ჭდე: იუვენტუსი

Home იუვენტუსი
როგორ დავხარჯოთ მილიარდი?
ჩანაწერი

როგორ დავხარჯოთ მილიარდი?

ბრიტანული საფეხბურთო ობსერვატორია რეგულარულად გვთავაზობს ხოლმე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს. ამჯერად, CIES-მა იმ საფეხბურთო კლუბების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებსაც თავიანთი ამჟამინდელი შემადგენლობის „შეკვრაში“ ყველაზე მეტი ფული დაუხარჯავთ. რა გასაკვირია, რომ სიაში ლიდერობას „მანჩესტერ სიტი“ და პსჟ არავის უთმობენ. არაბი შეიხები, რომლებიც ამ კლუბებს მართავენ, ყოველწლიურად ჯიბეში ღრმად ჩაიყოფენ ხელს და მსუყე „კუშებს“ გამოდიან ხოლმე. ფრანგულმა კლუბმა, მხოლოდ...

სარი მინუს ორით იწყებს
ჩანაწერი

სარი მინუს ორით იწყებს

მაურიციო სარის პნევმონია ანუ ფილტვების ანთება დაუდგინეს, რის გამოც მას „იუვენტუსის“ პირველი ორი თამაშის გამოტოვება მოუწევს. რამდენადაც ცნობილია, იტალიელი მწვრთნელი ცუდად წინა შაბათს შეიქნა, მაგრამ მას მერე საქმეში ექიმები ჩაერიენ და მისი საქმე უკეთაა. მეორე მხრივ, ტურინული გუნდისთვის ცუდია, რომ სარიმ მთელი კვირის ვარჯიშები გააცდინა და ახლა ზედაც ორი თამაშის გაცდენა მოუწევს. „ბებერი ქალბატონი“ სერია...

რონალდუს სულ მესი ეძახეს
ჩანაწერი

რონალდუს სულ მესი ეძახეს

ტურინის „იუვენტუსმა“ სამხრეთ კორეაში, იქაური უმაღლესი დივიზიონის ნაკრებთან სარეკლამო მატჩი გამართა. შეხედრა 3:3 დასრულდა. მატჩს 63 ათასი მაყურებელი დაესწრო და მათმა უმრავლესობამ ბილეთში ფული იმისთვის გადაიხადა, რომ მოედანზე კრიშტიანუ რონალდუ ეხილა. რონალდუ სათადარიგოთა სკამზე იჯდა და საფინალო სასტვენამდე არ წამომდგარა. დანარჩენად ტურინელები საბრძოლო შემადგენლობით იყვნენ მოედანზე, მაგრამ ამან არ იკმარა. მეორე ტაიმის დასაწყისში ტაბლოზე რონალდუ...

ეს დიბალობა დროა დამთავრდეს
ჩანაწერი

ეს დიბალობა დროა დამთავრდეს

ინგლისში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დღეებიღა დარჩა და ამ დღეებში „იუვენტუსის” არგენტინელი ვარსკვლავი პაულო დიბალა სავარაუდოდ ან „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა ანაც „ტოტენჰემ ჰოთსფურში”. „ბებერი ქალბატონის” ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა დაადასტურა, რომ დიბალასთან დაკავშირებით ტურინულ კლუბში ოფიციალური წერილი მივიდა. არგენტინელის საქმე ასეა: გასულ სეზონში მას „იუვეს” ძირითადში თამაშების რაოდენობა მოაკლდა, რადგან გუნდში არც მეტი არც ნაკლები კრიშტიანუ რონალდუ...

ევრა ვერა
ჩანაწერი

ევრა ვერა

პატრის ევრამ კარიერა დაასრულა. ცნობილი ფრანგი მარცხენა მცველი 38 წლისაა. ბოლოს „ვესტ ჰემში“ თამაშობდა. შარშან უკლუბოდ დარჩა და „იუვენტუსში“ აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მერე ამბობდა, რომ რომელიმე ფრანგულ კლუბში გადავიდოდა, თუმცა… დღეს უკვე სხვა რამ გამოაცხადა: „საყვარელ საქმიანობას დავემშვიდეობე. ჩემი კარიერა დასრულდა. სწავლას გავაგრძელებ და მალე უეფას სამწვრთნელო B ლიცენზია უნდა ავიღო. თუ ყველაფერი...

