მას მერე, რაც ჰარი მაგუაირი საბერძნეთში, კურორტზე ჩხუბის გამო საბერძნეთის პოლიციამ დააკავა და ლამის 21 თვით ციხეშიც ჩასვა, ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი საგონებელში ჩავარდა. როგორ უნდა მოქცეულიყო „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავის მიმართ? გამოეძახა შეკრებაზე თუ არა?
მწვრთნელს გამოსავლისკენ მისი შტაბის წევრებმა და თავად მაგუაირმა უბიძგეს. ხვალ, ინგლისის ნაკრებს რეიკიავიკში, ერთა ლიგის შეხვედრა ელის ისლანდიასთან. მაგუაირმა საუთგეიტს ამ შეხვედრისთვის პირადად სთხოვა გამოძახება და ზემოხსენებულმა შტაბის წევრებმაც უშუამდგომლეს.
ფეხბურთის ასოციაციის მაღალი თანამდებობის პირებიც მოწადინებულები იყვნენ, რომ საბერძნეთში შარგამოვლილ ფეხბურთელს როგორც ისლანდიასთან, ასევე დანიასთან შეხვედრებში მონაწილეობა მიეღო.
საუთგეიტმა გადაწყვიტა ამდენი მთხოვნელისა და განსაკუთრებით ასოციაციის შეფების წინააღმდეგ აღარ გაელაშქრა და ცენტრალური მცველისთვის პრემიერლიგის ახალი სეზონის წინ ფსიქოლოგიურად განმუხტვის საშუალება მიეცა.
ისტორია კი ორიოდ სიტყვით ასეთი იყო: როდესაც 25 აგვისტოს ინგლისის ნაკრების თავკაცმა ფეხბურთელები შეკრებაზე გამოიძახა, სიაში მაგუაირიც ჰყავდა, მაგრამ მეორე დღეს საბერძნეთის კუნძულ მიკონოსიდან მოვიდა ცნობა, რომ ფეხბურთელმა იქ, ბარში იჩხუბა და პოლიციაში ჰყავთ დაკავებული. „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავს ბერძნულ ძალოვან სტრუქტურებთან გვარიანი ისტორია გადახდა, თუმცა საბოლოოდ თავი დაიხსნა და მწვრთნელს ნაკრებში დაბრუნება სთხოვა. როგორც ინგლისური პრესა წერს, ნაკრების მწვრთნელი მიხვდა, რომ მაგუაირის შეკრებაზე გამოძახება მის ინტერესებში შედიოდა.
მაგუაირს უკვე „მანჩესტერ იუნაიტედმაც” დართო ვარჯიშებში მონაწილეობის ნება. მოგეხსენებათ, პრემიერლიგის სეზონი 19 სექტემბერს იწყება და ოლე გუნარ სულშერის გუნდი პირველ შეხვედრაში „კრისტალ პალასს” უნდა დაუპირისპირდეს.
საუთგეიტი გარანტიას იძლევა, რომ ჰარი მაგუაირი ოქტომბერში, უელსთან, ბელგიასთან და დანიასთან შეხვედრებში გამოძახებულთა შორის იქნება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 09:52როგორ ითამაშა ფრანგული საიტის აზრით კვარაცხელიას ახალმა კონკურენტმა?
მთავარი ამბავი24/08/2026 | 08:26კვარა და დემბელე შესვენებისას შეცვალეს
სიახლეები23/08/2026 | 09:15ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
