თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში „ბარსელონა“ პრეზიდენტის, ხოსეპ ბართომეუს თვალწინ რომ დაამარცხა, საბედისწერო გამოდგა კატალონიელთა მწვრთნელის სვეტისლავ პეშიჩისთვის. კლუბის ხელმძღვანელობამ სერბი სპეციალისტი თანამდებობიდან გაუშვა.
ახლა „ბარსელონას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – შარუნას იასიკავიჩუსი, რომლის კონტრაქტი 3 წლით არის გათვალისწინებული.
ლიტველი სპეცილისტი ტოვებს ვილნიუსის „ჟალგირისს“, რომელსაც სათავეში 2016 წლიდან ედგა. მისი ხელმძღვანელობით ლიეტუვურმა კლუბმა პირველად მოახერხა ევროლიგის „ოთხთა ფინალში“ გასვლა. ეს 2017-18 წლების სეზონში მოხდა.
იასიკავიჩუსი „ბარსელონასთვის“ უცხო არ არის – კალათბურთელობისას კატლონიურ კლუბთან ევროლიგის 2002-03 წლის გათამაშება გამოიგო.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 21:29ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
