ჭდე: იუვენტუსი

Home იუვენტუსი
აარონ ტურინელი
ჩანაწერი

აარონ ტურინელი

აარონ რემსი „იუვენტუსმა” ოფიციალურად გამოაცხადა თავის 8 ნომრად. უელსელმა ნახევარმცველმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ „ბებერი ქალბატონის” წინადადებაზე უარი ვერ თქვა და „არსენალიდან” ტურინში გადაბარგდა. 28 წლის რემსი „არსენალშიც” 8 ნომერი იყო და როგორც თავად ამბობს, ძალიან კარგად მოეხსენება, რომ „იუვეში” ამ მაისურით თამაში დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. „ვიცი, რომ ამ ნომრით „იუვენტუსში” მარკიზიო თამაშობდა, — თქვა რემსიმ,...

ბეტონი, პროფესიით ძმაკაცი
ჩანაწერი

ბეტონი, პროფესიით ძმაკაცი

„რეალმა” მოკლე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა: ზინედინ ზიდანს გარდაეცვალა ძმა, ფარიდი, 54 წლის. მიზეზი: სიმსივნე. როგორც ჩანს, ფარიდ ზიდანს დაავადება დიდი ხანი არ არის რაც აღმოუჩინეს. ამიტომ წერენ საიტები, რომ მას ხანგრძლივად არ უავადმყოფია. მადრიდელთა მწვრთნელს გუნდის კანადური შეკრებიდან სასწრაფოდ მოუხდა მადრიდში დაბრუნება. კანადაში იმყოფებოდა ზიდანის მეუღლე ვერონიკიც, რომელიც მეუღლსთან ერთად გაეშურა ევროპისკენ. შეკრებაზე დარჩენილმა „რეალმა”...

პიპიტა რჩება
ჩანაწერი

პიპიტა რჩება

გონსალო იგუაინი ტურინის „იუვენტუსის“ დატოვებაზე უარს აცხადებს და სერია A-ს სხვა კლუბების წინადადებების განხილვას არ აპირებს. „პიპიტას“ სჯერა, რომ მაურიციო სარის ფორმაციის „იუვეში“ საკუთარი როლი ექნება, ამიტომ „ალიანც სთედიუმზე“ დარჩენასა და ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლას გეგმავს. „ბებერი ქალბატონი“ მაურო იკარდის ტრანსფერზეც აქტიურად მუშაობს და თუ გარიგება შედგა, იგუაინის პერსპექტივები საგრძნობლად მოიკლებს, რამაც წესით იგი „რომას“ წინადადებაზე...

დანი ალვეშის ორმოცი
ჩანაწერი

დანი ალვეშის ორმოცი

ბრაზილიის ნაკრებმა „კოპა ამერიკას“ ფინალი პერუსთან 3:1 მოიგო. მატჩის შემდეგ ბრაზილიელი დანი ალვეში ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც 40 ტიტულის მომგები პირველი ფეხბურთელი. 36 წლის მცველი ორ-ორჯერ გახდა ამერიკის და კონფედერაციათა თასის გამარჯვებული. ამას გარდა ალვეშმა „ბარსელონასთან“ ერთად ესპანეთში ექვსჯერ იჩემპიონა, პსჟ-სთან ერთად ორჯერ საფრანგეთში იპირველა და ერთხელ „იუვენტუსის“ რიგებში სკუდეტოც მოიპოვა. სხვა წვრილმანები რომ გამოვტოვოთ,...

კრიშტიანუ დე ლიხტი
ჩანაწერი

კრიშტიანუ დე ლიხტი

ფეხბურთის ყურება რომ დაიწყო, კრიშტიანუ რონალდუს მაისურა აჩუქეს. პირველი საფეხბურთო სიყვარულიც, კუმირიც და მოტივაციაც სწორედ პორტუგალიელი გახლდათ. ოცნებობდა, გამხდარიყო ისეთივე წარმატებული, როგორიც ლეგენდარული შვიდიანია, ახლა კი მისი თანაგუნდელი ხდება. მატიას დე ლიხტი „ღმერთის შვილების“ ერთ-ერთი წარჩინებული კურსდამთავრებულია. დიახ, „აიაქსის“ იმ საფეხბურთო სკოლის, რომელიც ფენიქსივით მარადიულად ხელახლა აღდგება ხოლმე და ათ წელიწადში ერთხელ ისეთ გუნდს შეკრავს,...

