მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩში „მანჩესტერ სიტის“ (1:1, 4:3 პენალტებით) დამარცხებაზე კომენტარი გააკეთა.
„როგორ ავხსნა ეს ყველაფერი? კარგად დავიწყეთ, წინ გავედით, შემდეგ კი გადარჩენისთვის ბრძოლა და გაძლება მოგვიწია. „სიტი“ ბურთს აკონტროლებდა, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით საკუთარ კართან.
დღეს ძალიან, ძალიან კარგად ვიცავდით თავს. „რეალი“ გადარჩენისთვის მუდმივ ბრძოლაზე აგებული კლუბია. ხშირად აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციებში, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს მაგრამ ყოველთვის ვპოულობთ.
თერთმეტმეტრიანების დაწყების დროისთვის სრულიად დარწმუნებულები ვიყავით, რომ შემდგომ ეტაპზე გავიდოდით. „სიტის“ დამარცხების ერთადერთი გზა ამ სტადიონზე სწორედ თავდაჯერებაა.
პეპ გვარდიოლა ყოველთვის ჯენტლმენი იყო. ახლაც, მოვიდა, მოგვილოცა და წარმატებები გვისურვა. ეს მას ნამდვილ კაცად აქცევს“, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
