ის, რასაც ახლა ანგრევენ, „უემბლის” ნაწილი იყო. ახლანდელი თაღი ხომ თვალწინ გიდგათ? მანამდე, ლეგენდარული სტადიონის საქვეყნოდ ცნობილ სიმბოლოდ ტყუპი კოშკი ითვლებოდა, თუმცა არანაკლებ რიტუალური გახლდათ ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ფანების სვლა მეტროს სადგურიდან სტადიონამდე. ეს გზა 1974 წელს იმიტომ ააშენეს, რომ გულშემატკივარს მიტოვებული ავტოპარკის გადაკვეთა არ დასჭირვებოდა. ახლა, ტყუპი კოშკისა არ იყოს, ეს გზაც უკვე ისტორიაა....
ჭდე: ინგლისის ნაკრები
მწვრთნელი გუნდის ფსიქოლოგიური მომზადების გამო დაისჯება
ახლა გამოძიება იქნება! ირლანდიის ნაკრების მწვრთნელს სტივენ კენის თავისი ფეხბურთელებისთვის ანტიინგლისური ვიდეო უჩვენებია. ეს ამბავი ერთი კვირის წინ მოხდა, როდესაც ინგლისმა და ირლანდიამ „უემბლიზე” ამხანაგური შეხვედრა გამართეს. ინგლისმა 3:0 მოიგო. კენი თამაშის წინ ფეხბურთელების დამუხტვას ცდილობდა, მაგრამ ეტყობა ძველებური აღზრდის კაცია და ვერ გათვალა, რომ თანამედროვე ახალგაზრდებში ანტიინგლისური რიტორიკით შოკს გამოიწვევდა. ასეც მომხდარა, თურმე ფეხბურთელების...
ინგლისი ჩარჩა და უსახურია
არანაირი სისწრაფე შეტევაში, არანაირი ფანტაზია ნახევარდაცვაში და არანაირი ყურადღება დაცვაში — ეს სიტყვები ინგლისურ პრესაში ამოვიკითხეთ. ასე დაახასიათეს ჟურნალისტებმა გარეთ საუთგეიტის გუნდის თამაში ბელგიაში. ეს გახლდათ ერთა ლიგის A2 ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ბელგიელებმა 2:0 მოიგეს და ხუთი ტურის შემდეგ 12 ქულით ცხრილის სათავეში მოექცნენ. მათ შემდეგაა 10 ქულიანი დანია, რომელმაც ისლანდიას 2:1 აჯობა. ინგლისის გუნდი...
ჩუმად კოვიდი ჰქონია
ახლაღა გახდა ცნობილი, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს covid 19 მოუხდია. დღეს შუა ნოემბერია, მას კი თურმე სიმპტომები ოქტომბრის ბოლოს მიეძალა. 50 წლის ყოფილი ფეხბურთელი ათდღიან თვითიზოლაციაში ჩაკეტეს და შინიდან მხოლოდ მაშინ გამოუშვეს, როდესაც ტესტის პასუხი უარყოფითი გახდა. ინგლისური პრესა წერს, შიშობდნენ, ვაითუ მისი ასაკის კაცს დაავადება გართულებოდაო (სახიფათო ასაკად ხან ერთს ასახელებენ და...
ალბანეთშიო?
დიდი შანსია ინგლისის ნაკრებმა ერთა ლიგის შეხვედრა ისლანდიის წინააღმდეგ ათასობით კილომეტრის მოშორებით, ალბანეთში ითამაშოს. ეს, კლუბებსა და ნაკრებს შორის ახალ დაპირისპირებებს გამოიწვევს. თუ ინგლისელები შემდეგ ოთხშაბათს ბალკანეთში გაემგზავრებიან, სამშობლოში ხუთშაბათს გამთენიამდე ვერ დაბრუნდებიან, შაბათს კი უკვე პრემიერლიგის თამაშებია. ეს დიდი დარტყმა იქნება ფრენკ ლემპარდისთვის, რომლის „ჩელსიც” სანაკრებო პაუზის შემდეგ ნიუკასლს მიემგზავრება, სადაც მატჩი, როგორც ინგლისელები...
უემბლი ოფსაიდში დარჩება?
