„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევი, 37 წლის კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში 36 წელს გადაცილებული პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში 15 გოლის გატანა შეძლო. რონალდუმ ბოლო ტურში „ნორვიჩს“ სამი გოლი შეუგდო, სულ კი, ამ შედეგის დასაფიქსირებლად 26 მატჩი დასჭირდა. გარდა ამისა, რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 21-ე საუკუნეში ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბების ოფიციალურ მატჩებში 50 ჰეთ-თრიკი შეასრულა....
ჭდე: იუვენტუსი
სირცხვილი და სიბრაზე
„იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი თავისი გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან მოულოდნელმა გავარდნამ ერთობ დაამწუხრა და სოციალურ ქსელში გამამხნევებელი გზავნილიც გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, ოთხშაბათს, ტურინში, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში (პირველი მატჩი 1:1), „იუვენტუსმა“ „ვილიარეალთან“ 0:3 წააგო და ტურნირს სენსაციურად დაემშვიდობა. „პირველად მოხდა ჩემს კარიერაში, რომ ასეთ თამაშს გვერდიდან ვუცქირე. მინდორზე არ ვიყავი. ამიტომ კარგად ვგრძნობ იმ იმედგაცრუებას, რაც...
ვლაჰოვიჩი – იუვეს საუკეთესო
„იუვენტუსის“ 22 წლის სერბი თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი კლუბის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს – გვამცნობს „ბებერი ქალბატონის“ პრესსამსახური. გასულ თვეში ვლაჰოვიჩმა 6 შეხვედრაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 28 ტურის შემდეგ, „იუვენტუსი“ 53 ქულით სერია A-ს ცხრილში მეოთხე ადგილზეა. ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ წლეულს, იანვრის ბოლოს გადავიდა „ფიორენტინადან“ 80 მილიონ ევროდ, რაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის რეკორდი გახლავთ. ჯამში,...
ჩემპიონობა? შანსი არ გვაქვს
„იუვენტუსის“ მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ იტალიის ჩემპიონი ამ სეზონში ვერ გახდება. თავს იზღვევს, ეშმაკობს თუ გულწრფელია 54 წლის სპეციალისტი, აბა, რა გითხრათ… „ტიტულისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ. ვფიქრობ, სკუდეტოს მოსაგებად 85 ქულაა საჭირო, ჩვენ კი ამდენს ვერ ვაგროვებთ. გასულები ვართ იტალიის თასის ნახევარფინალში, სადაც „ფიორენტინას“ ვხვდებით. ასევე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ვილიარეალის“ ბარიერი უნდა გადავლახოთ, ხოლო ყოველწლიურად...
ასე ფეხბურთის თამაში არ შეიძლება
„ინტერმა“ კვირა საღამოს შინ 0:2 წააგო „სასუოლოსთან“. ბოლო დროს აურია სიმონე ინძაგის გუნდმა და გამოჩნდა, რომ ჯერ მაინც ვერაა ის გუნდი, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე რომ გაიწიოს, ან სერია A ერთი ამოსუნთქვით მოიგოს – როგორც ამას თავის დროზე „იუვენტუსი“ აკეთებდა. მოკლედ, „ინტერი“ და სტაბილურობა ერთად ვერ გამოდის. აი, რა თქვა ინძაგიმ: „ძალიან გაბრაზებული ვარ ფეხბურთელების საქმისადმი...
ჩვენთან რა გინდა, მაინც არ გათამაშებენ…
Diario Sport-მა ასეთი ამბავი გაახმაურა: თურმე მატეის დე ლიხტი 2019 წელს „აიაქსიდან“ „ბარსელონაში“ რომ აპირებდა გადასვლას და ყველაფერი გადაწყვეტილი რომ ჩანდა, ჟერარ პიკეს ერთ წინადადებას ცუდად უმოქმედია და ჩაუშლია… დე ლიხტი და პიკე იმ ზაფხულს კარიბებზე ერთად ისვენებდნენ. „ბარსას“ გამოცდილ მცველს უთქვამს, ჩვენთან მაინც არ გათამაშებენ და წინასწარ იცოდეო. დე ლიხტიც „იუვენტუსში“ წავიდა. რამდენად სიმართლეა,...
იუვე და ჟორჟინიო
იტალიაში გავრცელებული ცნობების თანახმად „იუვენტუსმა” კვლავ მიმართა „ჩელსის” ჟორჟინიოს თაობაზე. „ბებერი ქალბატონის” ინტერესი გაიტალიელებული ბრაზილიელის მიმართ დიდი ხანია ცნობილია. ტურინელები ლონდონელებს ჯერ კიდევ მაურიციო სარის მწვრთნელობის დროს სთხოვდნენ ნახევარმცველს და „გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, „შავ-თეთრებს” მისი გადაბირების განზრახვაზე ხელი არ აუღიათ. ჟორჟინიო 30 წლისაა. ბოლო პერიოდში ის, როგორც იტალიის ნაკრებისთვის ასევე „ჩელსისთვის” მეტად მნიშვნელოვანი ფიგურა...
ფანები: ანიელი, მოკვდი!
იტალიის სუპერთასი „ინტერმა“ მოიგო, „იუვენტუსს“ დამატებით დროში აჯობა – 2:1. გარდა იმისა, რომ სუპერთასების ისტორიაში ყველაზე გვიანი გოლი გავიდა (ალექსის სანჩესი 122-ე წუთზე), იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ პირველი ტიტული მოიგო „ინტერში“ და ეს მისთვის მესამე სუპერთასია: წინა ორი „ლაციოში“ აიღო. თუმცა აქ სხვა ამბავს უფრო შევეხებით. „იუვეს“ ულტრასებს დიდი ბანერი ჰქონდათ გამოტანილი...
განსაკუთრებულის განსაკუთრებული წაგება
ჟოზე მოურინიუს „რომამ“ წარმოუდგენელი თამაში წააგო. 3:1-ს უგებდა „იუვენტუსს“, მაგრამ საბოლოოდ – 3:4 დათმო. იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ ჟოზემ კინაღამ დაანგრია გასახდელი. კომენტარიც ისეთი გააკეთა, სიმართლე უნდა იყოს… „როცა „იუვენტუსმა“ მეორე გოლი გაგვიტანა და ანგარიში 3:2 გახდა, ჩემი ფეხბურთელები ანერვიულდნენ. ფსიქოლოგიურად დაეცნენ. აფენა-გიანი მშვენივრად თამაშობდა, მაგრამ დაიღალა და შევცვალე, ხოლო მის ნაცვლად შესულმა ფეხბურთელმა (უზბეკი...
მორატას ტრანსფერის კარუსელი
„ბარსელონა” ალვარო მორატას ყიდვაზე ხელის აღებას არ აპირებს, თავად თავდამსხმელმა კი კარგად იცის, რომ თუ მოთმინებას გამოიჩენს, „კამპ ნოუზე” შეიძლება იანვარშივე გადავიდეს. მეორე მხრივ, „იუვენტუსის” თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ კატეგორიულად მოჭრა, ესპანელი ტურინიდან ამ თვეში არსად წავაო. საქმე ის არის, რომ „ბებერი ქალბატონი” „პარი სენ ჟერმენისგან” მაურო იკარდის გამოსყიდვას აპირებს და უნდა, სანამ მორატას შეელევა ჯერ...









