წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამხმელი, ექსპერტი ალან შირერი ამბობს, რომ მართალია „ლივერპულმა” წლევანდელი პრემიერლიგა 18-ქულიანი უპირატესობით მოიგო, მაგრამ შემდეგ ჩემპიონატში ერთი ცხენის ჯირითი აღარ იქნება. „მანჩესტერ სიტის” „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ჩელსი” შეუერთდებიან, რათა იურგენ კლოპს ამაყად გასეირნების საშუალება აღარ მისცენ. ბოლო ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას „დიდი ოთხეული” დაუბრუნდა. „იუნაიტედმა” დაუმარცხებლად განვლო 14 შეხვედრა და დამაგვირგვინებელ თამაშში...
ჭდე: ლივერპული
ვეტერანი დებიუტანტი
იტალიური „ბენევენტოს“ პრეზიდენტმა ორესტე ვიტორიტომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ კლუბი აპირებს კონტრაქტი გაუფორმოს დენიელ სტარიჯს. მისი კანდიდატურა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ლუკ რემიმ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. სტარიჯი 30 წლისაა და როგორც ცენტრფორვარდად, ასევე მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. მან უკვე მოასწრო „ლივერპულის“, „ჩელსის“ და „სიტის“ სახელით ბურთაობა, იტალიაში კი დებიუტი ექნება. სტარიჯის ბოლო გუნდი თურქული...
ფრენკს კლოპის ჭკუის სწავლება არ სჭირდება
ჰარი რედნაპმა თქვა, რომ ფრენკ ლემპარდი ტოპ-მწვრთნელი გახდება და ამ საქმეში ვინმეს რჩევა არ სჭირდება. ამასთან, ინგლისური ფეხბურთის ღვაწლმოსილმა ადამიანმა „ჩელსის” თავკაცსა და „ლივერპულის” მწვრთნელ იურგენ კლოპს ხმლების ქარქაშში ჩაგება და ცხოვრების ჩვეულებრივ გაგრძელება ურჩია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ლივერპულმა” „ჩელსის” „ენფილდ როუდზე” 5:3 მოუგო, რომლის დროსაც ლემპარდს მასპინძელთა სათადარიგო სკამთან შელაპარაკება მოუვიდა. „ლურჯების”...
გაკვირვებული პეპი
მიმდინარე პრემიერლიგას შესანიშნავად ატარებს „მანჩესტერ სიტის“ შემტევი კევინ დე ბრუინი, რომელიც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთი კანდიდატია. თუმცა, მისივე მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ ბელგიელი პრიზს ვერ აიღებს. „გამორიცხულია დე ბრუინმა პრიზი აიღოს. როდესაც ჩემპიონები ვხდებოდით, საუკეთესო ფეხბურთელები მაშინაც „ლივერპულიდან“ იყვნენ. ახლა, როდესაც ჩემპიონები გახდნენ, ისევ მისი ფეხბურთელი იქნება საუკეთესო. მიკვირს, უკეთესები რატომღაც ყოველთვის ლივერპულელები არიან“,...
ლივერპულმა ტიტულისკენ გასწია, ქურდმა ბიჭმა ჩემოდანი ასწია
როდესაც ფაბინიო პრემიერლიგის ჩემპიონობას ზეიმობდა, ფორმბიში მის სახლს ქურდები აცარიელებდნენ. ბრაზილიელი ნახევარმცველი შინ არ იყო ოთხშაბათ შუადღის 3 საათიდან, ხუთშაბათის ღამის 4 საათამდე და ბოროტმოქმედემა ეს ამბავი, როგორც ჩანს, ძალიან კარგად იცოდნენ. სავარაუდოდ ქურდები ფაბინიოს სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც ფეხბურთელი ჯერ კიდევ „ენფილდ როუდზე” იყო. იმ საღამოს „ლივერპულმა” „ჩელსის” მოუგო 5:3 და შემდეგ, ტრიბუნაზე მყოფი...
