ვერ გეტყვით მაურიციო სარის მოხსნა ამასთან რაიმე კავშირში იყო თუ არა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გავარდნის შემდეგ, „იუვენტუსის” მთავარმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ინსტაგრამზე დაწერა: „ჩვენთვის 2019-20 წლების სეზონი დასრულდა. ის დამთავრდა ჩვეულებრივზე გაცილებით გვიან, მაგრამ სასურველზე ადრე. ახლა რეაგირების დროა. ისეთი დიდი კლუბი, როგორიც „იუვენტუსია” უნდა ფიქრობდეს და მოქმედებდეს, როგორც მსოფლიოში საუკეთესო. ისეთ რთულ წელიწადს,...
ჭდე: იუვენტუსი
ანდრეა პირლო – იუვეს ახალი მწვრთნელი
მაურიციო სარის წასვლის შემდეგ ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე ყველაზე აქტიურად მაურისიო პოჩეტინო, სიმონე ინძაგი და ზინედინ ზიდანი განიხილებოდნენ. ასევე აქტიურად დაირხა ხმები მაქს ალეგრისთან დაკავშირებით. მხოლოდ აქა-იქ თუ წავიკითხავდით ანდრეა პირლოზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ „იუვეს“ 23 წლამდე გუნდის თავკაცად დაინიშნა და… „იუვემ“ რისკიანი ნაბიჯი გადადგა – 41 წლის პირლო, ვინაც ახლახანს აიღო...
კრიშტიანუს კოპწიები
„იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ახალი, კოპწია იახტა შეიძინა – Azimut Grande. ხუთი შესანიშნავი კაიუტით, ექვსი საარაკო სილამაზის, დეკორატიულად გაწყობილი აბაზანით, ორი ლაუნჯ-ზონით, უზარმაზარი მისაღებით და მსუყე სამზარეულოთი. ძრავი 1900 ცხენის ძალისაა და 93 ტონას იწონის. ეს საოცრება კრიშტიანუმ შარშან იყიდა 5,5 მილიონ გირვანქად. მანამდე ის იჯარით იღებდა იახტას ჩარტერული კომპანიისგან. ახლა კი საკუთარი ჰყავს. ამ...
დიბალა ლიონთან იომებს
ივლისის ბოლოს მიღებულმა თეძოს ტრამვამ არგრნტინელი პაოლო დიბალას საჩემპიონთალიგო პერსპექტივას დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა. მისთვის და „იუვენტუსის“ სამწვრთნელო შტაბის გასახარად, მკურნალობის პროცესმა მოსალოდნელზე მალე ჩაიარა. უკვე შაბათს დიბალამ გუნდთან ერთად ივარჯიშა და 7 ივლისს „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური შეხვედრის განაცხადში იქნება. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ფრანგებმა 1:0 მოიგეს.
თავხედი არტური
„ბარსელონამ” არტურ მელოს წინააღმდეგ სადისციპლინო პროცესი წამოიწყო. ასეთი გახლავთ კლუბის რეაქცია 23 წლის ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს თანაგუნდელებს და „ნაპოლის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში არ ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სექტემბრიდან „იუვენტუსში” გამოვა. კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია. არტურის კონტრაქტი ხუთწლიანია. „ბებერი ქალბატონი” 72 მილიონ ევროს იხდის, რასაც გარემოებათა მიხედვით შეიძლება კიდევ 10 მილიონი დაემატოს. გარიგებაში შედის...
შარშან ვიალი იყო, კლუივერტიც
ვერ გავიგე, რას ველოდებოდი მთელი წელიწადი. ალბათ სულელი ვარ, მაგრამ მართლა ვერ გავიგე. ჩემპიონთა ლიგის ფინალს მშვიდად ვუყურებ, რადგან არცერთ იქ გასულ გუნდს არ ვგულშემატკივრობდი. მიუნხენში მაღალი კლასი იყო, მაგრამ მე მაინც ვერაფერი გავიგე. ალბათ იმიტომ, რომ კლასი იყო მაღალი. აი, 26 მაისს თბილისის სტადიონზე კი ყველაფერი გავიგე. რაც ფეხბურთს ვუყურებ, „იუვესთვის“ ერთადერთხელ მიქომაგია, „დორტმუნდის“...
სარი: რაკი ჩემი ხელმძღვანელობით მოიგეთ, ესე იგი მართლა მაგრები ყოფილხართ
მაურიციო სარიმ „იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონი გახადა. მისთვის ეს იყო ამა თუ იმ ქვეყნის ჩემპიონატში პირველი წარმატება, პირველი ტიტული. კიდევ, სარი გახდა ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი, ვისაც სკუდეტო მოუპოვებია — ის 61 წლისა და 6 თვისაა. მანამდე კი მას დიდი ჯილდო „ჩელსისთან” ერთად ჰქონდა მოგებული — 2019 წლის გაზაფხულზე დასავლეთლონდონელების თავკაცის რანგში ევროლიგაში გაიმარჯვა. მოგეხსენებათ, მაურიციო სარი...
ყველაზე მორიდებული დიადი
ზინედინ ზიდანი დღევანდელ მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანია. ის „რეალის” მწვრთნელია და კლუბს ორჯერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ კლუბთა მსოფლიო თასი, ორჯერ ესპანეთის სუპერთასი და ორჯერაც ევროპის სუპერთასი მოაგებინა, მანამდე კი მადრიდელთა თეთრი მაისურით როგორც ფეხბურთელი სჩადიოდა სასწაულებს. ესპანურმა გაზეთმა „მარკამ” ზიდანის „იუვენტუსისა” და „რეალის” დროინდელი თანაგუნდელების გამონათქვამები შეკრიბა, რომელთაც ქვემოთ...
მაურიციოს მაურისიო შეცვლის
ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა თამაშის ხარისხით და დიდი ალბათობით, აღარ გააგრძელებს თანამშრომლობას მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარისთან. იტალიურ მედიას თუ ვენდობით, ტურინელებმა უკვე გამართეს მოლაპარაკება არგენტინელ მაურისიო პოჩეტინოსთან, რომელიც შარშანდელი ნოემბრის შემდეგ უქმობს. მაშინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამყვან მწვრთნელს „ტოტენჰემის“ ბოსებმა სეზონის კატასტროფული სტარტი არ აპატიეს. ამის მიუხედავად, 48 წლის პოჩეტინოს უმაღლესი კვალიფიკაცია ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა,...
50 იტალიაში, ესპანეთსა და ინგლისში…
ასაკის მიუხედავად, კრიშტიანუ რონალდუ რეკორდს რეკორდზე ამყარებს. 35 წლის პორტუგალიელმა „იუვენტუსისა” და „ლაციოს” შეხვედრაში სამ წუთში ორჯერ გაიტანა და გახდა მოთამაშე, რომელმაც სერია A-ში 50 გოლი ყველაზე მოკლე დროში შეაგდო. გარდა ამისა, კრიშტიანუ ერთადერთია, ვინც 50 გოლი გაიტანა როგორც იტალიაში, ასევე ესპანურ ლა ლიგასა და ინგლისის პრემიერლიგაში. შესაბამისად, ყოველგვარი დავა, თუ როგორ ჩემპიონატში ეიოლება პორტუგალიელს...









