კვირას გვინეაში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამბოხებულებმა ქვეყნის პრეზიდენტი შეიპყრეს, არსებული კონსტიტუცია გააუქმეს და საზღვრები ჩაკეტეს. გვინეის ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი უნდა ეთამაშა მაროკოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. ცხადია, შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო. Sky Sports კი გვამცნობს, რომ ამ შემთხვევით ძალიან შეწუხებულან „ლივერპულში.“ მოგეხსენებათ, მათი ნახევარმცველი, ნაბი კეიტა გვინეელია და სანაკრებო...
ჭდე: ლივერპული
კლოპი ფეხბურთისგან დაისვენებს
ინგლისური “ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ კლუბთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ პაუზის აღება სურს. – როცა “ლივერპულთან” ჩემი კონტრაქტი ამოიწურება, პირველ რიგში მინდა გავიხსენო, რას ნიშნავს ნორმალური ცხოვრება. ერთწლიანი პაუზა — მე ხომ ასეთი არასოდეს მქონია. ვფიქრობ, ეს ერთი წელი ძალიან წამადგება. შესანიშნავი სამუშაო მაქვს, რომელიც მიყვარს. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ეს სამუშაო არასოდეს მთავრდება...
იყო თუ არა პენალტი?
„ენფილდზე“, „ლივერპულისა“ და „ჩელსის“ შეხვედრას, რომელიც 1:1 დამთავრდა, ვნებათაღელვა ახლდა. ამის მიზეზი იყო ლონდონელთა მცველის რის ჯეიმსის გაძევება, რომელმაც ინგლისში კამათი გამოიწვია. თავიდან სტუმრები იგებდნენ. ანგარიში კაი ჰავერცმა გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს კი სადიო მანეს დარტყმული ბურთი კარის ხაზზე მდგომ ჯეიმსს ჯერ ფეხზე მოხვდა, შემდეგ ხელზეც შეეხო და კარში ვერ შევარდა. „ლივერპულის“ ფეხბურთელებმა ეპიზოდი მყისვე...
მეორე ხუთწლედი ლივერპულში
შოტლანდიელმა მცველმა ენდრიუ რობერტსონმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი, რომელსაც მომავალ წელს გასდიოდა ვადა, 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება. რობერტსონი „ენფილდზე“ 2017 წლიდან თამაშობს და ძირითადი შემადგენლობის წევრია. შარშან მან ჯამში 38 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. იურგენ კლოპი ძალიან განიცდიდა რობერტსონის ტრავმას, რომელიც მან სეზონის სტარტზე მიიღო. საბედნიეროდ, ენდრიუმ...
ჩემი შენსას სჯობსო
გარი ნევილი და ჯეიმი კარაგერი სტუდიაში შეკამათდნენ. ისინი ვერ შეთანხმდნენ, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შემდეგ „ლივერპული“ გავა მესამე ადგილზე თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“. „სქაი სპორტის“ ექსპერტები გადაცემაში „ორშაბათ ღამის ფეხბურთი“, პროგნოზებს ამბობდნენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჩემპიონი ულაპარაკოდ „სიტი“ გახდება, მეორეზე კი „ჩელსი“ გავა. დავა მესამე ადგილმა გამოიწვია. კარაგერი „ლივერპულს“ უჭერდა მხარს, ნევილი კი „იუნიტედს“ — როგორც...
სალაჰი კლოპთან რჩება
მთავარი მწვრთნელის ქარიზმა ზოგჯერ ყველაზე გაქნილი აგენტების გარჯაზე მეტია. ინგლისური „ლივერპული“ აგრძელებს გუნდის ხერხემლის შენარჩუნებაზე ზრუნვას. ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული იურგენ კლოპი, რომელსაც ტრიუმფატორთა შემადგენლობის დაკარგვა არ სურს. უკვე გაფორმებულია ახალი კონტრაქტი ვირჯილ ვან დაიკთან. შეთანხმებულია და ხელმოწერასღა ელის კონტრაქტი გუნდის კაპიტან ჯორდან ჰენდერსონთან. ახლა მოჰამედ სალაჰის რიგია. მან უკვე თქვა თანხმობა, გაახანგრძლივოს 2023 წლამდე...
კლოპი: ძველი უმჯობეს არს
„ლივერპული“ და ჯორდან ჰენდერსონი ახლოს არიან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან. მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ახალი კონტრაქტი 3+1 სისტემით იქნება შედგენილი, ერთწლიანი გაგრძელება კი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას ჰენდერსონი პირველი სამი წლის განმავლობაში. ახალი კონტრაქტით კაპიტნის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები კარგა ხანი გრძელდებოდა და ისიც ითქვა, ჩიხში შევიდაო. გადამწყვეტი სიტყვა იურგენ...
სალაჰის მერვე ინგლისური რეკორდი
„ლივერპულის“ ვარსკვლავმა მო სალაჰმა პრემიერლიგის პირველ ტურში „ნორვიჩს“ გოლი გაუტანა და რეკორდი დაამყარა: ზედიზედ ხუთი სეზონია, ეგვიპტელი ჩემპიონატს ბურთის ბადეში შეგდებით იწყებს. აქამდე, პრემიერლიგაში, ასეთი რამ არავის გაუკეთებია. მერსისაიდელებმა „ნორვიჩს“ სტუმრად 3:0 მოუგეს. 29 წლის თავდამსხმელმა მასპინძელთა კარში მესამე გოლი შეაგდო. სალაჰმა პირველ ტურში გოლების გატანა თავის სადებიუტო შეხვედრაში დაიწყო. ეს ხუთი წლის წინ მოხდა,...
ვან დაიკი სიამოვნებას იხანგრძლივებს
„ლივერპულის“ მწვრთნელს იურგენ კლოპს თავი ქუდში აქვს. ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი „ენფილდ როუდზე“ რჩება. 30 წლის ფეხბურთელმა მერსისაიდულ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ვან დაიკის ძველ კონტრაქტს ვადა 2023 წელს ეწურებოდა. ინგლისური მას-მედიის ცნობით, მხარეები თანამშრომლობის ორი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ვან დაიკი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრალურ მცველად ითვლება, მაგრამ ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და 2020...
ასე იაფი სიტი
ინგლისში პრემიერლიგის 2021-2022 წლების სეზონი ქომაგებს ღია კარით ხვდება. არის მოლოდინი, რომ დასწრება ისეთივე იქნება, როგორიც პანდემიამდე იყო. ბუნებრივია, დიდ ფეხბურთს დანატრებული ფანობა აბონემენტებს შეიძენს. დამდეგი სეზონისთვის აბონემენტის ფასები კლუბებმა უკვე გამოაქვეყნეს. ყველაზე ძვირი „არსენალის“ ქომაგობა ჯდება – 891 გირვანქა; ოდნავ იაფია „ტოტენჰემის“ აბონემენტი (807 გირვანქა); მესამე კი სიძვირით „ლივერპულია“ (685 გირვანქა). და სად არის...









