ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეაქო მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ფედერიკო ვალვერდეს თამაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ, სადაც მან ჰეთ-თრიქი შეასრულა. „ვალვერდეს ჰეთ-თრიქმა არ გამაკვირვა, მაგრამ მისი გოლები ძალიან მომეწონა. ისინი საოცარი იყო. მატჩის შემდეგ მივწერე: „სამწუხაროა, რომ ბრაზილიური პასპორტი არ გაქვს“, – თქვა კარლო ანჩელოტიმ. ვალვერდემ ამ სეზონში 40 საკლუბო მატჩი ჩაატარა,...
ჭდე: კარლო ანჩელოტი
ბეილმა ზიდანი და ანჩელოტი შეადარა
უელსელმა ვეტერანმა ვარსკვლავმა გარეთ ბეილმა პოდკასტში სახელწოდებით Stick გაიხსენა ის წლები, როდესაც „რეალში’’ თამაშობდა. მან ერთმანეთს შეადარა მწვრთნელები, რომელთა ხელშიც „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ ბურთს აგორებდა – ზინედინ ზიდანი და კარლო ანჩელოტი. ბეილისთვის ზიდანი უპირველეს ყოვლისა მისი დიდი აურაა. „ის ტაქტიკაზე ყურადღებას დიდად არ ამახვილებდა. ჩვენ ვარჯიშებზე აბსოლუტურ მინიმუმს ვაკეთებდით: ვხვეწდით ბურთის ფლობასა და კარში დარტყმებს. თხუთმეტი...
დავიდე გოლიათ მამას შორდება
კარლო ანჩელოტი „რეალიდან’’ მიდის, ის ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი გახდა. მამასთან ერთად მადრიდიდან წავა მისი 35 წლის ვაჟი დავიდეც, რომელიც „ლოს ბლანკოსში’’ ოთხი წლის განმავლობაში ასისტენტად მუშაობდა. ესპანეთის დედაქალაქის გარდა დავიდე მამის თანაშემწე იყო „ევერტონში’’, „ნაპოლისა’’ და „ბაიერნში’’, ახლა კი პირველი დამოუკიდებელი სამუშაოს შოვნას ესწრაფვის. იტალიური მედია დაბეჯითებით წერს, რომ უმცროს ანჩელოტის „კომოსთან’’ აქვს მოლაპარაკებები, ესპანურმა...
კარლო ბრაზილიელი
დადასტურდა: ბრაზილიის ნაკრები მწვრთნელად 65 წლის იტალიელი კარლო ანჩელოტი დაინიშნა. „ჩვენ ერთად უნდა დავწეროთ ახალი ისტორია. მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ დიდი მიზნები გვაქვს. მალე, ბრაზილია, ისევ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იქნება“, – თქვა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი ედნალდო გონსალესმა. იტალიელი მწვრთნელი, რომელსაც მადრიდის „რეალში“ აწ უკვე „ლევერკუზენის“ ყოფილი თმწვრთნელი ჩაბი ალონსო შეცვლის, ბრაზილიაში მუშაობას ამ თვის...
დიდი მისვლა-მოსვლა ევროპაში
„ლევერკუზენი’’ ჩაბი ალონსოს შემცვლელს ეძებს. ალონსო დიდი ალბათობით „რეალში’’ გადავა. მადრიდელები მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში ახალი ძალით შეუდგებიან. ალონსოსთან მოლაპარაკება იმას ნიშნავს, რომ „სანტიაგო ბერნაბეუს’’ ლეგენდარული იტალიელი კარლო ანჩელოტი ტოვებს და მართალია მის ბრაზილიის ნაკრებში გადასვლას ჯერჯერობით ვერავინ ადასტურებს, მაგრამ ესპანეთის დედაქალაქიდან რომ აიბარგება ამას წყალი არ გაუვა. „ლევერკუზენის’’ ბუნდესლიგური სეზონი 17 მაისს მთავრდება....
თეო ერნანდესი ანჩელოტისა და ზიდანთან არ იმუშავებს
ვინ იქნება „რეალის’’ მომავალი მწვრთნელი? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს, რაც იმ ფეხბურთელებში, რომელთა შეძენაც „თეთრებს’’ უნდათ, დაბნეულობას იწვევს. ერთ-ერთი მათგანია თეო ერნანდესი, რომელიც „რეალში’’ 2017-18 წლებში თამაშობდა. დღეს „მილანისა’’ და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავს მადრიდელები დაცვის მარცხენა ფრთის გასამაგრებლად უხმობენ. ამ პოზიციაზე ფერლან მენდის თამაში დამაკმაყოფილებელი არ არის, ხოლო ფრან გარსია დიდი ალბათობით გუნდიდან...
… ჩემგან კი საკადრისი მიიღო
მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი ფეხბურთელების, ჯუდ ბელინგემისა და ვინისიუსის ამბავი უამბო ჟურნალისტებს.. „გუშინ ბელინგემზე გაბრაზებული ვიყავი. დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა, ვინისიუსს ვთხოვე დაერეკვა – ჯუდმა მაშინვე აიღო ტელეფონი. როდესაც მან უპასუხა, ცოტა დაველოდე, ვინის ყურმილი გამოვართვი და ჯუდს დაველაპარაკე. მან რა მიპასუხა აღარ მოვყვები, ჩემგან კი საკადრისი მიიღო. ამ ეტაპზე ჩვენს შორის გაუგებრობა...
კარლოს მოწონს დებატები
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგის 38-ე ტურის „ბეტისთან“ მატჩის შემდეგ (0:0), ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის „დორტმუნდთან“ შემადგენლობის არჩევის შესახებ ისაუბრა. „მოსაფიქრებლად ერთი კვირა მაქვს, არის გარკვეული ეჭვები. პარასკევამდე ყველაფერს გავარკვევთ. ფინალის მომენტით ტკბობას ვაპირებთ. ამისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით და შაბათის მატჩის მოგებას ვეცდებით. მომწონს დებატები, რომელიც დაიწყო და შაბათამდე გაგრძელდება. ძალიან მომწონს“. მანამდე...
რატომ მხოლოდ 14 თვე?
მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ უპასუხა კითხვას, თუ რატომ დატოვა გერმანული კლუბი მისვლიდან 14 თვის შემდეგ. „ეს ძველი ამბავია. მწვრთნელებმა ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ გარკვეულ იდეას… და კლუბის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვაგვარად საქმე არ გამოვა. ამიტომ, როცა ასე არ ხდება, ჯობს დაშორდეთ. ასე მოხდა იქ. მაგრამ...
თამაში გადარჩენაზე
მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩში „მანჩესტერ სიტის“ (1:1, 4:3 პენალტებით) დამარცხებაზე კომენტარი გააკეთა. „როგორ ავხსნა ეს ყველაფერი? კარგად დავიწყეთ, წინ გავედით, შემდეგ კი გადარჩენისთვის ბრძოლა და გაძლება მოგვიწია. „სიტი“ ბურთს აკონტროლებდა, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით საკუთარ კართან. დღეს ძალიან, ძალიან კარგად ვიცავდით თავს. „რეალი“ გადარჩენისთვის მუდმივ ბრძოლაზე აგებული...