კოვიდპანდემია სანაკრებო ფეხბურთს საკლუბოზე მეტად უშლის ხელს. ასე მაგალითად, ინგლისისა და ისლანდიის ნაკრებთა მატჩი, რომელიც ერთა ლიგის ფორმატით უნდა გაიმართოს შესაძლოა ნეიტრალურ ქვეყანაში გადაიტანონ. წესითა და რიგით ის ლონდონში, „უემბლიზე” უნდა ჩატარებულიყო. პრობლემა გახლავთ ახალი რეგულაცია, რომელიც ბრიტანეთის ხელისუფლებამ შემოიღო და რომლის თანახმადაც დანიიდან გაერთიანებულ სამეფოში შესვლა შეიზღუდა. თვით პრემიერლიგამაც კი მიმართა თავის კლუბებს, მოერიდონ...
ინგლისის და ისლანდიის თამაშს გადადება ემუქრება
ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბრძანა, ჩემს ქვეყანაში დანიიდან შემოსული არავინ დავინახოო და… ინგლისისა და ისლანდიის შეხვედრას გადადება დაემუქრა. მიზეზი ცხადია კორონაპანდემია გახლავთ. ზემოთ ხსენებული ბრძანება უეჭველად შეაშფოთებს პრემიერლიგის კლუბებსაც, რომლებმაც სანაკრებო ფანჯრის შემდეგ შესაძლოა წამყვანი ფეხბურთელები მთელი ორი კვირით მოისაკლისონ. მათ ხომ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ორკვირიანი კარანტინი დაემუქრებათ. აქამდე დანიიდან შემოსვლა ელიტურ სპორტსმენებს შეუზღუდავი ჰქონდათ. მათთვის გამონაკლისი...
ინგლისის კარში ფსიქოლოგიური პრობლემა დგას
ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა შეშფოთება გამოთქვა — მას მეკარე ჯორდან პიკფორდი მხნედ სჭირდება, ის კი მერსისაიდულ დერბიში ლივერპულელ ვირჯილ ვან დაიკთან დაჯახების შემდეგ შესაძლოა ცოტა შემკრთალია. მოგეხსენებათ, იწყება სანაკრებო თამაშების პერიოდი. ინგლისელებს სამი შეხვედრა ელით, ირლანდიასთან, ბელგიასა და ისლანდიასთან. საუთგეიტი კი ამბობს, რომ პიკფორდი მისთვის ნომერ პირველია, რომლის სრულყოფილი შემცვლელიც ინგლისში ჯერჯერობით არ ჩანს....
ინგლისმა წააგო, ფანები ვენგერს ითხოვენ!
ინგლისელი ფანები ფეხბურთის ასოციაციას ნაკრების მწვრთნელის გარეთ საუთგეიტის გაშვებას და მის ნაცვლად არსენ ვენგერის დანიშვნას სთხოვენ. გულშემატკივარმა გუშინ, შინ, დანიასთან 0:1 წაგება ვერ აიტანა და მიაჩნია, რომ უკვე ყველაფერი გარკვეულია — საუთგეიტი შანსს აღარ იმსახურებს. ეს იყო ერთა ლიგის A2 ჯგუფის შეხვედრა. ჯგუფის მეორე მატჩში ბელგიამ ისლანდიაში 2:1 მოიგო. ამრიგად, ცხრილში 9 ქულით პირველ ადგილზე...
ინგლისელი კოვიდიოტების რაოდენობა იზრდება
ფილ ფოდენი და მეისონ გრინვუდი ინგლისის ნაკრების შემდეგ ოთხ შეხვედრაში ვერ ითამაშებენ. ისინი დასაჯეს. „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა ვარსკვლავები გარეთ საუთგეიტის ბანაკიდან დაიფრინეს და ისინი უკვე ინგლისში არიან. ფოდენმა და გრინვუდმა ისლანდიაში კარანტინის წესები დაარღვიეს და სასტუმროში გოგოები მიიყვანეს. „გულუბრყვილო ბიჭები”, რომელთაც 24 საათით ადრე რეიკიავიკში, ერთა ლიგის უღიმღამო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა...









