Tag: ლებრონ ჯეიმსი

Home ლებრონ ჯეიმსი
საუკეთესო უნივერსალს სჯობს
Post

საუკეთესო უნივერსალს სჯობს

ბოლო დროს, საკალათბურთო სამყაროში დიდი ხმაურია ატეხილი – ვინ არის საუკეთესო კალათბურთელი ისტორიაში? ცხადია, საუბარი ორ კალათბურთელზეა – ლებრონ ჯეიმსსა და მაიკლ ჯორდანზე. კამათში ჩაერთო „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ყოფილი კალათბურთელი, არანაკლები ვარსკვლავი მეჯიქ ჯონსონი, რომელმაც საკუთარი აზრი დააფიქსირა. „პირველ ყოვლისა, ლებრონის ღირსებებს ნუ დავაკნინებთ. ჯეიმსი უდიდესი კალათბურთელია. ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. მეტიც, თუ ვისაუბრებთ ფართო დიაპაზონის...

შაკი სეზონის გაუქმებას ითხოვს
Post

შაკი სეზონის გაუქმებას ითხოვს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დიდების დარბაზის წევრი შაკილ ონილი მიმდინარე სეზონის საერთოდ გაუქმებას ითხოვს. მისი აზრით, ვინც არ უნდა გახდეს ჩემპიონი, სეზონის ლეგიტიმურობას და ჩემპიონობასაც მუდმივად გაჰყვება კითხვის ნიშნები და განმარტებების აუცილებლობა. „ვფიქრობ, სეზონი უნდა გაუქმდეს, ყველა სახლში წავიდეს, გამოჯანმრთელდეს და კალათბურთს უკვე მომდევნო სეზონიდან დავუბრუნდეთ. ვინც არ უნდა გახდეს ჩემპიონი, ვერ მიიღებს უმთავრეს ჯილდოს –...

9 საბედისწერო გასროლა
Post

9 საბედისწერო გასროლა

ოკეანის გადაღმა პირდაპირ აღმერთებენ ყოველგვარ სტატისტიკას. ჰოდა, მოცალეობის ჟამს კალათბურთის ამერიკელმა ჟამთააღმწერლებმა NBA-ის ისტორიაში საფინალო სირენასთან ერთად ჩაგდებული ყველა ტყორცნა დათვალეს. თუმცა, ყველა არა – მხოლოდ გამარჯვების მომტანი ის ტყორცნები, რომლის შემსრულებლის გუნდიც იმ წამს ჩამორჩებოდა ან ანგარიში საყაიმო იყო. არ ჩაითვალა ტყორცნები, რომელმაც თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. არ ჩაითვალა არც ის ტყორცნები, რომლის შემდეგაც ტაბლოზე...

კორონამ ვარსკვლავი არ იცის
Post

კორონამ ვარსკვლავი არ იცის

მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავი კევინ დიურანტი თავს აქამდე მშვენივრად გრძნობდა. არანაირი სიმპტომები. მოთამაშე საკუთარ დარბაზში ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა და მოულოდნელად covid 19 აღომაჩნდა. „გაუფრთხილდით ერთმანეთს, არ მოადუნოთ ყურადღება და დაიცავით კარანტინის წესები.  ვიფიქროთ თავზე და სხვაზე,“ – თქვა კორონავირუსის დადასტურების შემდეგ დიურანტმა. „ნეთსის“ კიდევ სამ მოთამაშეს აქვს კორონავირუსი. ჰოდა, ბრუკლინელთა ამ პრობლემების გამო გუნდურად შეამოწმებენ „ლეიკერსსაც“....

ლებრონმა ჯორდანი უკან მოიტოვა
Post

ლებრონმა ჯორდანი უკან მოიტოვა

„დალასთან“ მატჩამდე „ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი კარიერის მანძილზე თამაშიდან ჩაგდებული ბურთების რაოდენობით მაიკლ ჯორდანს ოდენ 10 ზუსტი ტყორცნით ჩამორჩებოდა. მაიკლმა 12 192 ბურთი ჩააგდო. ლებრონმა დასახული გეგმა გადაჭარბებით შეასრულა და „დალასს“ თამაშიდან 14-ჯერ ჩაუგდო. ჯამში მისმა მონაგარმა 35 ქულა, 16 მოხსნა და 7 პასი შეადინა, „ლეიკერსმა“ კი 129:114 იმარჯვა. ლებრონმა ჯორდანდ კი გადაუსწრო, თუმცა ყველა...

