ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული „ლივერპული“ გახდა. 30-წლიანი ოცნების ხორცშემსხმელები ახლა არამხოლოდ ბითლზების ქალაქის გმირები არიან.
მართლაც ფანტასტიურმა შემადგენლობამ მოიყარა თავი „ლივერპულში“, მაგრამ არავინ დავობს, რომ გუნდის უპირველესი ვარსკვლავი მისი გერმანელი დამრიგებელი იურგენ კლოპია. მიუხედავად ტრიუმფისა, ჰერ კლოპი კვლავაც მოკრძალებით გამოირჩევა და ეს მის ავტოსაც ეტყობა – ვარჯიშებზე და მატჩებზეც მთავარი მწვრთნელი Opel Insignia-თი დადის, რომლის ფასიც ბრიტანეთში 18 ათას გირვანქას არ აღემატება…არადა, საფეხბურთო სამყაროში დაუწერელი კანონია: ავტომობილი მისი მფლობელის სტატუსს უნდა შეესაბამებოდეს. კლოპი ამას არას დაგიდევთ. საპირწონედ, „ლივერპულის“ მკვლელი თავდასხმის სამეულის ავტოები გამოდგება.
სადიო მანეს Bentley Continental 150 000 გირვანქა ღირს და მფლობელის იმიჯის სერიოზული დეტალია. პარტნიორს არც მო სალაჰი ჩამორჩა და Bentley Continental GT-ში 160 000 გირვანქა არ დაინანა.
ყველაზე ეპატაჟური ლივერპულელი კი ბრაზილიელი ბობი ფირმინოა: Lamborghini Urus 250 000 გირვანქამდე ღირს და ბობი შეყვარებული თინეიჯერივით ევლება თავს.
ყველაზე მთავარი ამ ისტორიაში იცით რა არის? იურგენ კლოპს კომპლექსის ნატამალიც არ ეტყობა იმის გამო, რომ გუნდის ავტოსადგომზე ყველაზე იაფი ავტოს მფლობელია.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
