ინგლისის ნაკრებმა მონტენეგროს 7:0 მოუგო, მაგრამ ვინაიდან ასეთი გამარჯვების აღწერა მკითხველისთვის საინტერესო არ უნდა იყოს, იმას გეტყვით, რომ რაჰიმ სტერლინგს გულშემატკივრისთვის საყვედურის თქმა და ჯო გომესის მათგან დაცვა მოუხდა. საქმე ის არის, რომ 70-ე წუთზე, როდესაც გომესი შეცვლაზე შევიდა, „უემბლიზე” შეკრებილმა მაყურებელმა მას ობსტრუქცია მოუწყო. გასაგებია, რომ ეს სტერლინგისა და გომესის კონფლიქტის გაგრძელებაა, კონფლიქტი კი...
ჭდე: ინგლისის ნაკრები
ჩხუბი ნაკრების სასადილოში
რაჰიმ სტერლინგი დასაჯეს. ის მონტენეგროსთონ ვერ ითამაშებს. ის კი არა, „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავი ინგლისის ნაკრების ბანაკიდან კინაღამ სულ გააგდეს. მიზეზი: სტერლინგი ლივერპულელ ჯო გომესს ეჩხუბა. გაოგნებულ თანაგუნდელებს წყვილი გასაშველებელი გაუხდათ. ამის წაკითხვაზე პირველი რაც კაცს გაახსენდება ამავე ფეხბურთელების ის დაპირისპირებაა, სანაკრებო თავშეყრამდე რამდენიმე საათაით ადრე „ენფილდ როუდზე” რომ მოუვიდათ — მათი გუნდების, „ლივერპულისა” და „სიტის” შეხვედრა...
უეფამ ბულგარეთში სტადიონი დაცალა
14 ოქტომბერს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო მატჩში, ბულგარეთის ნაკრები სოფიაში ინგლისთან ხომ განადგურდა და მეტიც, – გაწბილებული ბულგარელ ქომაგებზე მეტად, მიუხედავად შთამბეჭდავი გამარჯვებისა (6:0), ეს მატჩი ინგლისელი ფეხბურთელების მეხსიერებაში უარყოფითი კუთხით, ალბათ, დიდხანს შემორჩება. ტრიბუნაზე, ადგილობრივ ქომაგთა საშინელი ქცევის გამო, რაც სტუმარი ფეხბურთელების მისამართით რასისტულ გამოხდომებში გამოიხატებოდა, პირველ ტაიმში მატჩი ორჯერ შეწყდა. არბიტრს შეხვედრის საერთოდ შეწყვეტის...
პასუხი ტაბლოზე ეწერა
ბულგარელი ხულიგანი ფანები შავკანიან ინგლისელ ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაგრამ ბოლოს სტადიონიდან გაიძურწნენ. გაძურწვის მიზეზი ტაბლოზე ეწერა: 0:6! ფერადკანიანთაგან გოლები გაიტანეს მარკუს რეშფორდმა და რაჰიმ სტერლინგმა, დაცვაში კი ტაირომ მინგსს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა. სტერლინგმა ორჯერ შეაგდო. დანარჩენი სამი გოლიდან ორი როს ბარკლიმ გაიტანა, ხოლო ერთი ჰარი კეინმა. როდესაც ერთი ნაკრები მეორეს მისავე დედაქალაქში...
უცნობები პარკინგიდან
„ისინი ისე თამაშობდნენ, გეგონება თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე პაბის ავტოსადგომზე გაიცნეს ერთმანეთი, — წერს „სანი” ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებზე, — ისინი ჰგავდნენ უცხო ადამიანებს, გამოუცდელ ხალხს, რომლებსაც ხელი დაავლეს და ევრო 2020-ის შესარჩევში სათამაშოდ შეყარეს”. შესარჩევ შეჯიბრებებში 43 თამაშიანი, ათწლიანი (ასე უფრო ხმამაღლა ჟღერს) დაუმარცხებელი, ამაყი სერია ჩეხეთთან შეხვედრის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე შეცვლაზე შესულმა...
