ინგლისურ ჟურნალ Soccerbible-თვის მიცემულ ინტერვიუში ჯეიდონ სანჩომ თქვა, რატომ იგვიანებს ხოლმე ვარჯიშზე და ვინ არიან მისი საყვარელი ფეხბურთელები. მოგეხსენებათ, 20 წლის სანჩო ამ დღეებში ინგლისის ნაკრებშია გამოძახებული, მისი კლუბი კი „მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი მოწადინების მიუხედავად, ჯერჯერობით კვლავ გერმანული „დორტმუნდი” გახლავთ. „გერმანიაში კიდევ რამდენიმე უნარი მაქვს დასახვეწი, — უთხრა გარემარბმა ინგლისელ ჟურნალისტებს, შემდეგ კი დასძინა, —...
ჭდე: ინგლისის ნაკრები
საუთგეიტმა უფროსებთან საქმე აღარ გაიფუჭა
მას მერე, რაც ჰარი მაგუაირი საბერძნეთში, კურორტზე ჩხუბის გამო საბერძნეთის პოლიციამ დააკავა და ლამის 21 თვით ციხეშიც ჩასვა, ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი საგონებელში ჩავარდა. როგორ უნდა მოქცეულიყო „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავის მიმართ? გამოეძახა შეკრებაზე თუ არა? მწვრთნელს გამოსავლისკენ მისი შტაბის წევრებმა და თავად მაგუაირმა უბიძგეს. ხვალ, ინგლისის ნაკრებს რეიკიავიკში, ერთა ლიგის შეხვედრა ელის ისლანდიასთან. მაგუაირმა...
დებიუტანტი
ჯეკ გრილიში როგორც იქნა გამოიძახეს ინგლისის ნაკრებში. ახლა 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ამბობს, რომ მას ერვნული გუნდიდან ვეღარავინ და ვეღარაფერი მოიშორებს. ზოგადად, გარეთ საუთგეიტის პირველი არჩევანი მარკუს რეშფორდი და ჰარი ვინკსი გახლავან, მაგრამ ახლა, ერთა ლიგაში, ისლანდიასა და დანიასთან სათამაშოდ ისინი ნაკრებს ვერ დაეხმარებიან და გარეთ საუთგეიტიც „ასტონ ვილას” ვარსკვლავს დაეყრდნო. ჯეკ გრილიში ირლანდიელია და...
მაგუაირი პირს რომ აღებს, იტყუებაო
საბერძნეთის პოლიცია, რომელმაც ჰარი მაგუაირი კუნძულ მიკონოსზე დააკავა, ამბობს, რომ ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავს ისე ეპყრობოდა როგორც ერთ ჩვეულებრივ ბრიტანელს. „იუნაიტედის” კაპიტანმა კი თქვა, დაკავების დროს სამოქალაქო ფორმიანები ისე მომცვივდნენ, მეგონა ყაჩაღები მიტაცებდნენო. BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში მაგუაირმა ისევ გაიმეორა, რომ ჩხუბი, რომლის გამოც ის დააკავეს, იმიტომ ატყდა, რომ ორმა ალბანელმა მის დას ნარკოტიკი...
კორონას ფეხბურთი არ უყვარს
ინგლისის ნაკრების კრიზისი ღრმავდება, რადგან უკვე ხუთ ფეხბურთელს სჭირს covid 19. ზოგად-ინგლისური შოკი კი მას მერე გაძლიერდა, რაც გაირკვა, რომ პრემიერლიგის კიდევ ორ მოთამაშეს, ფრანგებს პოლ პოგბასა და ტანგუ ნდომბელეს ტესტებზე დადებითი პასუხი ჰქონიათ. ამას დაამატეთ, რომ კარანტინშია „ჩელსის” რვა და „არსენალის” ოთხი ფეხბურთელი… გარეთ საუთგეიტი შეკრებას ორშაბათს იწყებს. წინ ერთა ლიგის თამაშებია ისლანდიასთან და...
