მანჩესტერში, „ეტიჰედ სთედიუმზე”, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „რეალმა” „სიტი” პენალტებში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც „ბაიერნს” შეხვდება. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მადრიდელებს მოუწიათ იმის გაკეთებამ, რასაც ჩვეულებრივ არ აკეთებენ — დიდწილად თავი დაიცვეს, თუმცა ბოლოს მაინც გაიმარჯვეს, ეს კი ჩვევაში აქვთ. „ლოს ბლანკოსის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა: „აქ გამარჯვების ერთადერთი გზა ბრძოლა და მსხვერპლის გაღება იყო”....
ჭდე: კარლო ანჩელოტი
მას მერე, რაც მამარდა ბურთს შეეხო
რა არ მოხდა „ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრაში. მათ შორის იყო ბოლო წამის ეპიზოდი, როდესაც მადრიდელებმა გოლი გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა ხესუს ხილ მონსანომ ის არ ჩათვალა, რადგან ბრაჰიმ დიასის საგოლე ჩაწოდებამდე და შესაბამისად ჯუდ ბელინგემის თავურამდე თამაში დაამთავრა. არბიტრის გადაწყვეტილებას აყალმაყალი მოჰყვა. მონსანომ ბელინგემს წითელი ბარათიც კი აჩვენა. მიზეზი: ინგლისელმა თავის ენაზე თქვა „its a fucking...
რეალი, ოსიმენი და კვარა
სატრანსფერო ბაზრის გახსნამდე ჯერ კიდევ შორს არის, მაგრამ „ნაპოლის” საუკეთესო ფეხბურთელები უკვე ევროპული ტოპ-კლუბების, მათ შორის „რეალის” ყურადღების ცენტრში არიან. „აძურის” ბოლო წარმატებებმა თავის მხრივ კამპანიელი გულშემატკივარ გამოაცოცხლა. მას მერე, რაც მწვრთნელ რუდი გარსიას ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენთან ჰქონდა გაუგებრობები (რასაც კლუბის ტიკ-ტოკზე ნიგერიელის დამცინავი ვიდეოც დაემატა), გუნდმა თვალში გამოიხედა და თითქოს ყველაფერი ახლიდან...
როცა საქმე ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეხება…
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა „რეალის“ დამრიგებელ კარლო ანჩელოტისთან კონკურენცია ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებების კუთხით. „ანჩელოტიზე ჩემპიონთა ლიგის უფრო მეტი ტიტულის მოგება? მას ამ მხრივ ვერ ვაჯობებ, რადგან ერთხელ მოვიგე ეს თასი, როგორც ფეხბურთელმა, მან კი ოთხჯერ. ანჩელოტის ვერ დაამარცხებ, როცა საქმე ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეხება. მე უფრო ახალგაზრდა ვარ, ასე...
ანჩელოტი: Forza Milan!
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, მადრიდში, „რეალმა” და „მანჩესტერ სიტიმ” 1:1 ითამაშეს. მატჩის შემდეგ მადრიდელთა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა: „თამაშის მიხედვით ამ შედეგს არ ვიმსახურებდით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია საპასუხო შეხვედრაშიც ასეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ. თუ მანჩესტერშიც ასე ვითამაშებთ, სახიფათო მომენტები აუცილებლად გვექნება. ფინალში გასვლის შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. მეტოქეს შინ თამაშის უპირატესობა აქვს, ჩვენ კი სტუმრად გამარჯვება...
რეალმა მოატრიალა, ანჩელოტიმ კი როდრიგოს თითი უქნია
ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში „რეალი” ვილიარეალში 0:2-ს აგებდა. მე-4 წუთზე ეტიენ კაპუმ გახსნა ანგარიში, 42-ეზე კი სამუელ ჩუკვუეზემ მეორეც შეაგდო. ასე დასრულდა პირველი ტაიმი, შესვენების შემდეგ კი ვინისიუს ჟუნიორმა, ედერ მილიტაომ და დანი სებალოსმა სამი გოლი გაიტანეს და „თეთრები” მეოთხედფინალში გავიდნენ. ვინისიუსის გოლამდე ერთი წუთით ადრე, 56-ეზე, მადრიდელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ტონი კროოსი და როდრიგო...
პრეზიდენტი მოითხოვს
„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ლუის ენრიკემ, შესაძლოა, ბრაზილიის ერონვული გუნდი ჩაიბაროს. ესპანელი სპეციალისტი იმ სიის სათავეშია, რომლის მიხედვითაც „სელესაოს“ მომავალი თავკაცი უნდა აირჩიონ. სიაში არიან: ჟოზე მოურინიუ (რომა), ფერნანდო დინიზი (ფლუმინენსე) და კარლო ანჩელოტი (რეალი). ამბობენ, რომ ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტი ენდალდო როდრიგეში ლუის ენრიკეს მწვრთნელად დანიშვნას დაჟინებით მოითხოვს. ენრიკეს ბოლო სამუშაო ადგილი...
ანჩელოტი ნიჭის შეზღუდვის წინააღმდეგ
მან კარიერა „პარმაში” დაიწყო. მაშინ 18 წლის იყო. შემდეგ მილიარდ ლირად „რომამ” იყიდა. ბოლოს „მილანში” გამოდიოდა. მოედნის შუიდან თამაშის ჩინებული აღქმით გამოირჩეოდა. „ბიმბოს” (ბავშვს) ეძახდნენ, მაგრამ მტკიცე ხასიათი ჰქონდა. სწორედ ამ ხასიათმა გადაატანინა ურთულესი პერიოდი: ზედ 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდა. ტრავმის გამო ვერ ითამაშა...
ანჩელოტის კაცი
მექსიკის ნაკრებისა და „ნაპოლის” მარჯვენა გარემარბმა ირვინგ ლოსანომ The Players Tribune-თან საუბარში წარსული გაიხსენა. მოგეხსენებათ, ჩაკი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა, მათ მიმართ კი ინტერესი გაცხოველებულია. „2018 წლის მუნდიალის შემდეგ, რამდენიმე იტალიურმა კლუბმა მიმიპატიჟა. სხვებთან ერთად ჩემი თამაში კარლო ანჩელოტისაც უნახავს. მან „ნაპოლიში” მიმიწვია. ის დიდი მწვრთნელი და დიდი პიროვნებაა. უარს ვერ ვეტყოდი. ნეაპოლში რომ ჩავედი, პირველ...
კვარაცხელია განსაკუთრებულია…
მადრიდის “რეალის” იტალიელ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის Rai Sport-ის ჟურნალისტებმა “ნაპოლის” შესახებ აზრის გამოთქმა სთხოვეს: „ ახალი სეზონისთვის “ნაპოლი” მაღალი კლასის ფეხბურთელებით გადახალისდა, თუმცა დღეს ძნელია პროგნოზის გაკეთება, რისი მიღწევა შეუძლია ამ გუნდს. კვარაცხელია არის სიურპრიზი? ეს მათთვის ვინც მისი თამაში არ იცოდა, ჩვენ მას ჯერ კიდევ მაშინ ვაკვირდებოდით, როდესაც “ნაპოლის” მწვრთნელი (2018-19 წლების სეზონი)...