ბარსელონას გაძარცვას უპირებდნენ
ჩანაწერი

ბარსელონას გაძარცვას უპირებდნენ

„ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანი „აიაქსიდან” მატეის დე ლიხტის შეძენა იყო და თავად ჰოლანდიელ მცველსაც კატალონიის დედაქალაქზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონმა პროცესი შეაჩერა. მიზეზი: დე ლიხტში არაადექვატური ფულის გადახდა უწევს. როგორც ესპანური პრესა წერს, ახლა „აიაქსის” კაპიტანთან „იუვენტუსი” და „პარი სენ ჟერმენი” აწარმოებენ მოლაპარაკებებს. დავუბრუნდეთ თანხებს: როდესაც „ბარსამ” დათვალა და აღმოაჩინა, რომ...

ჩელსიმ სარის კარი გაუღო
ჩანაწერი

ჩელსიმ სარის კარი გაუღო

როგორც იქნა, დამთავრდა მაურიციო სარის ლონდონ-ტურინული საგა. თითქმის ყოველდღე ვრცელდებოდა ამბები იტალიელის სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. ახლა კი გაცხადდა, რომ „იუვენტუსი“ „ჩელსის“ საკომპენსაციო 7 მილიონ გირვანქას გადაუხდის და საქმეც ამით დამთავრდება. ტურინულ კლუბს ამგვარები არ სჩვევია, თუმცა Daily Mail-ის ცნობით, ხუთშაბათ საღამოს, „ჩელსის“ დირექტორი მარინა გრანოვსკაია, იუვენტუსელ კოლეგა ფაბიოი პარატიჩის შეხვედრია და გაჯანჯლებული მოლაპარაკებებისთვისაც წერტილი დაუსვიათ....

ჩანაწერი

მესიმ რონალდუს გადაასწრო

არც არაფერი განსაკუთრებული: მესიმ „ეიბართან“ დუბლი შეასრულა, მაგრამ აღმოჩნდა, მან საკლუბო კარიერაში 686 მატჩში 602 გოლი გაიტანა. ეს მიღწევა იმითაა საინტერესო, რომ არგენტინელმა კიდევ ერთი მაჩვენებლით მოიტოვა უკან უმთავრესი მეტოქე კრიშტიანუ რონალდუ. თურმე, პორტუგალიელს საკლუბო კარიერაში სულ 804 მატჩი გაუმართავს და 601 გოლი გაუტანია, თუმცა არის სხვა მაჩვენებლები, რომელშიც ლეო კრიშტიანუს ვეღარასოდეს გაუტოლდება – რონალდუ...

ჩანაწერი

ოქროს ბურთმა არ მოგატყუოს, ბიჭო!

იტალიური სერია А-ს წინა ტურის ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა რომში მოხდა. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა „რომამ” უმოტივაციო „იუვენტუსს” რომ 2:0 მოუგო, ამაში სენსაციური არაფერია. სრულიად იტალიური მედია კრიშტიანუ რონალდუსა და რომაელთა კაპიტან ალესანდრო ფლორენცის კონფლიქტს განიხილავს. 58 წუთზე მოედნის ცენტრში ედინ ჯეკო დაეცა, მაგრამ ტურინელებმა თამაში განაგრძეს. ამან მათი კაპიტანი გააღიზიანა და რონალდუს მიეჭრა. პასუხად პორტუგალიელმა...

ჩანაწერი

აიაქსის 19 წლის კაპიტანი

2017 წლის მარტში ჰოლანდიის ნაკრებიდან მწვრთნელი დანი ბლინდი დაითხოვეს. მას ბულგარელებთან მარცხი არ აპატიეს. ბლინდმა იმ შეხვედრაში დაცვის ცენტრი 17 წლის მატეის დე ლიხტს ანდო, ბიჭუნამ კი უხეში შეცდომები დაუშვა, რასაც ჰოლანდიელთა კარში ორი გოლი მოჰყვა… პირველმა ფიასკომ ვერ გატეხა მატეისი. 19 წლისა „აიაქსის“ კაპიტანია და ეს მაშინ, როცა გუნდში ისევ თამაშობს კლას იან ჰუნტელაარი....