ჭდე: ინგლისის ნაკრები

Home ინგლისის ნაკრები
ხამესის ამბავს ბოლოწამს გავიგებთო
ჩანაწერი

ხამესის ამბავს ბოლოწამს გავიგებთო

დღეს, 22 საათზე, მერვედფინალში ინგლისი და კოლუმბია ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ კოლუმბიელებმა არ იციან შეძლებს თუ არა თამაშს მათი ვარსკვლავი ხამეს როგრიგესი. თავიდან პროგნოზი პესიმისტური იყო, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო ოპტიმისტური ხდება. „ბაიერნში” განათხოვრებულმა „რეალის” საკუთრებამ შაბათს სენეგალთან შეხვედრის დროს კანჭი იტკინა და მას მერე ორშაბათს საღამოს წაუვარჯიშა მსუბუქად. ზოგადად, ხამესი მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმირებული ჩავიდა...

ბრაზილიას ავცდითო? ჯობს შვედეთის ეშინოდეთ!
ჩანაწერი

ბრაზილიას ავცდითო? ჯობს შვედეთის ეშინოდეთ!

სვენ-გორან ერიქსონი ფიქრობს, რომ ინგლისის ნაკრები უმალ ბრაზილიას მოუგებს ვიდრე მის მშობლიურ შვედეთს. შეგახსენებთ: მერვედფინალში ინგლისელები კოლუმბიას ხვდებიან და თუ აჯობებენ, მეოთხედფინალში შვედეთსა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულთან მოუწევთ საქმის დაჭერა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ, სადაც ინგლისი ბელგიას ეთამაშა, ლა მანშს გადაღმა დიდი ბჭობა იყო — ბელგიელიბს პირველი ადგილი განზრახ ხომ არ დავუთმოთ ფლეი-ოფის უფრო...

ნევილი ნახევარფინალშია
ჩანაწერი

ნევილი ნახევარფინალშია

1990 წლის შემდეგ ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის საუკეთესო შანსი აქვს — ასეთია გარი ნევილის აზრი. ვეტერანს სწამს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბელგიასთან 0:1 დამარცხების მიუხედავად გულშემატკივარი ოპტიმისტურად უნდა იყოს განწყობილი. ახლა ინგლისი სამშაბათს, 3 ივლისს, 22 საათზე, მოსკოვში კოლუმბიას შეხვდება. გამარჯვებული მეოთხედფინალში გავა, სადაც შვედეთსა და შვეიცარიას შორის მოგებულს დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე...

ბელგიას უნდა მოვუგოთ
ჩანაწერი

ბელგიას უნდა მოვუგოთ

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა თქვა, რომ მის გუნდს ამჯერად მხოლოდ ერთი მიზანი აქვს — ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ბელგიას მოუგოს. ეს საკითხი იმიტომ წამოიჭრა, რომ G ჯგუფის ორივე ლიდერს 6 ქულა აქვს და გაჩნდა მოსაზრება, რომ ბოლო შეხვედრაში განზრახ წაგება, მეორე ადგილზე გასვლა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბადის შედარებით სუსტ მხარეს მოხვედრა უფრო ჭკვიანური საქციელი...

მოუნდათ ბიჭებს გოლი…
ჩანაწერი

მოუნდათ ბიჭებს გოლი…

რა აღარ ხდება. მათ შორის სისულელეებიც. ორიოდ დღის წინ გაგაცანით ცნობა იმის თაობაზე, რომ თურმე მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს შორის დაირხა ხმა, თითქოს გოლს რომ გაიტან საზეიმოდ მთელი გუნდით არ უნდა გადაცდე მოედნის ფარგლებს, რადგან მეტოქეს უფლება აქვს ბურთი ცენტრში დადოს და სანამ შენ ხაზებს გარეთ გიხარია, გოლი გაგიტანოს. კონკრეტული ფაქტებიც გვეწერა: ინგლისმა და პორტუგალიამ...