ინგლისელები ნაკრებს და პრემიერლიგას კორონიანები უბრუნდებიან
საბერძნეთის კურორტზე დროის ლაზათიანად ტარების შემდეგ ინგლისის ნაკრების ერთი და პრემიერლიგის კიდევ ორი ფეხბურთელი კორონავირუსით დაავადდნენ. ახლა, ინგლისელთა ეროვნული გუნდის თავკაცი გარეთ საუთგეიტი შიშობს, რომ არდადეგების დამთავრების შემდეგ კოვიდ-კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. ამას დაამატეთ ერთი ამბავიც, კუნძულ მიკონოსზე ჩხუბის გამო ჰარი მაგუაირი რომ დააკავეს და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისთვის არასასურველი ვითარების სურათს მიიღებთ. როგორც ინგლისურმა პრესამ შეიტყო,...
ვიაგრა დალია და დაეძგერა!
რა ისტორიები არ გადახდებათ ხოლმე ფეხბურთელებს. კარლტონ კოულმა, მაგალითად, ინგლისისა და ჰოლანდიის ნაკრებების ამხანაგური თამაშის წინ ვიაგრა დალია და… არა, მატჩის მსვლელობისას არავინ დაზარალებულა. კოულმა ვიაგრა შეცდომით დალია, ვიტამინი ეგონა, მაგრამ წამალმა იმოქმედა. „რასაკვირველია, იმოქმედა. სექსულაურად არ ავღგზნებულვარ, მაგრამ ენერგია კი მოჭარბებულად მქონდა და ბევრი ვირბინე”, — სიცილით იგონებს 36 წლის ვეტერანი. ეს მოხდა 2009...
Gucci და ვარდის კარტოფილი
უქმობს მსოფლიო სპორტი და სხვების დარად თვითიზოლაციაში წავიდნენ საფეხბურთო ვარსკვლავებიც… განა რამდენ „ჩელენჯში“ უნდა ჩაებას ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას მიჩვეული ადამიანი, რომ მთელი თავისუფალი დრო მოკლას? აგერ, მაგალითად ინგლისის ნაკრებისა და „ლესტერის“ ჯეიმი ვარდმა საკუთარ ბაღ-ბოსტანს მიაშურა და თუ ფოტოებით ვიმსჯელებთ, გულიანადაც იმუშავა. ჯეიმის მარწყვი ჰქონია მოსარწყავი და კარტოფილი ამოსაღები. აბა, ამაში დასაძრახი ან გასაოცარი რა...
პირველ ადგილს მეორე ჯობია
„სანი” წერს, რომ ინგლისის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლას მეორე ადგილზე გასვლა სჯობს. ასე გარეთ საუთგეიტის გუნდი მერვედფინალში საფრანგეთთან, გერმანიასთან ან პორტუგალიასთან თამაშის კოშმარს აიცილებს თავიდან. გუშინ, ბუქარესტში ჩატარებულ ევრო 2020-ის კენჭისყრაზე ინგლისელები მოხვდნენ ჯგუფში, სადაც მათ გარდა არიან ხორვატია, ჩეხეთი და ერთა ლიგის ერთ-ერთი ფლეი ოფის გამარჯვებული, რომელიც არ არის გამორიცხული...
ევროპის ჩემპიონატი მსოფლიოსაზე არანაკლებია
გარეთ საუთგეიტის ხელში ინგლისმა ევრო 2020-ის შესარჩევი შეჯიბრება კოსოვოში 4:0 გამარჯვებით დააგვირგვინა და ფინალური ეტაპის კენჭისყრის წინ, განთესილთა შორის უმაღლესი პოზიცია დაიკავა. ამავე შეხვედრის 79-ე წუთზე ტოტენჰემელი ჰარი კეინი გახდა ინგლისის ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც შესარჩევი შეჯიბრების ყველა შეხვედრაში გოლი შეაგდო. ზოგან ერთი და ზოგან მეტი — სულ 12. კინის გარდა კოსოვოელების კარში გაიტანეს ჰარი...









