„ლივერპულმა“ გადაწყვიტა რაიმე იღონოს, რათა მისი აფრიკელი ფეხბურთელები თავიანთი კონტინენტის თასზე სათამაშოდ დიდი ხნით არ წავიდნენ. ბოლოს და ბოლოს მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეზეა ლაპარაკი. გასულ სეზონში მერსისაიდელთა საჩემპიონო ამბიციებს ტრავმიანობამ მიაყენა დიდი ზარალი, ახლა კი კლუბი ფეხბურთელების გარეშე შესაძლოა აფრიკის ერთა თასმა დატოვოს. სალაჰი ეგვიპტელია, მანე — სენეგალელი და არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც...
ჭდე: ლივერპული
გიჟური მატჩი და გაქცეული მწვრთნელი
მთელმა მსოფლიომ მიაქცია ყურადღება, რომ „ატლეტიკოს“ მწვრთნელი დიეგო სიმეონე საფინალო სასტვენის შემდეგ გასახდელში გაიქცა. მას გამარჯვებული კოლეგისთვის, „ლივერპულის“ თავკაც იურგენ კლოპისთვის არ მოულოცავს. პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებმა არგენტინელს ასეთი საქციელის განმარტება სთხოვეს. სიმეონემ შორიდან დაიწყო: „ეს იყო რთული შეხვედრა ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც თამაში წაუვიდა. იმ შეხვედრებში, რომელთაც იგებს, „ლივერპულს“ ბევრი გოლი გააქვს. ჩვენ კი მატჩი ისე...
კარაგერი: არა, რონალდუს!
ჯეიმი კარაგერმა თქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთობლივ საუკეთესო თერთმეტეულში ვერ მოხვდებოდა, იურგენ კლოპი პორტუგალიელს ამ ორი გუნდის ნაკრებში არ აიყვანდაო. არადა, რაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, 36 წლის ვარსკვლავმა ყველა შეჯიბრების 7 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. კვირას, 24 ოქტომბერს, რონალდუ კარიერაში მეცამეტედ ითამაშებს „ლივერპულის“ წინააღმდეგ. კლოპის გუნდი „ოლდ ტრეფორდს“ სტუმრობს. მერსისაიდელთა ყოფილი...
კლოპი: იწყება ნიუკასლის ერა
ინგლისური „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი „ნიუკასლის“ მფლობელის ცვლილებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ამ კლუბის აქციათა დაახლოებით 80% საუდის არაბეთის სახელმწიფო ინვესტიციათა ფონდმა შეიძინა, რომლის ფინანსური რესურსებიც, ფაქტობრივად, შეუზღუდავია. „თუ არ მეშლება, ეს არის მესამე კლუბი, რომლის პატრონიც პირი ან პირთა ჯგუფი კი არა, სახელმწიფო იქნება. შორსმიმავალ პერსპექტივაში, ასე 20-30 წლით „ნიუკასლის“ ეპოქა იწყება. ბევრი იბრძვის...
აფურთხეს, აგინეს, ბოლოს გოლფზე ელაპარაკნენ
პეპ გვარდიოლა „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრის მსაჯზე პოლ ტიერნიზე გაბრაზებული იყო, შემდეგ კი „სიტიმ“ მავანი ლივერპულელი ფანის საქციელის გამო საჩივარი შეიტანა. „ქალაქელები“ ამტკიცებენ, რომ მეორე ტაიმში გვარდიოლას სამწვრთნელო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ტრიბუნიდან აფურთხებდნენ. ეს მას მერე მომხდარა, რაც 69-ე წუთზე ფილ ფოდენმა ანგარიში გაათანაბრა. „სიტი“ აცხადებს, რომ ამ ინციდენტის ვიდეოს წარმოადგენს. ანგარიშის გათანაბრება ვახსენეთ...