წაგებულის მენტალიტეტი და 66-ის აჩრდილი
ჩანაწერი

წაგებულის მენტალიტეტი და 66-ის აჩრდილი

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ თქვა, რომ ინგლისელებს ზეწოლასთან გამკლავება უჭირთ და წარუმატებლობის შემდეგ წაგებულებისთვის დამახასიათებელი გამართლების ძებნას იწყებენ ხოლმე. სახელოვანი  იტელიელის ამ ნათქვამმა ალბიონზე ხალხი გააღიზიანა. დაწერეს, ეს ის კაცია, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მერვედფინალში გერმანიასთან რომ გავარდა და ფეხბურთელები თავისი მოსაწყენი საწვრთნელი შეკრებებით ლამის ჭკუაზე გადაიყვანაო. 71 წლის კაპელომ, რომლის ინგლისმა ჯგუფში ალჟირსა და...

ავადმყოფური ნახატი უფრო ღრმა აზრით
ჩანაწერი

ავადმყოფური ნახატი უფრო ღრმა აზრით

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა რაჰიმ სტერლინგმა მარჯვენა ფეხზე ახალი სვირინგი დაიხატა: ავტომატი M16. ბევრი იტყვის ვისი რა საქმეაო. აბა, ინგლისის იარაღის მოწინააღმდეგეთა გაერთიანებებს ჰკითხეთ. მათ ფეხბურთელის ტატუ არათუ გააპროტესტეს, არამედ თუ ნახატს არ შეიცლის, მისი ნაკრებიდან გაგდებაც კი მოითხოვეს. მათი თქმით ეს ავადმყოფური ტატუა. იარაღის მოწინააღმდეგეთა კამპანიის აქტივისტი, 63 ლუსი კოპი, შვილმკვდარი დედაა....

უილშერი ნაწყენია და არ მალავს
ჩანაწერი

უილშერი ნაწყენია და არ მალავს

ჯეკ უილშერმა თქვა, რომ გარეთ საუთგეიტი შეცდა, როდესაც ის ინგლისის ნაკრების სარუსეთო განაცხადში არ შეიყვანა. ფეხბურთელმა თავისი მოსაზრება ტვიტერზე დაწერა. „არსენალის” ნახევარმცველმა თავს წარმოუდგენლად გულგატეხილი უწოდა და განმარტა: „მთელი სეზონის განმავლობაში ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიყავი და მწვავედ ვთამაშობდი, ამიტომაც მწამს, რომ საუთგეიტს გუნდში უნდა შევეყვანე”. 26 წლის მოთამაშემ არც ის დამალა, რომ სანამ თავისი მოსაზრების...

მაიკლ ქერიკის გაუგონარი ფობია
ჩანაწერი

მაიკლ ქერიკის გაუგონარი ფობია

უცნაური რამ გაირკვა მაიკლ ქერიკის შესახებ — თურმე, ნაკრებთან ერთად ხანგრძლივად სადმე გამგზავრება არ შეეძლო. ქერიკი 36 წლის არის, 2006 წლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს, სადაც 315 შეხვედრა ჩაატარა. ნახევარმცველს ნაკრებში 34-ჯერ აქვს ნათამაშები და მეტსაც ითამაშებდა პირადად მისი თხოვნა რომ არა. 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მან ერთი წუთითაც ვერ შეძლო მოედანზე შესვლა,...

ვარდის სახელით
ჩანაწერი

ვარდის სახელით

„ლესტერის” თავდამსხმელ ჯეიმი ვარდის ამ ბოლო დროს გოლების გატანაში კრიშტიანუ რონალდუ ეხმარება. ინგლისის ნაკრების ფორვარდს, რომელმაც ბოლოს სამშაბათს, იტალიის ნაკრებს გაუტანა, იანვარში ნაჩვევი ბუცების გამოცვლა მოუხდა. 31 წლის ვარდის „ნაიკთან” მოუვიდა უთანხმოება. როგორც „დეილი მეილი” წერს, სპორტული აღჭურვილობის ამერიკულ გიგანტს ფეხბურთელისთვის ბუცის მოდელის შეცვლა უნდოდა, მან კი ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. რომ ვერ შეთანხმდნენ,...