ძუ ლომთა ღრიალი საფრანგეთში
აფრიკული ემოციებით აღსავსე გამოდგა ქალ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური შეხვედრა ინგლისისა და კამერუნის ნაკრებებს შორის, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ვალენსიენის „სტად დუ ენოზე” გაიმართა. ინგლისმა მოიგო 3:0, მაგრამ მეორე გოლმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პირველი გოლი კამერუნელმა გოგოებმა თავიანთი დაუფიქრებლობით გაუშვეს — მცველის დაგორებული ბურთი მეკარემ სიჩქარეში ხელით დაიჭირა. შესაბამისად, დაინიშნა თავისუფალი. მთელი კამერუნის გუნდი კარის ხაზზე...
ინგლისელებს მოუგეს. ინგლისელები კინაღამ გაჭყლიტეს
ერთა ლიგის A ლიგის ფინალში პორტუგალიას ჰოლანდია შეხვდება. ჰოლანდიელებმა ნახევარფინალში ინგლისს მოუგეს 3:1. ძირითადი დრო 1:1 დამთავრდა. მესამე ადგილისთვის შვეიცარია და ინგლისი შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ორივე მატჩი კვირას, 9 ივნისს გაიმართება. და რასაკვირველია, კვლავ შარსა და გასაჭირში აღმოჩნდნენ ინგლისელი ფანები. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრნი იყვნენ. ცოტანი რომ ყოფილიყვნენ, მათ პრობლემას არავინ მიაქცევდა ყურადღებას. პრობლემა კი...
თხოვნაა იდიოტებივით არ მოიქცნენ
პორტუში, ადგილობრივ პოლიციასა და ინგლისის ნაკრების ფანებს შორის შეტაკება მოხდა. ორი ინგლისელი დაშავდა — ორივეს თავი აქვს დაზიანებული. აურზაური თავისუფლების მოედანზე, მეტროს სადგურ ალიადოსთან ატყდა. პორტუგალიაში უეფას ერთა ლიგის ფლეი ოფი მიმდინარეობს — პირველ ნახევარფინალში მასპინძლებმა შვეიცარიას 3:1 მოუგეს. დღეს გიმარაეშში ინგლისი ჰოლანდიას ხვდება. ინგლისელი ფანები ამბობენ, რომ კონფლიქტი პორტუგალიელი გულშემატკივრების წამოწყებულია, რომელთაც მათ ბოთლი ესროლეს....
ტელეფონმა ბექემს გაუტანა
მობილურმა ტელეფონმა ისეთი ჯარიმა შეუსრულა დევიდ ბექემს, როგორსაც ჯეელობაში ბექემი თვითონ ასრულებდა. საჭესთან ტელეფონში ქექვის გამო, ნაკრების ყოფილ კაპიტანს, სასამართლომ ინგლისში მართვის უფლება 6 თვით ჩამოართვა. შარშან ნოემბერში, ლონდონში, მოწმეს გადაუღია ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ ბექემი ავტომობილის მართვისას გზას არ უყურებს და მუხლებზე რაღაჩას ჩასჩერებია. ბრალდებულმა თავი იმართლა, შარშანდელი ნოემბრისა რა მახსოვს, იმ დღეს მანქანაში...
რუნი უემბლის გამოეთხოვა
როდესაც გარეთ საუთგეიტმა ინგლისისა და აშშ-ს ნაკრებების ამხანაგური შეხვედრის 58-ე წუთზე ჯესი ლინგარდი უეინ რუნით შეცვალა, „უემბლი” ფეხზე წამოდგა. ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ეს 33 წლის რუნისთვის 120-ე და ბოლო თამაში გახლდათ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. თამაშის დაწყების წინ ღვაწლმოსილი კაპიტანი ტრიბუნების წინაშე ოჯახთან ერთად წარსდგა. მას ახლდნენ მეუღლე კოლინი და ოთხივე შვილი: კაი, კლეი, კიტი და...