სერგეი მანჩესტერში
ჩანაწერი

სერგეი მანჩესტერში

„ლაციოს“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი „მანჩესტერში“ გადასვლასთან ახლოსაა. სერბი ფეხბურთელის ყიდვა სულშერს სურს და ახალი გუნდის მშენებლობაში საკვანძო ფეხბურთელად განიხილავს. თანაც, პოლ პოგბა „წითელ ეშმაკებს“ სავარაუდოდ ამ ზაფხულს დატოვებს და „რეალში“ ან „იუვენტუსში“ გადაბარგდება. რაც შეეხება მილინკოვიჩ-სავიჩს, „ლაციო“ ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს მიიღებს. გასულ სეზონში 24 წლის ნახევარმცველმა მონაწილეობა 47 შეხვედრაში  მიიღო, 7 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა.

ჯიჯიმ სკამიდან იმღერა
ჩანაწერი

ჯიჯიმ სკამიდან იმღერა

დიდი კლუბი მხოლოდ დიდი გამარჯვებები როდია – ტრადიციებიაა, რომელიც განუხრელად ყველამ უნდა დაიცვას. ზოგჯერ ეს ტრადიციები სახალისო და ღიმილის მომგვრელია, მაგრამ საკლუბო ისტორიის ნაწილს წარმოადგენს. ტურინის „იუვენტუსში“ ტრადიციაა: ახალწვეული გუნდის ვახშამზე სკამზე უნდა ავიდეს და  იმღეროს. აბა, გონსალო იგუაინი და ჯიჯი ბუფონი რომელი ახალწვეულები არიან, მაგრამ კლუბში დაბრუნებულებს რიტუალის შესრულება მოუხდათ. პირველი სკამზე გონსალო იგუაინი ახტა...

მეხელენი ევროპიდან მოკვეთეს
ჩანაწერი

მეხელენი ევროპიდან მოკვეთეს

შავი ჭირი – სახელწოდებით გარიგებული მატჩები მარტო ქართული ფეხბურთის თავისტკივილი როდია. არც ისე შორეულ წარსულში იყო მამაძაღლობაში ტურინის „იუვენტუსი“ რომ ამხილეს და სერია B-ში დააქვეითეს. საფეხბურთო ევროპაში ჩაწყობილი შეხვედრების მონაწილე სხვა არაერთი გუნდიც გამხდარა. მორიგი ნაღმი კი ბელგიაში აფეთქდა. თან საქმე არა დაბალ დივიზიონში მყოფ უცნობ-უსახელო გუნდს, ქვეყნის თასის მფლობელ „მეხელენს“ ეხება, რომელიც რა გასაკვირია,...

რატომ ვერ იყიდა ბარსამ დე ლიხტი?
ჩანაწერი

რატომ ვერ იყიდა ბარსამ დე ლიხტი?

ჰოლანდიელ მატეის დე ლიხტს „ბარსელონა” სიამოვნებით იყიდდა, მაგრამ ის „იუვენტუსს” დარჩა. ყმაწვილი მცველი, რომელიც 12 აგვისტოს 20 წლისა გახდება, ბედნიერია და ცხოვრებით ტკბება (ეს ფოტოდანაც კარგად ჩანს) ესპანური გაზეთი „მარკა” კი, ამასობაში, ცდილობს ამოიცნოს, რატომ ვერ შეიძინა დე ლიხტი ლა ლიგის ჩემპიონმა. „მარკამ” შვიდი მიზეზი დათვალა. ხელფასი „ბარსელონას” არ უნდა იხადოს ისეთი ხელფასები, როგორზეც „იუვენტუსი” ...

ინტერის 56 წლის შენაძენი
ჩანაწერი

ინტერის 56 წლის შენაძენი

თვით ფაბიო კაპელომ ბრძანა, მატეის დე ლიხტის დამატებით „იუვენტუსმა“ კიდევ რამდენიმე წლით მოკლა საჩემპიონო ინტრიგაო. არც მთლად ასე ყოფილა საქმე. მილანის „ინტერმა“ 56 წლის ანტონიო პინტუსი დაიმატა და საჩემპიონო ამბიციაც გაუჩნდა. ვინ არის პინტუსი? ფიზმომზადების მწვრთნელი, რომლის გამომფიტავი ვარჯიშები სიქას აძრობს ფეხბურთელებს, მაგრამ ამის წყალობით მატჩისას მოედანზე დაფრინავენ. მისი პოპულარობის და კვალიფიკაციის დასტურად ისიც იკმარებს,...