ინგლისური „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი „ნიუკასლის“ მფლობელის ცვლილებას გამოეხმაურა.შეგახსენებთ, რომ ამ კლუბის აქციათა დაახლოებით 80% საუდის არაბეთის სახელმწიფო ინვესტიციათა ფონდმა შეიძინა, რომლის ფინანსური რესურსებიც, ფაქტობრივად, შეუზღუდავია. „თუ არ მეშლება, ეს არის მესამე კლუბი, რომლის პატრონიც პირი ან პირთა ჯგუფი კი არა, სახელმწიფო იქნება. შორსმიმავალ პერსპექტივაში, ასე 20-30 წლით „ნიუკასლის“ ეპოქა იწყება. ბევრი იბრძვის სუპერლიგის იდეის წინააღმდეგ. ესეც სუპერლიგა იქნება, ოღონდ ერთი კლუბისთვის. დიდი ფულით ბევრი ცუდის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ფეხბურთში ძალიან ბევრი კარგი ადამიანია და „ნიუკასლი“ მათ იპოვის”, – თქვა იურგენ კლოპმა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
