კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…
ჩანაწერი

კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…

საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ლიონს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. პარიზელებიდან გოლი არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც ლუის ენრიკემ სათადარიგოთა შორის დატოვა და მოედანზე შეცვლაზე შეუშვა.  

კიტე-დუბლი [VIDEO]
ჩანაწერი

კიტე-დუბლი [VIDEO]

ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილმა მე-12 გოლი გაიტანა – „შტურმი“ ვენის „აუსტრიას“ სტუმრად ეთამაშება – გრაცელები პირველი ტაიმის ბოლოს კიტეიშვილმა დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში 3:1 გახადა. 12 გოლის გარდა, ავსტრიის ჩემპიონატში კიტეიშვილს 3 საგოლე გადაცემაც აქვს და ის ბომბარდირთა დავში პირველ ადგილზეა.

კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]
ჩანაწერი

კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ჩელსის“ უმასპინძლა. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ამის შემდეგ პარიზელებმა სამი გოლი გაიტანეს და სამივე კვარამ შექმნა – ჯერ ვიტინიას გაატანინა, შემდეგ კი დუბლი შეასრულა და პსჟ-მ 5:2 მოიგო.

ჟორჟის გოლი და ასისტი [VIDEO]
ჩანაწერი

ჟორჟის გოლი და ასისტი [VIDEO]

ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალმა“ სტუმრად „ელჩე“ 3:1 დაამარცხა. „ვილიეარეალის“ პირველ ორ გოლში წვლილი გიორგი მიქაუტაძეს მიუძღვის – პირველ შემთხვევაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ასისტი მიითვალა, ორამდე ანგარიში კი თავადვე გაზარდა.

წიტაიშვილმა პსჟ-ს გაუტანა [VIDEO]
ჩანაწერი

წიტაიშვილმა პსჟ-ს გაუტანა [VIDEO]

საფრანგეთის ლიგა 1-ში, „მეცისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის მე-80 წუთზე გიორგი წიტაიშვილმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, რამდენიმე მეტოქეს გასცდა და რუს მატვეი საფონოვს შესანიშნავი გოლი გაუტანა. იხილეთ ვიდეო:  

ხვიჩას საღამო…
ჩანაწერი

ხვიჩას საღამო…

საფრანგეთის ჩემპიონატში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „რენო“ 5:0 დაამარცხა. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა – 28-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 67-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა. ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი 70-ე წუთზე შეცვალა – კვარა მატჩის სასუკეთესო მოთამაშედ დასახელდა (შეფასება: Flashscore – 9.3, Sofascore – 9.7). ლიგა 1-ის მიმდინარე სეოზნში ხვიჩას ანგარიშზე 3 გოლი და 3...

ჟორჟმა რეალსაც გაუტანა [VIDEO]
ჩანაწერი

ჟორჟმა რეალსაც გაუტანა [VIDEO]

ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალს“ ხვდება. გიორგი მიქაუტაძე შეხვედრაში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და „სამეფო კლუბს“ გოლიც გაუტანა – ჟორჟმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ „ვილიარეალი“ წაგებას ვერ გადაარჩინა 1:3.

ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაში ანგარიში გახსნა [VIDEO]
ჩანაწერი

ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაში ანგარიში გახსნა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ მასპინძლობს. პირველი ტაიმის მერე პარიზელები მეტოქეს 2:0 ამარცხებენ. ანაგრიში ამ შეხვედრაში მარკინიოსმა გახსნა, პირველი ტაიმის ბოლოს კი ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი გოლით ანგარიში ორამდე გაზარდა.

ახალ სეზონში 49 ქართველით
ჩანაწერი

ახალ სეზონში 49 ქართველით

პარასკევს, 29 აგვისტოს საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატის ლიგა პრო დ2 დაიწყება და წინასწარი მონაცემებით, პროფესიონალ-ესპუარებიანად მასში 49 ქართველი მორაგბე ჩაებმება. რაღა თქმა უნდა, საკუთრივ ჩემპიონატში ყველა მათგანი ვერ მიიღებს, რადგან ბევრი პრო დ2-ელი ქართველი იუნიორთა ასაკისაა და თამაში ესპუარების ჩემპიონატში მოუწევს. თუმცა, 16-გუნდიანი ლიგის სასეზონო განაცხადში 49 ქართველის ფიგურირება საკმაოდ შთამბეჭდავი მონაცემია. ამ 49 კაცს შორის...

ჟორჟმა დაიწყო… [VIDEO]
ჩანაწერი

ჟორჟმა დაიწყო… [VIDEO]

„ლიონი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდმა მოსამზადებელის ეტაპის ფარგლებში ამხანაგური მატჩი გამართა გერმანიის ბუნდესლიგაში დაბრუნებულ „ჰამბურგთან“. ლიონელთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ და გოლიც გაიტანა. აი, ისიც…