„ბარსელონას“ ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა საჩემპიონო სერია შეწყვიტა. დასრულებული პრიმერა დივიზიონის შემდეგ ბარსელონელებმა მეორე ადგილი დაიკავეს და მადრიდის „რეალს“ ჩამორჩნენ. ვიდალისთვის ეს გამოდგა პირველი სეზონი ბოლო 9 წლის მანძილზე, როდესაც ოქროს მედალი ვერ მიიღო. არტურო ოქროს მედლის გარეშე ბოლოს 2011 წელს დარჩა, როდესაც „ლევერკუზენის“ შემადგენლობაში ირჯებოდა. მას შემდეგ ტურინის „იუვენტუსთან“ ერთად სერია A 4-ჯერ მოიგო,...
ჭდე: იუვენტუსი
ემრე უნდა მოგზაურობა
საზღვარგარეთ გატარებული ექვსი წლის შემდეგ 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ემრე ჩანი გერმანიაში დაბრუნდა და „დორტმუნდის” საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: „ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ კლუბის, სადაც ვთამაშობდი („ლივერპული”, „იუვენტუსი”). უდიდესი გამოცდილება შევიძინე. უცხოეთში როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი გავიზარდე, დავღვინდი. იქ საუცხოო წლები გავატარე”. შემდეგ ჩანმა უფრო დაწვრილებით დაახასიათა ქვეყნები, სადაც ბურთის გორება მოუხდა. „ინგლისში...
გუნდი-გოლი
ბერგამოს „ატალანტამ” ტურინის „იუვენტუსთან“ 2:2 ითამაშა და იტალიის ჩემპიონატების ერთ-ერთი უნიკალური მიღწევაც გაიმეორა. შეხვედრაში ანგარიში დუვან საპატამ გახსნა. ეს მისი მე-15 გოლი იყო მიმდინარე სეზონში. ამდენივე აქვს გატანილი იოსიპ ილიჩიჩს, ლუის მურიელის ანგარიშზე კი სულაც 17 გოლია. ამრიგად, „ატალანტა“ პირველი გუნდია 1952 წლის შემდეგ, ვისაც შემადგენლობაში 15 და მეტი გოლის გამტანი ერთბაშად სამი ფეხბურთელი ჰყავს....
უეფამ ლიგა დაალაგა
უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების ფლეი ოფის, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი შეწყვეტილი იყო და ჯერ კიდევ გასამართია ოთხი მერვედფინალური მატჩი, მაგრამ უეფამ შესაძლო მეოთხედფინალური წყვილი უკვე დაალაგა: მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: „რეალი“ (ესპანეთი) VS „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი) და „ლიონი“ (საფრანგეთი) VS „იუვენტუსი“ (იტალია) წყვილებში გამარჯვებული (1); „ლაიფციგი“ (გერმანია)–„ატლეტიკო“ (ესპანეთი)...
იბრა – პრეზიდენტიც, მწვრთნელიც და ფეხბურთელიც
არაერთხელ გვითქვამს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს თავმდაბლობის სინდრომი არ ემუქრება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ შვედმა თავისებური ლაზათი შესძინა იტალიურ „მილანს“. ბოლო ხუთ ტურში ეს „როსონერის“” მეოთხე მოგება იყო და გუნდი მეხუთე ადგილამდე დაწინაურდა. ისე, მოგებაცაა და მოგებაც. თითქმის უკვე ჩემპიონ „იუვენტუსთან“ 0:2-ს შემდეგ ზედიზედ ოთხი გოლის გატანა სერიოზული საქმეა. ბოლოს მილანელებმა ტურინელებს 4 გოლი 31 წლის...
ბუფონმა მალდინის პირველობა აართვა
იტალიური სერია A-ს 30-ე ტურში ტურინის „იუვენტუსის“ კარს ჯიჯი ბუფონი იცავდა. „ტორინოს“ წინააღმდეგ მატჩი 42 წლის მეკარისათვის 648-ე გახლდათ – ამდენჯერ უმაღლეს იტალიურ დივიზიონში მოედანზე სხვა არავინ გასულა. ჯიჯიმ ერთი მატჩით გადაასწრო ლეგენდარულ პაოლო მალდინის. ბუფონი კარიერის განმავლობაში „იუვენტუსის“ და „პარმას“ ღირსებას იცავდა. ცხრაჯერ აქვს მოგებული სკუდეტო, ხუთჯერ იტალიის თასი, ექვსჯერ ქვეყნის სუპერთასი და ერთხელაც...
ის დახვრიტეს!
ბრაზილიელი არტურ მელო ტურინშია. მან სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და „იუვენტუსთან” კონტრაქტს მოაწეროს ხელი. 23 წლის ნახევარმცველი იტალიის ჩემპიონ გუნდში ხუთ სეზონს დაჰყოფს და წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს. მისი ტრანსფერის შემადგენელი ნაწილი 30 წლის ბოსნიელი მირალემ პიანიჩის საპირისპირო მიმართულებით, „ბებერი ქალბატონიდან” „ბარსაში” გადაბარგებაა. ფეხბურთელს, რომელმაც იტალიისკენ გაფრენის წინ, როგორც ბარსელონელმა, ვიგოში, „სელტას” წინააღმდეგ ითამაშა,...
რონალდუს კიევო დარჩა
ტურინის „იუვენტუსის“ 35 წლის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მორიგი მიღწევით იწონებს თავს. გუშინ „იუვემ“ 4:0 გაანადგურა „ლეჩე“. პორტუგალიელმა, ცხადია, გოლი გაიტანა. ამრიგად, „ლეჩე“ გახდა მე-20 გუნდი იტალიაში, რომელსაც კრიშტიანუმ გაუტანა. ახლა აპენინებზე მხოლოდ „კიევო“ დარჩა, რონალდუს მრისხანება რომ არ უგემია. არადა, გასულ სეზონში პორტუგალიელს ამის შანსი ჰქონდა – პენალტი ვერ გამოიყენა. გასულ სეზონში „კიევო“ სერია A-დან...
არშემდგარი ჩავი იუვეში მიდის
„ბარსელონა” არტურ მელოს „იუვენტუსში” გაყიდვას დაყაბულდა. არტური 23 წლის ბრაზილიელია, რომელმაც „კამპ ნოუზე” 2018-2020 წლებში 47 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. ის ნახევარმცველი გახლავთ, რომლისგანაც კატალონიაში მეტს ელოდნენ. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ლეო მესის ძველი ინტერვიუ, სადაც ის მელოს აქებს და თვით ჩავისაც კი ადარებს. „არტური ძალიან ჰგავს ჩავის, — ამბობდა მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი,...
N1 პორტუგალიელი
„ბოლონიასთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ გამარჯვებისა გაიტანა და პირადი რეკორდების დიდ ნუსხაში კიდევ ერთი მოკრძალებული სტრიქონი ჩაწერა. ეს რონის 43-ე გოლი იყო სერია A-ში, რაც ერთით მეტია თანამემამულე რუი კოშტას შედეგზე. კოშტა, „მილანის“ და „ფიორენტინას“ ყოფილი შემტევი ნახევარცველი კარგა ხანს იტალიაში ყველაზე მეტის გამტან პორტუგალიელთა შორის პირველი იყო. ახლა კი კრიშტიანუ გალიდერდა....









