ჭდე: ლეგიონერები

Home ლეგიონერები
პრო D2-ში 46 ქართველია!
ჩანაწერი

პრო D2-ში 46 ქართველია!

17 აგვისტოს, „ბიარიცისა“ და „კოლომიეს“ ,მატჩით სტარტს აიღებს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე ელიტური დივიზიონის რეგულარული სეზონი. პრო D2 სწორედ ის ტურნირია, სადაც ქართველ ლეგიონერთა ყველაზე დიდი რაოდენობაა კონცენტრირებული, მათ შორის ბორჯრალოსნებიც არიან. ამდენად, ეს ტურნირი ქართული რაგბის ქომაგების მხრიდან განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს. მსოფლიო თასზე სავარაუდო წამსვლელთა რაოდენობა ამ ლიგის კლუბებში მართლაც შთამბეჭდავია. უბრალოდ ჩამოვთვლით პრო...

ვინ გახდება MVP…
ჩანაწერი

ვინ გახდება MVP…

სერია A-მ სეზონის MVP-ის წოდებაზე ამპლუების მიხედვით კანდიდატურები დაასახელა – საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი, ცალკე გამოარჩევენ საუკეთესო 23-წლამდელ ფეხბურთელებს. თითოეულ ამპლუაში 3-3 ნომინანტია. საუკეთესო მეკარე: ივან პროვედელი („ლაციო“), მიკელე დე გრეგორიო („მონცა“) და ლუკაშ სკორუპსკი („ბოლონია“). საუკეთესო მცველი: თეო ერნანდესი („მილანი“), ჯოვანი დი ლორენცო, მინ-ჯე კიმი (ორივე -„ნაპოლი“). საუკეთესო ნახევარცველი: ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“),...

მილანმა 10 მილიონი გაამზადა…
ჩანაწერი

მილანმა 10 მილიონი გაამზადა…

საფრანგეთის ლიგა 2-ის „მეცში“ გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავ სეზონს ატარებს. ქართველი თავდამსხმელი ლიგა 2-ის ბომბარდირი (23 გოლი, 8 საგოლე პასი) და ამავე დროს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ბოლო დროს მედიაში ხშირად იწერება მისი სავარუდო ტრანსფერის შესახებ. მიქაუტაძის მიმართ დაინტერესებას არაერთი კლუბი იჩენს. footmercato-ს ინფორმაციით, დაინტერესებულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური „მილანია“, გამოცემა წერს, რომ კლუბის...

სიმბოლურში ისევ წყვილად…
ჩანაწერი

სიმბოლურში ისევ წყვილად…

ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე  საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის სიმბოლურ გუნდში ისევ ერთად შეიყვანეს. 36-ე ტურში, „მეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა „გენგამს“ გაუტანა და 23 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. თუმცა, გუნდმა მიქაუტაძის გოლით ვერ ისარგებლა, მხოლოდ ფრეს დასჯერდა (1:1). ზურიკო დავითაშვილმა კი „ლავალთან“ გაიბრწყინა და გოლთან ერთად, საგოლე გადაცემა ჩაიწერა. სულ დავითაშვილის ანგარიშზე 5 გოლია. სეზონის...

ნაკრების მერე – 2 ლელო საფრანგეთში
ჩანაწერი

ნაკრების მერე – 2 ლელო საფრანგეთში

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მოგების შემდეგ ქართველი ლეგიონერები თავთავიანთ ფრანგულ კლუბებში დაბრუნდნენ და თავი არც იქ შეურცხვენიათ. ტოპ 14-ში გურამ პაპიძემ გამოიჩინა თავი, ხოლო პრო დ2-ში – თორნიკე ჯალაღონიამ. თუმცა, სჯობს, ყველაფერზე რიგრიგობით ვთქვათ. ორივე ფრანგულ ელიტურ ლიგაში რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 5-5 ტურიღა დარჩა და უკვე დღეს შეიძლება საუბარი გამოკვეთილ კონტურებზე. ტოპ 14 ევროპის უძლიერეს ლიგაში...

