ჩანს, 27 წლის მცველს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის თავისი მანქანიდან გადმოდიოდა. ამბავი მერსისაიდში მოხვდა, ტოქსტეთში. „დერბი ქაუნთი”, მოგეხსენებათ, პრემიერლიგის შემდგომ დონეზე, ჩემპიონშიფში გამოდის, ანდრე უიზდომი კი 2012-17 წლებში „ლივერპულს” ეკუთვნოდა. საკუთრივ წითლების შემადგენლობაში მას 14 თამაში აქვს ჩატარებული; ძირითადად...
ჩემპიონი, თურმე, საუთჰემპტონი გახდა…
ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონ „ლივერპულს“ მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს. ფულს კი „საუთჰემპტონი“ მიიღებს. ვირჯილ ვან დაიკი, სადიო მანე, ადამ ლალანა და დეან ლოვრენი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც თავის დროზე „ენფილდზე“ სწორედ „საუთჰემპტონიდან“ გადავიდნენ. ახლა „წითლები“ იძულებულნი არიან ბონუსის სახით გულუხვად დააჯილდოოს ამ ფეხბურთელების მთავარი მიმწოდებელი. ბრიტანული მედიის ცნობით, ორივე კლუბის სატრანსფერო კონტრაქტებში საბონუსე სისტემა მითითებულია....
ფანატები ლივერპულს წვავენ
30-წლიანი პაუზის შემდეგ „ლივერპულმა“ როგორც იქნა, ნაინანატრი ჩემპიონობა მოიპოვა. გულშემატკივარიც, როგორც სჩვევია, ზეიმს ქუჩაში შეუდგა, მაგრამ ქალაქის მერმა სამართალდამცავ ორგანოებს მათი დაშლა დაავალა. ამის მიზეზი ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, Royal Liver Building-ში გაჩენილი ხანძარია. გავრცელებული ვერსიით, ხანძარი გულშემაკივრების მიერ ნასროლმა პეტარდებმა გამოიწვია. ამასთან, კორონავირუსის გამო 28 ივნისამდე შეზღუდვებია და მასობრივი აღნიშვნები აკრძალულია. მერსისაიდში კვლავინდებურად პროპორციულად...









