თბილისის „დინამოს“ ცენტრალური მცველი, ალექსანდრე კალანდაძე კარიერას პლოცკის „ვისლაში“ გააგრძელებს – პოლონური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ტრანსფერო ოფიციალურად დაადასტრურა. „ვისლამ“ გასულ სეზონში წარმატებით ითამაშა პოლონეთის პირველ დივიზიონში, ექტრაკლასას საგზური მოიპოვა და ახალი სეზონიდან პოლონეთის ჩემპიონატის მთავარ ლიგაში ითამაშებს. კალანდაძემ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების ოფციით. 24 წლის ფეხბურთელი თბილისის...
ჭდე: ლეგიონერები
მონტობანი პრო დ2-ის ჩემპიონია
ევროპის უძლიერეს სარაგბო ლიგაში, საფრანგეთის ტოპ 14-ში რეგულარული სეზონი დასრულდა და პლეი-ოფის ბადეც ჩამოყალიბდა. ტოპ 14 ევროპის ბოლო ორი წლის საკლუბო ჩემპიონებმა „ტულუზმა“ და „ბორდომ“ შესაბამისად პირველი და მეორე ადგილი დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჩემპიონო პლეი-ოფში მეორე წრიდან ჩაერთვებიან, თანაც ამ სტადიაზე საკუთარი კედლების უპირატესობით ისარგებლებენ. მესამე ადგილზე ბექა გიგაშვილის „ტულონი“ გავიდა, რომელიც პლეი-ოფის...
კიტეიშვილის მე-12 ავსტრიული [VIDEO]
ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის „შტურმი“ საჩემპიონო ბრძოლაშია ჩაბმული. გრაცელები 29-ე ტურის მატჩში სტუმრად „ლინცს“ 1:0 ამარცხებენ. ერათდერთი გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს ბუნდესლიგაში გატანილი მე-12 გოლია და ამ მაჩვენებლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.
არც თბილისი, არც გორი… უნგრეთი
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ნიკა კვეკვესკირი კარიერას უნგრეთის ჩემპიონატში გააგრძელებს – 32 წლის ნახევარმცვლმა კონტრაქტი „ნირეგაზასთან“ გააფორმა, რომელიც უნგრეთის ჩემპიონატში 6 ტურის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა. კვეკვესკირსა და კლუბს შორის ხელშეკრულება 1+1 სისტემით გაფორმდა. „ვფიქრობ, წარმატებული ტრანსფერი განვახორციელეთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს გუნდში ასეთი დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელი ითამაშებს. მოლაპარაკებების დროს დავინახე, რომ ნიკა...
პრო D2: ახალი სეზონი 47 ქართველით
2024/2025 წლების რეგულარული სეზონი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონ პრო D2-ში ხუთშაბათს, 29 აგვისტოს დაიწყება. ეს ლიგა ჩვენთვის იმიტომაა აქტუალური, რომ იმს კლუბებში თითქმის ნახევარი ასეული, 47 ქართველი ირიცხება და უფრო მეტიც, მათი საკმაო ნაწილი ან ბორჯღალოსანია, ან ქვეყნის მთავარი გუნდის უახლოეს რეზერვს შეადგენს. აქ უხვად არიან U20-ის და U18-ის ნაკრებთა წევრებიც. ყველაზე „ქართული“ კი, ტრადიციულად,...
ყაულაშვილი ტოპ 14-ის ფინალშია
საფრანგეთის ტოპ 14-ში და ზოგადად ევროპასა თუ დანარჩენ სარაგბო მსოფლიოში ერთადერთი მატჩიღა დარჩა გასამართი. ინგლისის ჩემპიონატი რამდენიმე კვირის წინ „ნორთჰემპტონის“ გამარჯვებით დასრულდა, შაბათს დილით ახალზელანდიურმა „ბლუზმა“ თანამემაულე „ქრუზეიდერსის“ მრავალწლიანი ჰეგემონია დაამხო და ფინალში კიდევ ერთ ზელანდიურ ფრენჩაიზის – „ჩიფსის“ 41:10 განადგურებით სუპერ რაგბის წყნარი ოკეანის დანაყოფის ჩემპიონი გახდა. შაბათსვე ჩემპიონის ვინაობა გაირკვა იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპშიც...
ორიაკის ქართველები აღარ ხუმრობენ
ვიდრე ყველა წამყვანი სარაგბო შიდა ჩემპიონატი მსოფლიო თასის გამო ან პაუზაზეა გასული, ან ჯერაც არ დაწყებულა, საფრანგეთის პრო დ2 შეუსვენებლად, რამდენიმე დღიანი ინტერვალებით ტურს ტურზე ატარებს. მე-5 ტურში 2 ქართული ლელო გავიდა, მანამდე კი, მე-4 ტურში ქართველმა მორაგბემ 2 გატანილი ჯარიმით ისახელა თავი. საუბარია „ორიაკის“ მორაგბეებზე. ცნობილია, რომ ამ კლუბის ძირითად ბირთვს ტრადიციულად ქართველები შეადგენენ...
ანკარადან ქოჯაელში…
გიორგი ბერიძემ „ანკარაგიუჯუსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსით „ქოჯაელისფორში“ გადავიდა. 26 წლის შემტევის ახალი კლუბი თურქეთის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს და სამი ტურის შემდეგ ექვსი ქულით მე-8 ადგილზეა. გუნდის მთავარი მწვრთნელია თურქეთის ნაკრების ყოფილი (1993-97, 26 მატჩი, 11 გოლი) ფორვარდი, 53 წლის ერთუგრულ საგლამი. ბერიძემ „ანკარაგიუჯუში“ 32 ოფიციალურ მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2...
აბუაშვილი პორტუდან პეტროლულში…
გიორგი აბუაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატიდან რუმინეთის სუპერლიგაში გადაინაცვლა, ქართველი ლეგიონერი „პორტუდან“ პლოეშტის „პეტროლულში“ გადავიდა – ინფორმაციას რუმინული კლუბის პრესსამსახური ოფიციალურად ადასტურებს. „ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გიორგი აბუაშვილის ტრანსფერზე „პეტროლულმა“ „პორტუსთან“ საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. 20 წლის ასაკში აბუაშვილმა სადებიუტო სეზონი „დინამო თბილისში“ ჩაატარა, სადაც საქართველოს ჩემპიონი გახდა. მოგვიანებით კი „პორტუში“ ჩაირიცხა. ის საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში რეგულარულად თამაშობს! გისურვებთ...
იტალია ქართველებით ივსება
იტალური გამოცემების ინფორმაციით, ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი ივა გელაშვილი კარიერას იტალიის სერია B-ს „სპეციაში“ გააგრძელებს, ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია. Tuttomercatoweb-ი წერს, რომ „სპეცია“ ივა გელაშვილის ტრანსფერს უახლოეს პერიოდში დახურავს. ქართველი ახალ კლუბში იჯარით გადავა, თუმცა ხელშეკრულება „სპეციას“ ტრანსფერის გამოსყიდვის ვალდებულებას აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იჯარის დასრულების შემდეგ...


![Otar-Kiteishvilki კიტეიშვილის მე-12 ავსტრიული [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/05/Otar-Kiteishvilki.jpg)