ჭანტურიამ სამიდან სამი შეაგდო
ჩანაწერი

ჭანტურიამ სამიდან სამი შეაგდო

საქართველოს ნაკრების ხელბურთელების, გარემარბ რევაზ ჭანტურიასა და გამთამაშებელ ირაკლი კბილაშვილის კლუბმა, სკოპიეს „მეტალურგმა” EHF თასის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე მატჩში, შინ 23:23 ითამაშა სლოვენიის „ველენიესთან” და შეჯიბრებას გამოეთიშა. „ველენიეს” პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 24:19 ჰქონდა მოგებული. საპასუხო თამაშის პირველ ტაიმში „მეტალურგმა” გაიმარჯვა 13:10, თუმცა მეორე ნახევარი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს, სასურველ ფრეს მიაღწიეს და ჯგუფურ ეტაპზე...

კბილაშვილი და ჭანტურია EHF-ს თასზე
ჩანაწერი

კბილაშვილი და ჭანტურია EHF-ს თასზე

ხელბურთში EHF-ს თასი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რანგით მეორე საკლუბო შეჯიბრებაა და მასში საქართველოს ნაკრების წევრების რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის გუნდი სკოპიეს „მეტალურგი” მონაწილეობს. „მეტალურგი” თასის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც სლოვენიურ „ველენიეს” ხვდება. პირველი მატჩი, სტუმრად, მაკედონიელებმა 19:24 წააგეს და ახლა მეტოქეს 24 ნოემბერს შინ ელოდებიან. ორივე ქართველი „მეტალურგის” სასტარტო შემადგენლობაში იყო. კბილაშვილმა ერთი გოლი გაიტანა,...

მედეა ჩოხელი შესანიშნავ ფორმაშია
ჩანაწერი

მედეა ჩოხელი შესანიშნავ ფორმაშია

მაკედონიის ქალ ხელბურთელთა ჩემპიონატში გაიმართა ლიდერთა შეხვედრა — „კუმანოვომ” ქვეყნის ჩემპიონი სკოპიეს „მეტალურგი” დაამარცხა: 38:27. მატჩის საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების წევრი, ხაზის მოთამაშე მედეა ჩოხელი, რომელმაც 10 გოლი გაიტანა. „კუმანოვო” შარშანდელი ვერცხლის პრიზიორია. შეხვედრის წინ მასაც და „მეტალურგსაც”  9 ქულა ჰქონდა. საინტერესოა, რომ „კუმანოვოს” პირველი ოთხი გოლი მედეამ გაიტანა, ხოლო როდესაც მეტოქემ ქართველი მჭიდროდ აიყვანა, კუმანოვოს ყველა...

თემური და მისი ოროშჰაზი
ჩანაწერი

თემური და მისი ოროშჰაზი

ივნისში, თბილისში გამართული მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავის გუნდში მარცხენა ინსაიდად ქართველი თემო ორჯონიკიძე შეიყვანეს. თემური უნგრეთში თამაშობს. შარშან მისი გუნდი „ფერენცვაროში” იყო, წლეულს კი „ოროშჰაზიში” გამოდის. „ოროშჰაზიმ” ბოლო დღეებში ორი თამაში მოიგო, ერთი უნგრეთის თასზე, მეორე კი ჩემპიონატში. სათასო შეხვედრაში ორჯონიკიძის გუნდის მეტოქე იყო „დაბაში”. დაძაბული შეხვედრა „დაბაშის” მოედანზე გაიმართა და დასრულდა 31:30 „ოროშჰაზის”...

ჩვენი გოგოები ევროპაში
ჩანაწერი

ჩვენი გოგოები ევროპაში

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი 20 წლის მედეა ჩოხელი მაკედონიურ კლუბ „კუმანოვოში” წარმატებით გამოდის. ის ხაზის მოთამაშე ანუ ეგრეთწოდებული პივოტია. მიმდინარე სეზონში მედეა კარგ ფორმაშია და როგორც ქვეყნის ჩემპიონატში, ასევე ბალკანეთის ქალთა ლიგაში გოლი გოლზე გააქვს. დღეისათვის, მაკედონიის ჩემპიონატში ორი გუნდია დაუმარცხებელი – შარშანდელი ჩემპიონი სკოპიეს „მეტალურგი” და ვერცხლის პრიზიორი, „კუმანოვო”. „მეტალურგს” შვიდიდან შვიდი მოგება აქვს, „კუმანოვოს”...