ჭდე: ინგლისის ნაკრები

Home ინგლისის ნაკრები
ინგლისელებს სცემენ!
ჩანაწერი

ინგლისელებს სცემენ!

ამსტერდამში, ამხანაგურ შეხვედრაში, ჯესი ლინგარდის გოლით ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩენილ ჰოლანდიას 1:0 მოუგო, მაგრამ იქ სადაც ინგლისელები არიან მოვლენები მარტო ფეხბურთის მოედანზე არ ვითარდება. თამაშამდე, ამსტერდამის პოლიციამ ინგლისელი ფანები ხელკეტებით სცემა. „სანი” წერს, რომ სტუმარი გულშემატკივრების რბევაში თექვსმეტი ქვეითი და ექვსი ცხენოსანი პოლიციელი მონაწილეობდა. იმის შესახებ, თუ რატომ ჩაერია საქმეში სამართალდამცველთა საგანგებო რაზმი,...

ინგლისური ოცნება — 2030
ჩანაწერი

ინგლისური ოცნება — 2030

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის შეფებს სწამთ, რომ მათ ქვეყანას მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მოსაწყობად ყველა პირობა აქვს. ევროპას რუსეთის 2018 წლის მუნდიალის შემდეგ მასპინძლობის შანსი 2030-ში ეძლევა და ინგლისელებმა გადაწყვიტეს ეს უფლება მოიპოვონ, თუმცა მოვლენების ფორსირებას არ აპირებენ. ასოციაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა “სანს” უთხრა: “კარგად ვიცით, რომ თუკი მიზნის მიღწევა გვინდა, ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ. კერძოდ, არავითარ შემთხვევაში არ...

რუნი არიან ინგლისელები და რას იზამს დიდი სემის დიეტა
ჩანაწერი

რუნი არიან ინგლისელები და რას იზამს დიდი სემის დიეტა

არ არის გამორიცხული უეინ რუნი ინგლისის ნაკრებს დაუბრუნდეს. ამისათვის საჭიროა “ევერტონის” მწვრთნელმა სემ ელერდაისმა ვეტერანის მომზადების მის მიერ შედგენილი გეგმა ბოლომდე მიიყვანოს. რუნის ნაკრებში დაბრუნების ამბავი საქართველოში შეიძლება ყურს არ ჭრიდეს, მაგრამ ინგლისში მას სენსაციას უწოდებენ. საგულისხმოა, რომ 32 წლის თავდამსხმელს იმედი გადაწურული ჰქონდა, ახლა კი კვლავ ალაპარაკდნენ, რომ არ არის გამორიცხული 2018 წლის ზაფხულში,...