ჰენდერსონი დაბადებულიც არ იყო…
ეს, გამოცხადებული ტრიუმფის ქრონიკაა-„ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონია, უკვე ცხრამეტგზის… ძალიან ემოციური იყო საჩემპიონო თასის აღმართვა. მერსისაიდელთა კაპიტანმა, ეს პროცედურა ბოლო ორი წლის მანძილზე უკვე მეოთხედ შეასრულა. წინა სამის უშუალო შემსწრე ათასობით ქომაგი იყო, თუმც ცარიელი ტრიბუნების წინ, წუხანდელი თასაღმართვა, მაინც ყველასგან გამორჩეული გახლდათ, რაკიღა, ოცდაათი წელიწადი ელოდნენ მერსისპირა წითელ ნაწილში ამ ზეობას. კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი დაბადებულიც...
გიოტცე უფასოდაც ძვირია
მარიო გიოტცე „დორტმუნდს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაშორდა. ამ კვალიფიკაციის ფეხბურთელის უფასოდ აყვანის მსურველი, ბუნებრივია, ბევრი იყო და მათ შორის ფავორიტად „მილანი“ ითვლებოდა. იტალიურმა კლუბმა მოლაპარაკებაც კი წამოიწყო, მაგრამ მალევე უარი თქვა – ფეხბურთელის აგენტმა ხელფასად წლიური 8 მილიონი ევრო მოითხოვა. საყოველთაო კრიზისის პირობებში თანხა საკმაოდ შთამბეჭდავია, გიოტცე კი უბრალოდ კარგი ფეხბურთელია და არა ვარსკვლავი. ჯერ...
ამპარტავანი ლივერპული და იმედიანი ჩელსი
„ლივერპულმა” „ჩელსის” 5:3 მოუგო! ამ საღამოს, როდესაც იურგენ კლოპის ბიჭებმა „ენფილდ როუდზე”, პრემიერლიგის ჩემპიონის თასი მეგობრებისა და ოჯახის წევრების წინაშე აღმართეს, ფრენკ ლემპარდმა საბოლოოდ დაალაგა ყველაფერი: კვირას, ბოლო ტურში, „ლურჯებს” შინ, „ვულვერჰემპტონთან” ერთი ქულაც აწყობთ, ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება რომ მოიპოვონ. ამ თამაშიდან ექვს დღეში კი „ჩელსი” ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში „არსენალს” ხვდება. თუკი დასავლეთლონდონელები...
ენფილდი ჩემპიონებს ელის
„ლივერპული“ 2019-20 წლების სეზონში პრემიერლიგის გამარჯვებულისთვის განკუთვნილ თასს, საკუთარ, „ენფილდ როუდზე“ „ჩელსისთან“ 37-ე ტურის მატჩის შემდეგ, 22 ივლისს ჩაიბარებს, – გვამცნობს კლუბის ოფიციალური გვერდი. ფეხბურთელები, მწვრთნელები და პერსონალი თასს და ოქროს მედლებს, ფანატთა სექტორში (the Kop) საგანგებოდ მოწყობილ პოდიუმზე მიიღებენ. ამჟამად პოდიუმის დამონტაჟება უკვე მთავრდება. ჟურნალისტ ჯონათან ჰიგინსის ცნობით, უმაყურებლო სტადიონზე დაგეგმილია ფოიერვერკის მოწყობა და...
კლოპმა ცხოველიც კი აატირა (+ VIDEO)
ორშაბათს პატარა ინგლისური გუნდი „უიკომბი“ არსებობის 133-წლიან ისტორიაში პირველად აღზევდა ჩემპიონშიფში (რანგით მეორე დივიზიონში). გადამწყვეტ შეხვედრაში „უიკომბმა“ 2:1 დაამარცხა „ოქსფორდი“. ნამატჩევს ჟურნალისტებმა „უიკომბის“ სიმბოლოდ ქცეული ფეხბურთელი მოიქციეს ალყაში. ადებაიო აკინფენვუ ოფიციალურად ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდი გაბარიტების მქონე პროფესიონალ ფეხბურთელად. 38 წლის ადებაიო 185 სმ. სიმაღლისაა და 110 კილოგრამზე მეტს იწონის. წარმოიდგინეთ მეტოქე მცველების თავზარი, როცა...