ტერმინატორი? არა – დომინატორი!
Post

ტერმინატორი? არა – დომინატორი!

სპორტის ყველა სახეობაში გასული ათწლეულის გმირების დასახელება გრძელდება. კალათბურთში გასული ათი წელიწადი უდავოდ ლებრონ ჯეიმსის იყო, კრივში ფლოიდ მეივეზერის, მძლეოსნობაში უსაინ ბოლტის, ფორმულა 1-ში ლუის ჰემილტონის, ფეხბურთში ლეო მესის… ჩოგბურთში დღეს ერთბაშად სამი მოქმედი ლეგენდაა და ვისიმე გამორჩევაც უფრო გემოვნების საქმეა, მაგრამ საკმარისია ციფრები მოვიშველიოთ და – რაღა თქმა უნდა, ნოვაკ ჯოკოვიჩი!  სერბის სულ მოგებული...

კავაი მიდის
Post

კავაი მიდის

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2018-19 წლების ჩემპიონი რომ ბევრისთვის მოულოდნელად „ტორონტო“ გახდა, კალათბურთის მოყვარულთ, ალბათ, შეხსენება არ სჭირდება. კანადური გუნდი NBA-ს გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა და „გოლდენ სტეიტთან“ ფინალურ სერიას (4:2) ვინც მიადევნა თვალი დაგვეთანხმება, რომ „ტორონტოს“ გამარჯვების მთავარი შემოქმედი კავაი ლეონარდი გახლდათ. მომავალი სეზონიდან კი „ტორონტო“ საგრძნობლად შესუსტდება, რადგან კავაი გუნდის დატოვებას ეშურება. ამბობენ, მსუბუქი...

საზაფხულო მილიონები
Post

საზაფხულო მილიონები

ჟურნალ „ფორბსის“ სპეციალიზაცია ხომ სხვისი ფულების თვლაა და ამჯერდ იმ სპორტსმენთა სია გვაახლეს, ვინც გასული წლის 1 ივნისიდან წლევანდელ 1 ივნისამდე ყველაზე მეტი იშოვა. სიას სათავეში სამი ფეხბურთელი უდგას, ათეული კი ასე გამოიყურება: 1. ლიონელ მესი – 127 მილიონი დოლარი 2. კრიშტიანუ რონალდუ – 109 მილიონი დოლარი 3. ნეიმარი – 105 4. საულ ალვარესი –...

ლებრონ დიდი!
Post

ლებრონ დიდი!

ლებრონ ჯეიმსი NBA-ს იტორიაში ჩაგდებული ქულების რაოდენობით მეხუთე გახდა — მან თვით ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გადაუსწრო. ეს „ლეიკერსისა” და „პორტლენდის” შეხვედრაში მოხდა, რომელიც „ლეიკერსმა” 126:117 მოიგო. 33 წლის ჯეიმსმა ჩემბერლენს თამაშის მეოთხე მეოთხედში გადაასწრო. ჩემბერლენის მონაგარი კი თამაშიდან ნატყორცნი 31 419 ქულა გახლდათ. ლებრონის ანგარიშზე ახლა 31 425 ქულაა. მან „პორტლენდთან” სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა —...

ლებრონის ახალი მწვერვალი
Post

ლებრონის ახალი მწვერვალი

ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში 31 000 ქულას გადააბიჯა. ჯეიმსამდე ასეთი შედეგი მხოლოდ ექვს ვარსკვლავს ჰქონია, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იყო ისეთი ახალგაზრდა, როგორიც 33 წლის ლებრონია. ამდენად, ეს რეკორდი გახლავთ. ზემოთ ნახსენებ ექვსეულში ისეთი სახელებია, როგორებიცაა ქერიმ აბდულ ჯაბარი, კობი ბრაიანტი, მაიკლ ჯორდანი. რეკორდთა რეკორდი ჯაბარს ეკუთვნის. მან „მილუოკისა” და „ლეიკერსში” 38 387 ქულა მოიპოვა....