ბარემ დავთვრეთ და ისე მივუჯდეთ საჭეს
ინგლისურ ფეხბურთში covid 19-თან დაკავშირებით ვნებათაღელვაა. გაირკვა, რომ პრემიერლიგაში მხოლოდ 7 კლუბს ჰყავს აცრილი ფეხბურთელების ნახევარზე მეტი. ამ ინფორმაციამ „ლივერპულის“ გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპი ძალიან გააბრაზა. „ალბათ, ყოველ ჩვენგანს დაულევია ორი კათხა ლუდი და ისე მისჯდომია საჭეს. კანონის თანახმად ამის უფლება არ გვაქვს. და კანონი იმიტომ კი არ არსებობს, რომ ლუდის მსმელი ადამიანი დაიცვას, არამედ...
მეასე გოლი პრემიერლიგაში
მო სალაჰმა პრემიერლიგაში მე-100 გოლი გაიტანა. ეგვიპტელს საამისოდ გასაოცრად ცოტა დრო (2017-2021) დასჭირდა. ის გახდა „ლივერპულის“ მე-13 ფეხბურთელი ვინც ეს შეძლო. საოცარია, რომ ეს საზეიმო ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც მერსისაიდელთა გუნდი კარგ ფორმაში არ იყო, დაცვაში უხეშად ცდებოდა. და მაინც, „ლივერპული“ მარტიდან მოყოლებული აგერ უკვე 16 მატჩია, რაც ინგლისის პირველობაზე არ დამარცხებულა. „ბრენტფორდისა“ და „ლივერპულის“...
სალაჰი – ყველა დროის საუკეთესო
ინგლისური „ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა საკმაოდ ვრცელი ინტერვიუს უდიდესი ნაწილი მოჰამედ სალაჰს დაუთმო. „როცა „ლივერპულის“ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულზე ფიქრობ, არიან ფეხბურთელები, რომლებზეც შეგიძლია თქვა: „ეს მისი ადგილია!“ ვინ? ალან ჰანსენი, გრემ სუნესი, ჯონ ბარნსი, სტივენ ჯერარდი, იან რაში და კენი დალგლიში. ამ ფეხბურთელებს თავიან პოზიციებზე იდეალურ 11-ეულში ადგილს ვერავინ შეეცილება. და როცა შეტევის მარჯვენა...
ტიაგო კესიეში გავცვალოთო
„ლივერპულის“ ვარსკვლავი ტიაგო ალკანტარა შეიძლება „ენფილდ როუდიდან“ წავიდეს. 30 წლის ბრაზილიური წარმოშობის ესპანელმა იურგენ კლოპის გუნდსა და ტაქტიკას ფეხი ვერ აუწყო, რის შესახებაც გერმანელი ვეტერანი დიტმარ ჰამანი თავის ბლოგში მხარეებს ჯერ კიდევ როდის აფრთხილებდა. მერსისადიზე თამაშის პერიოდში ტიაგო მეტწილად სათადარიგოთა სკამზე ზის. იტალიური წყაროების თანახმად ალკანტარა, რომელიც 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონის მაზინიოს ვაჟია, იანვარში შეიძლება...
ისტორიის ნაცვლად მასხარა გაახსენდათ
„ლივერპულმა“ თავისი მესამე ფორმის პრეზენტაცია მოაწყო, მაგრამ ფანებისგან მოწონებაზე მეტად ღლიცინი მიიღო. საიდან მოიტანეს „ნაიკის“ დიზაინერებმა ასეთი ფერები? ამ კითხვას მარტივი პასუხი აქვს: საიდან და „ენფილდ როუდის“ ტრიბუნიდან, ლეგენდარული კოპიდან. აგრეთვე, ჩემპიონთა თასის 1977 წლის ფინალიდან. ყვითელი ფერი მერსისაიდელთა საგარეო და მესამე ფორმებში ყოველთვის გამოიყენებოდა, მაგრამ ამჯერად, იმის გამო, რომ სოციალურ ქსელებს ვინმეს დაცინვა ახასიათებს...









